ფაქტორინგის შესახებ

მუხლი 28. ურთიერთგაქვითვის შეთანხმება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 6 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ურთიერთგაქვითვის შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს უშუალოდ იმ დებიტორული დავალიანების ურთიერთგაქვითვას, რომელიც ფაქტორს გადაეცემა, მოვალეს უფლება აქვს, აღნიშნული ურთიერთგაქვითვის უფლება გამოიყენოს ფაქტორის მიმართაც.

2.მოვალეს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ურთიერთგაქვითვის უფლება გამოიყენოს მხოლოდ იმ დებიტორული დავალიანების მიმართ, რომელიც ურთიერთგაქვითვის შეთანხმებით უშუალოდ არის გათვალისწინებული, და მხოლოდ იმ  შემთხვევაში, თუ აღნიშნული ურთიერთგაქვითვის უფლება ძალაში იყო ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დებიტორული დავალიანების ფაქტორისთვის გადაცემის შესახებ წერილობითი შეტყობინების მოვალისთვის ჩაბარების მომენტში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ურთიერთგაქვითვა შესაძლებელია მხოლოდ ფაქტორის თანხმობით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20⁴33⁶442442¹447108461402329313028
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…ფაქტორინგის შესახებრეაბილიტაციისა და კრედ…ფინანსური გირავნობის, …დაზღვევის შესახებსაჯარო რეესტრის შესახე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა