„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 58¹. გარიგების დადების სპეციალური წესი

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 31 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ხელმოწერის დამოწმებაზე უფლებამოსილი სააგენტოს თანამშრომლის თანდასწრებით, ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნილ გარიგებაზე მხარის ხელმოწერა შესაძლებელია არ აკმაყოფილებდეს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისათვის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს, თუ გარიგების დადება ხდება კომუნიკაციის დისტანციური ელექტრონული საშუალების გამოყენებით და უზრუნველყოფილია ხელმოწერის დამოწმებაზე უფლებამოსილი პირისა და გარიგების მხარეების პირდაპირი ვიზუალური კონტაქტი.

2.ხელმოწერის დამოწმებაზე უფლებამოსილი პირის მიერ გარიგების მხარეების იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება ხდება დისტანციური იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით.

3.ამ მუხლით დადგენილი წესით გარიგების დადება დასაშვებია, თუ გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმებაზე უფლებამოსილ პირთან არათანმყოფი პირი საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ბინადრობის მოწმობის მქონე პირია და მათი იდენტიფიცირება შესაძლებელია სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.

4.გარიგების შინაარსის გაცნობის შემდეგ მხარეებმა მკაფიოდ უნდა განაცხადონ, რომ გარიგება შეესაბამება მათ ნებას და ხელს აწერენ მას ელექტრონულად. სააგენტოს უფლებამოსილი პირი გარიგების მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობას ამოწმებს დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმით.

5.ამ მუხლით გათვალისწინებული წესებით გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმებისას მისი დამმოწმებელი ვალდებულია უზრუნველყოს გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმების პროცესის მიმდინარეობის ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდვა შესაბამისი ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ვიდეოჩანაწერი უნდა ასახავდეს გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმების სრულ მიმდინარეობას. ვიდეოჩანაწერის შენახვასა და სათანადოდ დაარქივებას უზრუნველყოფს ხელმოწერის დამმოწმებელი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №860 - ვებგვერდი, 23.08.2022 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4³697070¹1054585557588758¹
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო რეესტრის შესახე…საქართველოს სამოქალაქო…უძრავ ნივთებზე უფლებათ…საჯარო სამართლის იურიდ…ელექტრონული კომერციის …სანოტარო მოქმედებათა შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა