1.ფინანსური გირავნობა, რომლის საგანია საკრედიტო მოთხოვნა „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (შემდგომ – ფინანსური გირავნობა), რეგისტრირდება მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში.
2.ფინანსური გირავნობის რეგისტრაცია ხდება განმცხადებლის მიერ შეტყობინებისა და ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნების სიის წარმოდგენის საფუძველზე.
3.ფინანსურ გირავნობაში ცვლილების რეგისტრაციის შემთხვევაში, სააგენტოს წარედგინება შეტყობინება და რეგისტრირებული მოთხოვნების სიაში დასამატებელი ან/და ამ სიიდან ამოსაღები მოთხოვნების სია.
4.ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების სია სააგენტოს წარედგინება ელექტრონული ფაილის სახით, რომელიც საჯაროა და ხელმისაწვდომია სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით. ელექტრონული ფაილისა და მოთხოვნების საიდენტიფიკაციო მონაცემების ფორმატს ადგენს სააგენტოს თავმჯდომარე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 13 ივნისის ბრძანება №918 - ვებგვერდი, 14.06.2023 წ.

