„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 59. გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმება უსინათლო , ყრუ , სმენადაქვეითებული ან წერა - კითხვის არმცოდნე პირის მონაწილეობით

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 31 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გარიგების მონაწილე წერა-კითხვის მცოდნე ყრუმ თავად უნდა წაიკითხოს გარიგების ტექსტი და მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ დოკუმენტი თავად წაიკითხა, გარიგება შეესაბამება მის ნებას და იგი იწონებს მას.

2.გარიგების მონაწილე წერა-კითხვის მცოდნე სმენადაქვეითებულმა პირმა თავად უნდა წაიკითხოს გარიგების ტექსტი და მის ბოლოს, დამმოწმებელი პირის ხელმოწერამდე, თავისი ხელით უნდა დაწეროს, რომ დოკუმენტი თავად წაიკითხა, გარიგება შეესაბამება მის ნებას და იგი იწონებს მას.

3.გარიგების მონაწილე წერა-კითხვის მცოდნე ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის მოთხოვნით, გარიგებაზე ხელმოწერის დამმოწმებელი ვალდებულია ხელმოწერის დამოწმებისას დაისწროს სპეციალისტი ან ის პირი, რომელმაც იცის ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის ენა და რომელიც დაადასტურებს ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის ნების შესაბამისობას გარიგების შინაარსთან. ასეთი პირის მონაწილეობას უზრუნველყოფს გარიგების მონაწილე წერა-კითხვის მცოდნე ყრუ ან სმენადაქვეითებული პირი. სხვა შემთხვევაში, გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმება ხორციელდება მის დამმოწმებელსა და წერა-კითხვის მცოდნე ყრუ ან სმენადაქვეითებულ პირს შორის წერილობითი კომუნიკაციის საშუალებით.

4.წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირი გარიგებას ხელს აწერს მექანიკური (პირადი) ხელმოწერის, ფაქსიმილეს ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სათანადო ტექნიკური საშუალების გამოყენებით. წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირის მონაწილეობით დადებულ გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმებისას ხელმოწერის დამმოწმებელი პირი ვალდებულია წაუკითხოს მას გარიგების ტექსტი, რის შესახებაც უნდა აღინიშნოს მასში. უსინათლო პირის მოთხოვნის შემთხვევაში გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმებას ესწრება არანაკლებ ერთი მოწმე, რომელიც ხელმოწერის დამმოწმებლის თანდასწრებით აცნობს გარიგების ტექსტს უსინათლო პირს. ფაქსიმილეს საშუალებით გარიგებაზე ხელის მოწერისას ხელმომწერმა წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირმა აგრეთვე უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სანოტარო დოკუმენტი ფაქსიმილეს ნამდვილობის თაობაზე. წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირი უფლებამოსილია გარიგებაზე ხელის მოწერა მიანდოს სხვა პირს, რომლის ხელმოწერა ოფიციალურად უნდა დამოწმდეს ხელმოწერის დამოწმებაზე უფლებამოსილი პირის მიერ. ამ შემთხვევაში გარიგების ტექსტში უნდა აღინიშნოს ის მიზეზი, რომლის გამოც გარიგების დამდებმა პირმა გარიგებას ხელი ვერ მოაწერა.

5.თუ გარიგების მონაწილე უსინათლო პირს აქვს ბრაილის შრიფტით კითხვის უნარი, ამ შემთხვევაში, მისი სურვილისამებრ, შესაძლებელია ამ შრიფტის გამოყენებით შედგენილ გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმება. ბრაილის შრიფტის გამოყენებით შედგენილ გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმებისას გამოიყენება მინისტრის მიერ დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციით თარჯიმნის მიმართ დადგენილი წესები. გარიგების მონაწილე უსინათლო პირის მოთხოვნის შემთხვევაში გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმებას ესწრება არანაკლებ ერთი მოწმე. წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირი გარიგებას ხელს აწერს მექანიკური (პირადი) ხელმოწერის, ფაქსიმილეს ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სათანადო ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ბრაილის შრიფტის გამოყენებით დადებული გარიგება უნდა დაერთოს ბრტყელი შრიფტის გამოყენებით დადებულ გარიგებას.

6.თუ გარიგებაზე ხელმოწერა მოწმდება წერა-კითხვის არმცოდნე პირის, წერა-კითხვის არმცოდნე უსინათლო, ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის მონაწილეობით, ხელმოწერის დამმოწმებელი პირი ვალდებულია გარიგებაზე ხელმოწერა დაამოწმოს მოწმის ან/და თარჯიმნის თანდასწრებით, რომელსაც შეუძლია გააგებინოს მას საქმის არსი და დაადასტუროს თავისი ხელის მოწერით, რომ გარიგების შინაარსი შეესაბამება წერა-კითხვის არმცოდნე, წერა-კითხვის არმცოდნე უსინათლო, ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის ნებას. აღნიშნულის შესახებ უნდა მიეთითოს გარიგების ტექსტში. მოწმის ან/და თარჯიმნის მონაწილეობას უზრუნველყოფს წერა-კითხვის არმცოდნე, წერა-კითხვის არმცოდნე უსინათლო, ყრუ ან სმენადაქვეითებული პირი.

7.გარიგებაზე ხელმოწერის დამმოწმებელი პირი ვალდებულია სათანადოდ დაადგინოს მოწვეული მოწმის ან/და თარჯიმნის ვინაობა. მოწვეული პირი ვალდებულია ხელმოწერის დამმოწმებელს დაუდასტუროს, რომ მან იცის ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის ენა და იძლევა ამ პირის ნების სრული და სწორი განმარტების გარანტიას. ხელმოწერის დამმოწმებელი პირი აფრთხილებს მოწვეულ პირს არასწორი თარგმანისათვის პასუხისმგებლობის შესახებ, რის თაობაზეც სპეციალურად აღინიშნება გარიგების ტექსტში.

8.ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული პირის მიმართ მოქმედებს მინისტრის მიერ დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციით თარჯიმნის მიმართ დადგენილი ნორმები.

8¹.იმ პირს, რომელიც გარიგებას ხელს თვითონ ვერ მოაწერს წერა-კითხვის არცოდნის ან ხანგრძლივი ან შეუქცევი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევის გამო ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში, შეუძლია გარიგებაზე ხელის მოწერა მის მიერ მოწვეულ სხვა პირს მიანდოს. ამ პირის ხელმოწერა ოფიციალურად უნდა დამოწმდეს ხელმოწერის დამმოწმებელი პირის მიერ. ამასთანავე, გარიგების ტექსტში უნდა აღინიშნოს ის მიზეზი, რომლის გამოც გარიგების დამდებმა პირმა გარიგებას ხელი ვერ მოაწერა.

9.ამ მუხლით გათვალისწინებული წესებით გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმებისას მისი დამმოწმებელი ვალდებულია უზრუნველყოს გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმების პროცესის მიმდინარეობის ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდვა შესაბამისი ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ვიდეოჩანაწერი უნდა ასახავდეს გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმების სრულ მიმდინარეობას. ვიდეოჩანაწერის შენახვასა და სათანადოდ დაარქივებას უზრუნველყოფს ხელმოწერის დამმოწმებელი.

10.გარიგებაზე ხელმოწერის დამმოწმებელი პირი ვალდებულია ამ მუხლით დადგენილი წესების დაცვის შესახებ მიუთითოს გარიგების ტექსტში.

11.თუ გარიგების მონაწილის ნაცვლად ან მასთან ერთად დოკუმენტს ხელს აწერს სხვა პირი ამ მუხლით დადგენილი რომელიმე მიზეზის გამო, ეს პირი შეიძლება იყოს გარიგების მონაწილის ნათესავი ან სხვა პირი, მაგრამ, ამავდროულად, არ შეიძლება იყოს გარიგების მეორე მონაწილე.

12.უსინათლო, ყრუ ან სმენადაქვეითებული, ან წერა-კითხვის არმცოდნე პირის ნებისა და გარიგების შინაარსის შესაბამისობის დამოწმებისას მოწმის, თარჯიმნის ან სხვა პირის ხელმოწერა განიხილება ამ დამოწმების შემადგენელ ნაწილად და არ შეიძლება განხილულ იქნეს ცალკე მომსახურებად.

13.ამ მუხლით განსაზღვრული წესების მიხედვით გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმებისას მისი დამმოწმებელი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ გარიგების მონაწილე პირებისათვის გასაგებია გარიგების შინაარსი და მისი შედეგები, ასევე, მათ მიერ გამოხატული ნების შესაბამისობა იმ ტექსტთან, რომელთან დაკავშირებითაც იქნა იგი გამოვლენილი. გარიგებაზე ხელმოწერის დამმოწმებელი ვალდებულია არ განახორციელოს მომსახურება, თუ ეჭვი ეპარება ამ მუხლით დადგენილი პირობების დაცულობაში და ვერ ადგენს ამ მუხლით გათვალისწინებული პირის ნების გამოვლენის ნამდვილობას. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 13 ივნისის ბრძანება №917 - ვებგვერდი, 14.06.2023 წ. თავი IX. სამისამართო რეესტრის წარმოება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
70¹7013611175027542529585758¹59
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…სანოტარო მოქმედებათა შ…საჯარო რეესტრის შესახე…ნოტარიატის შესახებსაქართველოს სისხლის სა…ხელშეკრულება საქართველ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა