Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებმუხლი 3

ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ

მუხლი 3. დერივატივი

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023
თემები:ბრენდის და გუდვილის შეფასებასტარტაპის იურიდიული მომსახურებაწარმოებული ფინანსური ინსტრუმენტებიტრანსსასაზღვრო ხელშეკრულებებივაჭრობის მხარდაჭერა და სტრატეგიასაავტორო უფლებების ლიცენზირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.დერივატივი არის კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება, რომლის ღირებულება და ფულადი ნაკადები, ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, დამოკიდებულია საბაზისო აქტივზე ან საბაზისო მაჩვენებელზე და რომელიც ითვალისწინებს ანგარიშსწორებას რეალური მიწოდების განხორციელებით ან ფულადი ანგარიშსწორებით, მათ შორის, ურთიერთგაქვითვით ან საბოლოო ურთიერთგაქვითვით, და აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ა) გარიგების ერთ მხარეს აკისრებს ვალდებულებას, იყიდოს, გაყიდოს ან მიიღოს სხვა დერივატივთან დაკავშირებული მოთხოვნის უფლება/უფლებები; ბ) გარიგების ერთ მხარეს აკისრებს ვალდებულებას, მომავალში იყიდოს, გაყიდოს ან გადასცეს საბაზისო აქტივზე საკუთრების უფლება გარიგების მეორე მხარეს, რომელიც ვალდებულია მიიღოს საბაზისო აქტივი და მისი მიღების სანაცვლოდ გადაიხადოს შესაბამისი ფასი; გ) გარიგების ერთ-ერთ ან ორივე მხარეს ავალდებულებს, მომავალში მეორე მხარისთვის განახორციელოს ერთჯერადი ან პერიოდული გადახდები, მათ შორის, ამ მხარის მიერ გადახდის განხორციელების მოთხოვნის შემთხვევაში.

2.თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, მხარე, რომელიც ვალდებულია დერივატივის ფარგლებში რეალური მიწოდება განახორციელოს, ვალდებული არ არის, გარიგების დადების მომენტში ფლობდეს საბაზისო აქტივს.

3.გარიგება დერივატივად არ მიიჩნევა, თუ იგი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ა) ნასყიდობის ხელშეკრულება (მათ შორის, მიწოდების ხელშეკრულება), რომელიც არ აკონკრეტებს, რომ ის არის დერივატივი, არ კვალიფიცირდება, როგორც დერივატივი, საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით და აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას: ა.ა) გარიგების პირობების შესაბამისად, ვალდებულების შესრულება შესაძლებელია მხოლოდ საბაზისო აქტივის მიწოდებით (მიღებით) და გარიგება არ ითვალისწინებს  ვალდებულების შესრულებას ერთი მხარის მიერ მეორე მხარისთვის მხოლოდ ფულადი ანგარიშსწორებით ვალდებულების შესრულების მომენტში საბაზისო აქტივის ფასის შესაბამისად; ა.ბ) გარიგების პირობები არ იძლევა შესაძლებლობას, გარიგება შეწყდეს მსგავსი გარიგების დადებით, რომლის საბაზისო აქტივის რაოდენობა და მიწოდების პირობები ეკვივალენტურია (თუმცა ასეთი გარიგების ფასი შეიძლება განსხვავდებოდეს პირველი გარიგების ფასისგან) და რომლის მხარე, რომელიც პირველ გარიგებაში მონაწილეობდა, როგორც გამყიდველი, ახალ გარიგებაში მონაწილეობს, როგორც მყიდველი, ხოლო პირი, რომელიც პირველ გარიგებაში მონაწილეობდა, როგორც მყიდველი, ახალ გარიგებაში მონაწილეობს, როგორც გამყიდველი; ბ) ის არის საგადახდო ინსტრუმენტი, სპოტი, საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რეპო შეთანხმება, სასესხო გარიგება, ლიზინგის ხელშეკრულება, საბანკო დეპოზიტის ხელშეკრულება, საბანკო ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულება, დაზღვევის ხელშეკრულება, თავდებობის ხელშეკრულება, საბანკო გარანტიის ხელშეკრულება, ფაქტორინგი ან მსგავსი შინაარსის ხელშეკრულება; გ) მხარის მიერ გარიგების პირობის დარღვევის გამო წარმოშობილია თანხის გადახდის ვალდებულება (პირგასამტეხლო, ზიანის ანაზღაურება), რომლის ოდენობა საბაზისო მაჩვენებლის შესაბამისად იცვლება, მაგრამ ასეთი გარიგება (რომლის პირობა დარღვეულია) არ აკმაყოფილებს „დერივატივის“ განმარტებას.

4.დერივატივის მონაწილე მხარე შეიძლება იყოს საჯარო დაწესებულება, საქართველოს ეროვნული ბანკი, უცხოური ცენტრალური ბანკი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, საფინანსო სექტორის წარმომადგენელი, ადგილობრივი ან უცხოური ფინანსური ინსტიტუტი, საინვესტიციო ფონდი, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული, ცენტრალური კონტრაჰენტი, ანგარიშსწორების აგენტი, საკლირინგო დაწესებულება.

5.დერივატივის მონაწილე მხარე შეიძლება იყოს აგრეთვე ნებისმიერი პირი, მათ შორის, ამხანაგობა, იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, თუ გარიგების მეორე მხარე არის ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირი. აღნიშნულ შემთხვევაში ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირი ვალდებულია მეორე მხარეს განუცხადოს და აუხსნას კონკრეტულ დერივატივთან დაკავშირებული რისკები და საფრთხეები. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს რისკებისა და საფრთხეების გამჟღავნების და ასეთი გარიგების დადების წესი.

6.დერივატივი შეიძლება დაიდოს როგორც წერილობითი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული ფორმით), ისე ზეპირი ფორმით. მხარეთა მიერ გარიგების ზეპირი ფორმით დადების შემთხვევაში ეს გარიგება უნდა ითვალისწინებდეს გარიგების დადების დასტურის გაცვლას, რომელიც გარიგების შინაარსის დადგენის შესაძლებლობას იძლევა. გარიგების დადების დასტური უნდა არსებობდეს წერილობითი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული ფორმით) ან აუდიოჩანაწერის ფორმით. ამ პუნქტით გათვალისწინებული აუდიოჩანაწერის მიმართ მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები.

7.დერივატივის ნამდვილობა და აღსრულებადობა საეჭვო ვერ გახდება მხოლოდ იმის გამო, რომ ის დადებულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული დერივატივის ნამდვილობა და აღსრულებადობა რეგულირდება აღნიშნული უცხო ქვეყნის სათანადო კანონმდებლობის შესაბამისად.

8.კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება არ არის სანაძლეო, თამაშობა ან ლატარია და არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ბათილად ან გამოცხადდეს იურიდიული ძალის არმქონედ საქართველოს კანონმდებლობის ისეთი ნორმის საფუძველზე, რომელიც არეგულირებს სანაძლეოსთან, თამაშობასთან ან ლატარიასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3937 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დერივატივი არის კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება, რომლის ღირებულება და ფულადი ნაკადები, ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, დამოკიდებულია საბაზისო აქტივზე ან საბაზისო მაჩვენებელზე და რომელიც ითვალისწინებს ანგარიშსწორებას რეალური მიწოდების განხორციელებით ან ფულადი ანგარიშსწორებით, მათ შორის, ურთიერთგაქვითვით ან საბოლოო ურთიერთგაქვითვით, და აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ა) გარიგების ერთ მხარეს აკისრებს ვალდებულებას, იყიდოს, გაყიდოს ან მიიღოს სხვა დერივატივთან დაკავშირებული მოთხოვნის უფლება/უფლებები; ბ) გარიგების ერთ მხარეს აკისრებს ვალდებულებას, მომავალში იყიდოს, გაყიდოს ან გადასცეს საბაზისო აქტივზე საკუთრების უფლება გარიგების მეორე მხარეს, რომელიც ვალდებულია მიიღოს საბაზისო აქტივი და მისი მიღების სანაცვლოდ გადაიხადოს შესაბამისი ფასი; გ) გარიგების ერთ-ერთ ან ორივე მხარეს ავალდებულებს, მომავალში მეორე მხარისთვის განახორციელოს ერთჯერადი ან პერიოდული გადახდები, მათ შორის, ამ მხარის მიერ გადახდის განხორციელების მოთხოვნის შემთხვევაში. 2. თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, მხარე, რომელიც ვალდებულია დერივატივის ფარგლებში რეალური მიწოდება განახორციელოს, ვალდებული არ არის, გარიგების დადების მომენტში ფლობდეს საბაზისო აქტივს. 3. გარიგება დერივატივად არ მიიჩნევა, თუ იგი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ა) ნასყიდობის ხელშეკრულება (მათ შორის, მიწოდების ხელშეკრულება), რომელიც არ აკონკრეტებს, რომ ის არის დერივატივი, არ კვალიფიცირდება, როგორც დერივატივი, საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით და აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას: ა.ა) გარიგების პირობების შესაბამისად, ვალდებულების შესრულება შესაძლებელია მხოლოდ საბაზისო აქტივის მიწოდებით (მიღებით) და გარიგება არ ითვალისწინებს  ვალდებულების შესრულებას ერთი მხარის მიერ მეორე მხარისთვის მხოლოდ ფულადი ანგარიშსწორებით ვალდებულების შესრულების მომენტში საბაზისო აქტივის ფასის შესაბამისად; ა.ბ) გარიგების პირობები არ იძლევა შესაძლებლობას, გარიგება შეწყდეს მსგავსი გარიგების დადებით, რომლის საბაზისო აქტივის რაოდენობა და მიწოდების პირობები ეკვივალენტურია (თუმცა ასეთი გარიგების ფასი შეიძლება განსხვავდებოდეს პირველი გარიგების ფასისგან) და რომლის მხარე, რომელიც პირველ გარიგებაში მონაწილეობდა, როგორც გამყიდველი, ახალ გარიგებაში მონაწილეობს, როგორც მყიდველი, ხოლო პირი, რომელიც პირველ გარიგებაში მონაწილეობდა, როგორც მყიდველი, ახალ გარიგებაში მონაწილეობს, როგორც გამყიდველი; ბ) ის არის საგადახდო ინსტრუმენტი, სპოტი, საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რეპო შეთანხმება, სასესხო გარიგება, ლიზინგის ხელშეკრულება, საბანკო დეპოზიტის ხელშეკრულება, საბანკო ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულება, დაზღვევის ხელშეკრულება, თავდებობის ხელშეკრულება, საბანკო გარანტიის ხელშეკრულება, ფაქტორინგი ან მსგავსი შინაარსის ხელშეკრულება; გ) მხარის მიერ გარიგების პირობის დარღვევის გამო წარმოშობილია თანხის გადახდის ვალდებულება (პირგასამტეხლო, ზიანის ანაზღაურება), რომლის ოდენობა საბაზისო მაჩვენებლის შესაბამისად იცვლება, მაგრამ ასეთი გარიგება (რომლის პირობა დარღვეულია) არ აკმაყოფილებს „დერივატივის“ განმარტებას. 4. დერივატივის მონაწილე მხარე შეიძლება იყოს საჯარო დაწესებულება, საქართველოს ეროვნული ბანკი, უცხოური ცენტრალური ბანკი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, საფინანსო სექტორის წარმომადგენელი, ადგილობრივი ან უცხოური ფინანსური ინსტიტუტი, საინვესტიციო ფონდი, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული, ცენტრალური კონტრაჰენტი, ანგარიშსწორების აგენტი, საკლირინგო დაწესებულება. 5. დერივატივის მონაწილე მხარე შეიძლება იყოს აგრეთვე ნებისმიერი პირი, მათ შორის, ამხანაგობა, იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, თუ გარიგების მეორე მხარე არის ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირი. აღნიშნულ შემთხვევაში ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირი ვალდებულია მეორე მხარეს განუცხადოს და აუხსნას კონკრეტულ დერივატივთან დაკავშირებული რისკები და საფრთხეები. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს რისკებისა და საფრთხეების გამჟღავნების და ასეთი გარიგების დადების წესი. 6. დერივატივი შეიძლება დაიდოს როგორც წერილობითი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული ფორმით), ისე ზეპირი ფორმით. მხარეთა მიერ გარიგების ზეპირი ფორმით დადების შემთხვევაში ეს გარიგება უნდა ითვალისწინებდეს გარიგების დადების დასტურის გაცვლას, რომელიც გარიგების შინაარსის დადგენის შესაძლებლობას იძლევა. გარიგების დადების დასტური უნდა არსებობდეს წერილობითი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული ფორმით) ან აუდიოჩანაწერის ფორმით. ამ პუნქტით გათვალისწინებული აუდიოჩანაწერის მიმართ მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები. 7. დერივატივის ნამდვილობა და აღსრულებადობა საეჭვო ვერ გახდება მხოლოდ იმის გამო, რომ ის დადებულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული დერივატივის ნამდვილობა და აღსრულებადობა რეგულირდება აღნიშნული უცხო ქვეყნის სათანადო კანონმდებლობის შესაბამისად. 8. კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება არ არის სანაძლეო, თამაშობა ან ლატარია და არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ბათილად ან გამოცხადდეს იურიდიული ძალის არმქონედ საქართველოს კანონმდებლობის ისეთი ნორმის საფუძველზე, რომელიც არეგულირებს სანაძლეოსთან, თამაშობასთან ან ლატარიასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3937 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აპრ. 2024· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2023
წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბრიჯ დაფინანსება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • რეალტის მოლაპარაკება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • არბიტრაჟული შესაძლებლობების ანალიზი საქართველოს ბაზარზე1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სადისტრიბუციო ხელშეკრულება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-12-15 · №4

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2023-12-27
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 2

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ

  • 5დერივატივისა და ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორების საბოლოობა
  • 2ტერმინთა განმარტება
  • 6ანგარიშგება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 799ცნება
  • 442¹ურთიერთგაქვითვა და საბოლოო ურთიერთგაქვითვა

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 18საბაზისო აქტივებთან დაკავშირებული საკრედიტო რისკის გადაცემა
  • 2ტერმინთა განმარტება

სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ

  • 14მოთხოვნათა დათმობის შესახებ გარიგების ღირებულება
  • 5გარიგების ღირებულების განსაზღვრის საფუძველი

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 12უზრუნველყოფის აქტივებიდან უპირატესი დაკმაყოფილების უფლება
  • 7ვალდებულებების უზრუნველყოფა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 38გარიგების ფასის მეთოდი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
145799442¹382561271823
მითითებამნიშვნელობით ახლოსფინანსური გირავნობის, …საქართველოს სამოქალაქო…ფასიან ქაღალდებად გარდ…სანოტარო მოქმედებათა შ…იპოთეკით დაცული ობლიგა…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 15 დეკ. 2023