რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 61. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

დავით ელისაბედაშვილი

1.კრედიტორი, რომელსაც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისთვის მოვალის მიმართ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის უფლება აქვს, უფლებამოსილია განახორციელოს ეს უფლება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიუხედავად, გარდა ამ კანონით დადგენილი გამონაკლისისა. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის უფლება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგება შესაბამისი მოთხოვნის შესრულების დრო ან/და მისი წარმოშობისთვის აუცილებელი პირობა.

2.გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის შემდეგ წარმოშობილ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მმართველი ან მართვაში მყოფი მოვალე რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობით.

3.ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა დაუშვებელია, თუ: ა) კრედიტორის მოთხოვნა კრედიტორთა რეესტრში შეტანილი არ არის; ბ) მოვალის მიმართ კრედიტორის ვალდებულება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე 90 დღის განმავლობაში წარმოიშვა და კრედიტორმა ეს ვალდებულება მოთხოვნათა გაქვითვის მიზნით იკისრა; გ) კრედიტორმა მოთხოვნა სხვა კრედიტორისგან გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე 90 დღის განმავლობაში ან გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის შემდეგ შეიძინა; დ) კრედიტორის მოთხოვნა ისეთი ქმედების საფუძველზე წარმოიშვა, რომელიც ამ კანონის VIII თავის შესაბამისად შეცილებას ექვემდებარება.

4.მოთხოვნათა გაქვითვის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნარო იყო გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე 90 დღის განმავლობაში.

5.ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელებული მოთხოვნათა გაქვითვა ამ კანონის VIII თავის შესაბამისად შეცილებას ექვემდებარება.

6.ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ურთიერთგაქვითვაზე, რომელიც იმავე კანონით დადგენილი წესით ხორციელდება. თავი VII რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
33⁴33⁶44244744337¹³451580172861
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…ფაქტორინგის შესახებრეაბილიტაციისა და კრედ…ფინანსური გირავნობის, …დაზღვევის შესახებიპოთეკით დაცული ობლიგა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა