ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ

მუხლი 11. გადახდისუუნარობის კანონმდებლობის შესაბამისი ნორმების გამოყენების აკრძალვა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება, აგრეთვე მის ფარგლებში მიწოდებული ფინანსური გირავნობის საგანი არ შეიძლება უკანონოდ, ბათილად ან იურიდიული ძალის არმქონედ გამოცხადდეს მხოლოდ იმის გამო, რომ ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება დაიდო ან ფინანსური გირავნობის საგნის მიწოდება განხორციელდა ერთ-ერთ შემდეგ პერიოდში: ა) რეჟიმის ამოქმედების დღეს, მაგრამ იმ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლამდე, რომელიც რეჟიმის ამოქმედებას ითვალისწინებს; ბ) რეჟიმის ამოქმედებამდე წინასწარ განსაზღვრულ პერიოდში, რომელსაც რეჟიმი ითვალისწინებს, ან ისეთ პერიოდში, იმ სამართლებრივ აქტზე, ქმედებაზე ან მოვლენაზე მითითებით, რომელიც რეჟიმის ამოქმედებისას იქნა გათვალისწინებული.

2.თუ ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება დაიდო, უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულება წარმოიშვა ან ფინანსური გირავნობის საგნის მიწოდება განხორციელდა იმ დღეს, როდესაც რეჟიმი უკვე ამოქმედებული იყო, რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ის მხოლოდ მაშინ იქნება აღსრულებადი და სავალდებულო მესამე პირებისთვის, თუ მოგირავნე დაამტკიცებს, რომ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა რეჟიმის ამოქმედების შესახებ.

3.როდესაც ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება ითვალისწინებს ფინანსური გირავნობის საგნის ან უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების ცვლილების შემთხვევაში ფინანსური გირავნობის საგნის მიწოდებას ან დამატებითი ფინანსური გირავნობის საგნის მიწოდების ვალდებულებას, ან ჩანაცვლების ან გაცვლის გზით ფინანსური გირავნობის საგნის გამოთხოვას არსებითად იმავე ღირებულების ახალი ფინანსური გირავნობის საგნის მიწოდებით, ფინანსური გირავნობის საგნის მიწოდების, გაზრდის, ჩანაცვლების ან შეცვლის უფლება ან ვალდებულება არ შეიძლება გამოცხადდეს უკანონოდ, ბათილად ან იურიდიული ძალის არმქონედ მხოლოდ იმის გამო, რომ იგი აკმაყოფილებს ერთ-ერთ ან ორივე შემდეგ პირობას: ა) აღნიშნული ფინანსური გირავნობის საგნის მიწოდება განხორციელდა რეჟიმის ამოქმედების დღეს, მაგრამ იმ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლამდე, რომელიც რეჟიმის ამოქმედებას ითვალისწინებს, ან რეჟიმის ამოქმედებამდე წინასწარ განსაზღვრულ პერიოდში, რომელსაც რეჟიმი ითვალისწინებს, ან ისეთ პერიოდში, იმ სამართლებრივ აქტზე, ქმედებაზე ან მოვლენაზე მითითებით, რომელიც ასეთი პროცესებითა და ღონისძიებებით, ზომებით არის გათვალისწინებული; ბ) უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულება წარმოიშვა ფინანსური გირავნობის საგნის ან დამატებითი გირავნობის საგნის მიწოდებამდე, აგრეთვე მის ჩანაცვლებამდე ან შეცვლამდე.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება, აგრეთვე მის ფარგლებში მიწოდებული ფინანსური გირავნობის საგანი არ შეიძლება უკანონოდ, ბათილად ან იურიდიული ძალის არმქონედ გამოცხადდეს მხოლოდ იმის გამო, რომ ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება დაიდო ან ფინანსური გირავნობის საგნის მიწოდება განხორციელდა ერთ-ერთ შემდეგ პერიოდში: ა) რეჟიმის ამოქმედების დღეს, მაგრამ იმ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლამდე, რომელიც რეჟიმის ამოქმედებას ითვალისწინებს; ბ) რეჟიმის ამოქმედებამდე წინასწარ განსაზღვრულ პერიოდში, რომელსაც რეჟიმი ითვალისწინებს, ან ისეთ პერიოდში, იმ სამართლებრივ აქტზე, ქმედებაზე ან მოვლენაზე მითითებით, რომელიც რეჟიმის ამოქმედებისას იქნა გათვალისწინებული. 2. თუ ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება დაიდო, უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულება წარმოიშვა ან ფინანსური გირავნობის საგნის მიწოდება განხორციელდა იმ დღეს, როდესაც რეჟიმი უკვე ამოქმედებული იყო, რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ის მხოლოდ მაშინ იქნება აღსრულებადი და სავალდებულო მესამე პირებისთვის, თუ მოგირავნე დაამტკიცებს, რომ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა რეჟიმის ამოქმედების შესახებ. 3. როდესაც ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება ითვალისწინებს ფინანსური გირავნობის საგნის ან უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების ცვლილების შემთხვევაში ფინანსური გირავნობის საგნის მიწოდებას ან დამატებითი ფინანსური გირავნობის საგნის მიწოდების ვალდებულებას, ან ჩანაცვლების ან გაცვლის გზით ფინანსური გირავნობის საგნის გამოთხოვას არსებითად იმავე ღირებულების ახალი ფინანსური გირავნობის საგნის მიწოდებით, ფინანსური გირავნობის საგნის მიწოდების, გაზრდის, ჩანაცვლების ან შეცვლის უფლება ან ვალდებულება არ შეიძლება გამოცხადდეს უკანონოდ, ბათილად ან იურიდიული ძალის არმქონედ მხოლოდ იმის გამო, რომ იგი აკმაყოფილებს ერთ-ერთ ან ორივე შემდეგ პირობას: ა) აღნიშნული ფინანსური გირავნობის საგნის მიწოდება განხორციელდა რეჟიმის ამოქმედების დღეს, მაგრამ იმ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლამდე, რომელიც რეჟიმის ამოქმედებას ითვალისწინებს, ან რეჟიმის ამოქმედებამდე წინასწარ განსაზღვრულ პერიოდში, რომელსაც რეჟიმი ითვალისწინებს, ან ისეთ პერიოდში, იმ სამართლებრივ აქტზე, ქმედებაზე ან მოვლენაზე მითითებით, რომელიც ასეთი პროცესებითა და ღონისძიებებით, ზომებით არის გათვალისწინებული; ბ) უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულება წარმოიშვა ფინანსური გირავნობის საგნის ან დამატებითი გირავნობის საგნის მიწოდებამდე, აგრეთვე მის ჩანაცვლებამდე ან შეცვლამდე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 31 დეკ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 25 სექ. 2020

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2026925826510491085949231411
მითითებამნიშვნელობით ახლოსფინანსური გირავნობის, …საქართველოს სამოქალაქო…საჯარო რეესტრის შესახე…მომხმარებლის უფლებების…საგადახდო სისტემისა და…რეაბილიტაციისა და კრედ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა