საქართველოს შრომის კოდექსი

მუხლი 39. ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების, ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურება

რედაქცია №29 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება, ბავშვის მოვლის გამო შვებულება და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ორსულობისა და  მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ აღნიშნული შვებულებების დამატებით ანაზღაურებაზე. საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ. საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2438 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

1
  • №3/11/169808.10.2025განჩინება(მე-2 წინადადება, მე-3 წინადადება)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 3

ყველა გადაწყვეტილება
  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    შეიძლებოდა თუ არა იმ დროის შრომის კოდექსით დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების მოშლის უფლება შეუზღუდავ უფლებად მიჩნეულიყო?

    ნ. ს-ძე ითხოვდა სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. დავა ეხებოდა დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის უფლების ფარგლებსა და გათავისუფლების მიზეზის შემოწმების აუცილებლობას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულების მოშლის უფლება შეუზღუდავი არ არის და მისი მართლზომიერების შესაფასებლად სასამართლომ მოშლის საფუძველი უნდა დაადგინოს. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

  • დაუშვებლობა (T5)

    რა საფუძვლების არსებობას ამოწმებდა სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის გადაწყვეტისას?

    მოსარჩელე ითხოვდა სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. დავა შეეხებოდა დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერებას. უზენაესმა სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობა და მიიჩნია, რომ არ არსებობდა არც ერთი მითითებული საკანონმდებლო საფუძველი, მათ შორის, შედეგზე არსებითად მოქმედი მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევა. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა; უცვლელი დარჩა სარჩელის უარმყოფელი გადაწყვეტილება.

  • №ას-58-20252026-03-2797
    დაუშვებლობა (T5)

    როგორ ნაწილდება მტკიცების ტვირთი შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციის შესახებ დავაში?

    დასაქმებული მოითხოვდა შრომითი ხელშეკრულების შეცვლის შესახებ შეთანხმებისა და დისციპლინური სახდელის ბრძანების ბათილად ცნობას, დისკრიმინაციის დადგენას და ფულად ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ დასაშვებობის შემოწმებისას გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს დასკვნები დისკრიმინაციის, შეთანხმებისა და ბრძანების ბათილობის შესახებ, აგრეთვე ფულად მოთხოვნებზე უარის თაობაზე. სასამართლომ დაადგინა, რომ არცერთმა კასატორმა არ დაასაბუთა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი. ორივე საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №29 · ძალაშია 18 სექ. 2026-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2022
  2. 39-ე მუხლში ტერმინი „მოშლა“ შეიცვალა „შეწყვეტით“ და უფლების გრამატიკული ფორმა მხოლობითში გადავიდა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14³⁰11¹⁵11¹⁴1311323736386450632339
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს შრომის კოდ…საქართველოს შინაგან სა…საჯარო სამსახურის შესა…დანაშაულის პრევენციის,…სააღსრულებო წარმოებათა…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №29 · ბოლოს შემოწმდა