Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკომერციული ბანკების საქმიანობის შესახებმუხლი 37²

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 37². გადახდების განხორციელების შეჩერება და სამართლებრივი პროცედურების განხორციელების შეზღუდვა რეზოლუციის რეჟიმში

რედაქცია №53 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:ბლოკჩეინ ინფრასტრუქტურა და ნოუდებიკრიპტო ბარათების მომსახურება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რეზოლუციის რეჟიმის მიმდინარეობისას შეაჩეროს კომერციული ბანკის აქციონერებისთვის კაპიტალის  განაწილება, აგრეთვე ადმინისტრატორების ანაზღაურების (გარდა რეზოლუციის რეჟიმის მიმდინარეობისას ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი მომსახურებების განხორციელებისთვის გადასახდელი ანაზღაურებისა) გაცემა.

2.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შემოიღოს მორატორიუმი კომერციული ბანკის ვადამოსული გადახდების ან მათი ნაწილის მიმართ, გარდა დაზღვეულ დეპოზიტებთან დაკავშირებული, აგრეთვე საგადახდო და ანგარიშსწორების სისტემების ან ამ სისტემების მონაწილეთა მიმართ გადახდებისა, საგადახდო სისტემაში მონაწილეობიდან გამომდინარე გადახდებისა, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იპოთეკური ობლიგაციებიდან და რეფინანსირების ინსტრუმენტიდან  გამომდინარე გადახდებისა და ეროვნული ბანკის მიმართ არსებული გადახდებისა. მორატორიუმის ვადა 90 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს.

3.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ მიმდინარე საქმის წარმოების დროებით შეჩერების მოთხოვნით ან/და, ახალი საქმის წარმოებაში მიღების შემთხვევაში, − საქმის განხილვის გადავადების მოთხოვნით. აღნიშნული შეჩერება/გადავადება 90 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს.

4.ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ ჩერდება ან/და მის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი იძულებითი აღსრულების ღონისძიება (მათ შორის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები), აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების უზრუნველყოფის საშუალებები (მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, გირავნობა და იპოთეკა) 90 კალენდარული დღის განმავლობაში.

5.რეზოლუციის რეჟიმის შემოღება და რომელიმე სარეზოლუციო უფლებამოსილების გამოყენება არ შეიძლება გახდეს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის კონტრაჰენტის მიერ სახელშეკრულებო უფლების ან ვალდებულების შეწყვეტის, შეცვლის ან/და დაჩქარების საფუძველი. რეზოლუციის რეჟიმის შემოღება და რომელიმე სარეზოლუციო უფლებამოსილების გამოყენება არ უნდა გახდეს „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ფინანსური გირავნობის ამოქმედების საფუძველი, თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკი ჯეროვნად ასრულებს ვალდებულებებს. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5655 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5682 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 29 ნოემბრის კანონი №2115 – ვებგვერდი, 16.12.2022წ.

რედაქციების შედარება

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რეზოლუციის რეჟიმის მიმდინარეობისას შეაჩეროს კომერციული ბანკის აქციონერებისთვის კაპიტალის  განაწილება, აგრეთვე ადმინისტრატორების ანაზღაურების (გარდა რეზოლუციის რეჟიმის მიმდინარეობისას ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი მომსახურებების განხორციელებისთვის გადასახდელი ანაზღაურებისა) გაცემა. 2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შემოიღოს მორატორიუმი კომერციული ბანკის ვადამოსული გადახდების ან მათი ნაწილის მიმართ, გარდა დაზღვეულ დეპოზიტებთან დაკავშირებული, აგრეთვე საგადახდო და ანგარიშსწორების სისტემების ან ამ სისტემების მონაწილეთა მიმართ გადახდებისა, საგადახდო სისტემაში მონაწილეობიდან გამომდინარე გადახდებისა და ეროვნული ბანკის მიმართ არსებული გადახდებისა. მორატორიუმის ვადა 90 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს. [2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შემოიღოს მორატორიუმი კომერციული ბანკის ვადამოსული გადახდების ან მათი ნაწილის მიმართ, გარდა დაზღვეულ დეპოზიტებთან დაკავშირებული, აგრეთვე საგადახდო და ანგარიშსწორების სისტემების ან ამ სისტემების მონაწილეთა მიმართ გადახდებისა, საგადახდო სისტემაში მონაწილეობიდან გამომდინარე გადახდებისა, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იპოთეკური ობლიგაციებიდან და რეფინანსირების ინსტრუმენტიდან  გამომდინარე გადახდებისა და ეროვნული ბანკის მიმართ არსებული გადახდებისა. მორატორიუმის ვადა 90 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს. (ამოქმედდეს 2023 წლის 15 მარტიდან) ] 3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ მიმდინარე საქმის წარმოების დროებით შეჩერების მოთხოვნით ან/და, ახალი საქმის წარმოებაში მიღების შემთხვევაში, − საქმის განხილვის გადავადების მოთხოვნით. აღნიშნული შეჩერება/გადავადება 90 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს. 4. ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ ჩერდება ან/და მის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი იძულებითი აღსრულების ღონისძიება (მათ შორის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები), აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების უზრუნველყოფის საშუალებები (მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, გირავნობა და იპოთეკა) 90 კალენდარული დღის განმავლობაში. 5. რეზოლუციის რეჟიმის შემოღება და რომელიმე სარეზოლუციო უფლებამოსილების გამოყენება არ შეიძლება გახდეს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის კონტრაჰენტის მიერ სახელშეკრულებო უფლების ან ვალდებულების შეწყვეტის, შეცვლის ან/და დაჩქარების საფუძველი. რეზოლუციის რეჟიმის შემოღება და რომელიმე სარეზოლუციო უფლებამოსილების გამოყენება არ უნდა გახდეს „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ფინანსური გირავნობის ამოქმედების საფუძველი, თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკი ჯეროვნად ასრულებს ვალდებულებებს. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5655 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5682 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 29 ნოემბრის კანონი №2115 – ვებგვერდი, 16.12.2022წ.

წინა მუხლი 37¹⁶შემდეგი მუხლი 37³

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბარათებზე ლიმიტების და გადახდების ოპტიმიზაციასერვისის გვერდი
  • ვალიდატორი ნოუდის გაშვება და მართვასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №53

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
3
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

ფინანსური გირავნობ… 4

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 37⁹კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაცია ახალი აქციების გამოშვებით
  • 37⁷კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისება
  • 37⁵ეროვნული ბანკის სარეზოლუციო ინსტრუმენტები

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 55²ეროვნული ბანკის სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელება
  • 55¹კომერციული ბანკის რეზოლუციის მიზნები და ეროვნული ბანკის სარეზოლუციო უფლებამოსილებები
  • 32კომერციული ბანკების, მიკრობანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, სხვა ფინანსური ინსტიტუტების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს და საპენსიო ფონდის ანგარიშები, სარეზოლუციო ფონდი ეროვნულ ბანკში

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 57სასამართლოს გადაწყვეტილებით მორატორიუმის დამატებითი ღონისძიებების გამოყენება
  • 58სასამართლოს მიერ მორატორიუმის ცალკეული ღონისძიებების გაუქმება
  • 49გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის შედეგები

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 22იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა ემიტენტის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის მიმდინარეობისას

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 18კრედიტორისა და მოვალის უფლებამოსილებანი

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 43საქართველოს ეროვნული ბანკის დამატებითი უფლებამოსილება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
431837⁹37⁷37⁵55²55¹3245758492237²
მითითებამნიშვნელობით ახლოსფინანსური გირავნობის, …საქართველოს ეროვნული ბ…კომერციული ბანკების სა…რეაბილიტაციისა და კრედ…იპოთეკით დაცული ობლიგა…სააღსრულებო წარმოებათა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026