1.გეოგრაფიული ობიექტების არსებულ სახელწოდებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და ნორმალიზებისათვის გამოიყენება ოფიციალური კარტოგრაფიული და საცნობარო გამოცემები, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლექსიკონები, ენციკლოპედიური ლიტერატურა, წერილობითი საისტორიო და სხვა წყაროები.
2.თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი წყაროები არ იძლევა საჭირო ცნობებს, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა გამოვლენა და დადგენა უნდა მოხდეს ადგილობრივ მცხოვრებთა, მხარეთმცოდნეთა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა გამოკითხვის მეშვეობით.
3.გეოგრაფიული ობიექტების არსებული სახელწოდებების დადგენისა და მათი ტრანსლიტერაციის წესს განსაზღვრავს სამთავრობო კომისია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1560-სსმI, №24, 13.08.2009წ., მუხ140
