Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებმუხლი 3 (დანართი 1)

ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 3 (დანართი 1). კომპენსაციების გაცემის ადმინისტრირება

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 6 ოქტ. 2021

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹1²2344¹55¹67899¹1010¹11121314151617181920212223

1.ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებზე კომპენსაციის გაცემა ხორციელდება შემდეგი პირობებით: ა) დამქირავებელი ყოველთვიურად, არაუგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც პირმა ვერ მიიღო ხელფასი) მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ამ პროგრამის №1.1 დანართით გათვალისწინებული განაცხადის ფორმით სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას იმ დაქირავებულთა შესახებ, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. ინფორმაციაში აღინიშნება: ა.ა) დაქირავებულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი; ა.ბ) დაქირავებულის საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი); ა.გ) დაქირავებულის საბანკო რეკვიზიტები (ანგარიშის ნომერი); ბ) ინფორმაციის წარდგენა ხორციელდება ელექტრონულად – გადასახადის გადამხდელის (დამქირავებლის) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან https://eservices.rs.ge. თუ დამქირავებელი არ წარადგენს მომდევნო თვეში ინფორმაციას, სამსახური იყენებს წინა განაცხად(ებ)ს. ამ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ დამქირავებელმა წარადგინა განაცხადი დადგენილ ვადებში. ამასთან, დამქირავებელს განაცხადის წარდგენის ვალდებულება წარმოეშობა, თუ დაზუსტების მიზანია დაქირავებული პირის კომპენსაციის მიმღებ პირთა რეესტრში დამატება. დამქირავებელი ინფორმაციას წარადგენს მხოლოდ ამ პირზე, ხოლო დანარჩენ დაქირავებულებთან მიმართებით სამსახური იყენებს დამქირავებლის მიერ სამსახურში წარდგენილ წინა განაცხად(ებ)ს; გ) სამსახური, დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მითითებით წარუდგენს დასაქმების სააგენტოს არაუგვიანეს კომპენსაციის გაცემის თვის 20  რიცხვისა, ხოლო მაისში – დამატებით 30 რიცხვის ჩათვლით; დ) დამქირავებელი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში განაცხადის წარუდგენლობის ან/და არასწორად წარდგენის შემთხვევაში, დააზუსტოს/წარადგინოს განაცხადი შესაბამისი თვის 20 რიცხვის ჩათვლით, ხოლო მაისში – დამატებით 30 რიცხვის ჩათვლით; ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაკორექტირებულ ნუსხას შემოსავლების სამსახური 2 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის დასაქმების სააგენტოს; ვ) კომპენსაცია დასაქმების სააგენტოს მიერ გაიცემა საბანკო დაწესებულე­ბის მეშვეობით №1.1 დანართში მითითებულ პირის საბანკო ანგარიშზე, არაუგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც  პირმა ვერ მიიღო ხელფასი) მომდევნო თვის 30 რიცხვისა. ამასთან, მაისის 21-დან 30 რიცხვის ჩათვლით წარდგენილი ინფორმაციების მიხედვით, კომპენსაცია გაიცემა არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა.

1¹.ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებზე კომპენსაციის გაცემა ხორციელდება შემდეგი პირობებით: ა) დამქირავებელი,  რომელსაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, 2020 წლის 3 დეკემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე, სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას იმ დაქირავებულთა შესახებ, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა 1 “ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. ინფორმაციაში აღინიშნება: ა.ა) დაქირავებულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი; ა.ბ) დაქირავებულის საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი); ა.გ) დაქირავებულის საბანკო რეკვიზიტები (ანგარიშის ნომერი); ბ) ინფორმაციის წარდგენა ხორციელდება ელექტრონულად – გადასახადის გადამხდელის (დამქირავებლის) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან −  https://eservices.rs.ge; გ) განაცხადში წარდგენილი ინფორმაციის სისწორესა და არასწორი ინფორმაციის წარდგენით სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება ინფორმაციის წარმდგენ დამქირავებელს. ამასთან, სამსახურისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, რაც გამოიწვევს დაქირავებულისთვის კომპენსაციის უსაფუძვლო გაცემას, დამქირავებელს დაეკისრება პასუხისმგებლობა/დაჯარიმდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 116-ე ნაწილის შესაბამისად; დ) სამსახური არ არის უფლებამოსილი, უზრუნველყოს წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სისწორისა და ვალიდურობის დადასტურება (გარდა დაქირავებულის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და საბანკო რეკვიზიტებისა) ; ე) სამსახური, დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, ამოწმებს  ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და საბანკო რეკვიზიტის სისწორეს და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მითითებით წარუდგენს დასაქმების სააგენტოს, დამქირავებლისგან ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში; ვ) დამქირავებელი უფლებამოსილია, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში განაცხადის წარუდგენლობის ან/და არასწორად წარდგენის შემთხვევაში, დააზუსტოს/წარადგინოს განაცხადი არაუგვიანეს 2020 წლის 28 დეკემბრისა; ზ) (ამოღებულია - 18.12.2020, №759); თ) კომპენსაცია დასაქმების სააგენტოს მიერ გაიცემა კომპენსაციის მიმღები პირის საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით, სამსახურიდან ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.

1².ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა 2 “ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებზე კომპენსაციის გაცემა ხორციელდება შემდეგი პირობებით: ა) დამქირავებელი ყოველთვიურად, არა უგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც პირმა ვერ მიიღო ხელფასი) მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ პროგრამის №1.1 დანართით გათვალისწინებული განაცხადის ფორმით სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას იმ დაქირავებულთა შესახებ, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა 2 “ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. ინფორმაციაში აღინიშნება: ა.ა) დაქირავებულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი; ა.ბ) დაქირავებულის საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი); ა.გ) დაქირავებულის საბანკო რეკვიზიტები (ანგარიშის ნომერი); ბ) ინფორმაციის წარდგენა ხორციელდება ელექტრონულად – გადასახადის გადამხდელის (დამქირავებლის) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან − https://eservices.rs.ge. თუ დამქირავებელი არ წარადგენს მომდევნო თვეში ინფორმაციას, სამსახური იყენებს წინა განაცხად(ებ)ს. ამ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ დამქირავებელმა წარადგინა განაცხადი დადგენილ ვადებში. ამასთან, დამქირავებელს განაცხადის წარდგენის ვალდებულება წარმოეშობა, თუ დაზუსტების მიზანია დაქირავებული პირის კომპენსაციის მიმღებ პირთა რეესტრში დამატება. დამქირავებელი ინფორმაციას წარადგენს მხოლოდ ამ პირზე, ხოლო დანარჩენ დაქირავებულებთან მიმართებით სამსახური იყენებს დამქირავებლის მიერ სამსახურში წარდგენილ წინა განაცხად(ებ)ს; გ) სამსახური, დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა 2 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებს, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მითითებით წარუდგენს დასაქმების სააგენტოს არა უგვიანეს კომპენსაციის გაცემის თვის 25  რიცხვისა; დ) კომპენსაცია დასაქმების სააგენტოს მიერ გაიცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით №1.1 დანართში მითითებულ პირის საბანკო ანგარიშზე, სამსახურის მიერ ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

2.ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე/ოჯახებზე კომპენსაციის გაცემის ადმინისტრირების მიზნით, მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს: ა) ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოჯახების/პირების იდენტიფიცირებას, მის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობით; ბ) ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების იდენტიფიცირებას მხოლოდ ამავე საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის ან სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებულ მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობით და ამასთან ერთად ითვალისწინებს იმ პირებსაც, რომელთაც კომპენსაციის მიღების მიზნით მიმართეს სააგენტოს 2020 წლის 1 ოქტომბრამდე და მიიღეს ამ საფუძვლით დადგენილი პირებისთვის განკუთვნილი კომპენსაცია; გ) კომპენსაციის ჩარიცხვას მომსახურების სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი პროგრამებით მოსარგებლე ოჯახების/პირების უკვე არსებულ ან ახლად გახსნილ საბანკო ანგარიშებზე, სს „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად; დ) კომპენსაციის ჩარიცხვას სოციალურ პაკეტთან/სახელმწიფო კომპენსაციასთან ან/და საარსებო შემწეობასთან ან სხვა გასაცემელთან ერთად.

3.ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ოჯახებზე ამ პროგრამის შესაბამისად დანიშნული კომპენსაციის გაცემა არ წყდება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესით, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესითა და ყველა სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტ(ებ)ით გათვალისწინებული ადმინისტრირების პირობების მიუხედავად.

4.თუ  ოჯახი 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ დააკმაყოფილებს ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან/და „გ“  ქვეპუნქტ(ებ)ით დადგენილ მოთხოვნებს, კომპენსაცია ინიშნება სარეიტინგო ქულის მინიჭების მომდევნო თვიდან, ამ პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაციის პერიოდის დარჩენილი თვეების განმავლობაში.

4¹.იმ შემთხვევაში, თუ ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის მინიჭება განხორციელდება გასული პერიოდით (უკანდახევით) და ამ პერიოდში ოჯახს ჰქონდა კომპენსაციის მიღების უფლება, ოჯახს აუნაზღაურდება კომპენსაციის თანხა პროგრამით განსაზღვრული ოდენობისა და ვადის შესაბამისად.

5.ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოჯახ(ებ)ისთვის კომპენსაცია ინიშნება 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებულ წევრთა რაოდენობის მიხედვით და ნარჩუნდება ამ პროგრამით განსაზღვრული კომპენსაციის მიღების მთელი ვადით, მიუხედავად ოჯახის წევრთა რაოდენობის ცვლილებისა, გარდა წევრ(ებ)ის გარდაცვალებისა. 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების შემთხვევაში, მოხდება კომპენსაციის ავტომატური გადაანგარიშება ამ წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით და გადაანგარიშებული ოდენობით კომპენსაცია გაიცემა ოჯახის წევრის გარდაცვალების შემდგომი თვიდან, ხოლო ბავშვ(ებ)ის დამატების შემთხვევაში, გადაანგარიშებული ოდენობით კომპენსაცია გაიცემა მომსახურების სააგენტოში მიმართვის მომდევნო თვიდან ახალი სარეიტინგო ქულის გათვალისწინებით. გადაანგარიშების პროცესი არ იწვევს კომპენსაციის შეჩერებას/შეწყვეტას.

5¹.კომპენსაციის თანხის მიმღების გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახს ეძლევა ორთვიანი ვადა თანხის მიღებაზე უფლებამოსილი პირის წარდგენის თაობაზე. აღნიშნულ ვადაში ინფორმაციის სააგენტოსათვის მიწოდების შემთხვევაში, განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის კომპენსაციის თანხის ჩარიცხვა და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა.

6.ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოჯახებს კომპენსაცია ენიშნებათ და უნარჩუნდებათ მთელი ვადით, თუ ოჯახი 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით აკმაყოფილებს  იმავე  ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობას და ამასთან, კომპენსაციის მიღების შემდგომ პერიოდში, ოჯახში 0-16 წლამდე ბავშვთა რაოდენობის ცვლილება არ იწვევს კომპენსაციის შეწყვეტას/შეჩერებას.

7.2021 წლის 1 იანვრის შემდეგ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსის დადგენის შემთხვევაში, ასევე ამ სტატუს(ებ)ით მიმართვის შემთხვევაში, კომპენსაცია გაიცემა პირის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ განცხადებისა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერის მომსახურების სააგენტოში წერილობითი ან ელექტრონული ფორმით წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, ამ პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაციის პერიოდის დარჩენილი თვეების განმავლობაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. 7​ 1 . იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარებს დანიშნული აქვთ სახელმწიფო კომპენსაცია ან სოციალური პაკეტი ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლ(ებ)ით, მაგრამ 2021 წლის 1 იანვრის  მდგომარეობით შეჩერებული ჰქონდათ  გასაცემლის მიღება და ამ გასაცემლის განახლების/აღდგენის მიზნით 2021 წლის 1 ივნისამდე მიმართავენ  მომსახურების სააგენტოს, განახლების/აღდგენის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ამ პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაცია გაიცემა განცხადებით მიმართვის თვის მომდევნო თვიდან და ანაზღაურდება 2021 წლის 1 იანვრიდან, ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მთელი პერიოდის განმავლობაში, გარდა ამავე პროგრამით განსაზღვრული შემთხვევებისა.

8.იმ შემთხვევაში, თუ  2021 წლის 1 იანვრის შემდეგ ოჯახი მოიპოვებს კომპენსაციის მიღების უფლებას ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან/და „გ“  ქვეპუნქტ(ებ)ით გათვალისწინებული საფუძვლით და  ოჯახში ფიქსირდება წევრ(ებ)ი, რომლებიც უკვე იღებენ ამავე საფუძვლით განსაზღვრულ კომპენსაციას, ოჯახს კომპენსაციის თანხა დაუანგარიშდება ამ წევრ(ებ)ის გამოკლებით.

9.ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებზე კომპენსაციის გაცემა ხორციელდება შემდეგი პირობებით: ა) სამსახური, არაუგვიანეს 2020 წლის 20 მაისისა უზრუნველყოფს აღნიშნული პირების იდენტიფიცირებას და ინფორმაციას (სახელი, გვარი/პირადი ნომერი) აწვდის  დასაქმების სააგენტოს. აღნიშნული პირები, კომპენსაციის მიღების შესაძლებლობაზე შეტყობინებას მიიღებენ გადასახადის გადამხდელის  ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე  – https://eservices.rs.ge/; ბ) დასაქმების სააგენტო მის ელექტრონულ პორტალზე არაუგვიანეს 15 მაისისა ამზადებს ელექტრონული განაცხადის ფორმას (განაცხადს), სადაც კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირი (განმცხადებელი) ავსებს შემდეგ მონაცემებს: ბ.ა) სახელი, გვარი და პირადი ნომერი; ბ.ბ) საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი); ბ.გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

9¹.ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებზე კომპენსაციის გაცემა ხორციელდება შემდეგი პირობებით: ა) ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები, 2020 წლის 3 დეკემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან − https://eservices.rs.ge ავსებენ განაცხადის ფორმას (განცხადებას), სადაც კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირი (განმცხადებელი) ავსებს შემდეგ მონაცემებს: ა.ა) სახელი, გვარი და პირადი ნომერი; ა.ბ) საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი); ა.გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; ბ) განაცხადში წარდგენილი ინფორმაციის სისწორესა და არასწორი ინფორმაციის წარდგენით სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ინფორმაციის წარმდგენ პირებს. ამასთან, სამსახურისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, რაც გამოიწვევს განმცხადებლისათვის კომპენსაციის უსაფუძვლო გაცემას, ინფორმაციის წარმდგენს/განმცხადებელს დაეკისრება სანქციები,  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) სამსახური არ არის უფლებამოსილი, უზრუნველყოს წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სისწორისა და ვალიდურობის დადასტურება; დ) ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე​ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში განაცხადის წარუდგენლობის ან/და არასწორად წარდგენის შემთხვევაში, დააზუსტონ/წარადგინონ განაცხადი არა უგვიანეს 2020 წლის 28 დეკემბრისა; ე) სამსახური, განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, ამოწმებს განმცხადებელი ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და საბანკო რეკვიზიტის სისწორეს და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მითითებით წარუდგენს დასაქმების სააგენტოს, განმცხადებლისგან ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში; ვ) ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებზე დასაქმების სააგენტოს მიერ კომპენსაცია გაიცემა სამსახურიდან ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში; ზ) ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან − https://eservices.rs.ge შევსებული განაცხადით ადასტურებენ, რომ თანახმა არიან, მათ მიერ შევსებულ განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამაში ჩართვის მიზნით.

10.ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებზე კომპენსაციის გაცემის ადმინისტრირებას ახორციელებს დასაქმების სააგენტო შემდეგი პირობებით: ა) დასაქმების სააგენტო მის ელექტრონულ პორტალზე არაუგვიანეს  15 მაისისა ამზადებს ელექტრონული განაცხადის ფორმას (განაცხადს), სადაც კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირი (განცმხადებელი) ავსებს შემდეგ მონაცემებს: ა.ა) სახელი, გვარი და პირადი ნომერი; ა.ბ) საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი); ა.გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; ა.დ) ინფორმაცია 2020 წლის პირველ კვარტალში მისი შემოსავლის წყაროს შესახებ; ა.ე) საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) პირის მიერ გაცემული შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი (მათ შორის, საბანკო ამონაწერი, მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე საქმიანობის ნებართვა/ლიცენზია და სხვა) ან განმცხადებელის მიერ სამსახურში წარდგენილი 2019 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია, რომელშიც ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია.

10¹.ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებზე კომპენსაციის გაცემა ხორციელდება შემდეგი პირობებით: ა) საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული დამქირავებელი/ობიექტის მფლობელი (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა),  რომელსაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, 2020 წლის 3 დეკემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე, სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას იმ პირთა შესახებ, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ 1 “ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. ინფორმაციაში აღინიშნება: ა.ა) კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი; ა.ბ) კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი); ა.გ) კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საბანკო რეკვიზიტები (ანგარიშის ნომერი); ბ) ინფორმაციის წარდგენა ხორციელდება ელექტრონულად – გადასახადის გადამხდელის (დამქირავებლის) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან −  https://eservices.rs.ge; გ) განაცხადში წარდგენილი ინფორმაციის სისწორესა და არასწორი ინფორმაციის წარდგენით სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება ინფორმაციის წარმდგენ დამქირავებელს/ობიექტის მფლობელს. ამასთან, სამსახურისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, რაც გამოიწვევს შესაბამისი პირისთვის კომპენსაციის უსაფუძვლო გაცემას, დამქირავებელს/ობიექტის მფლობელს დაეკისრება სანქციები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ) სამსახური არ არის უფლებამოსილი, უზრუნველყოს წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სისწორისა და ვალიდურობის დადასტურება (გარდა კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და საბანკო რეკვიზიტებისა); ე) სამსახური, დამქირავებლის/ობიექტის მფლობელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, ამოწმებს ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და საბანკო რეკვიზიტის სისწორეს და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მითითებით წარუდგენს დასაქმების სააგენტოს, დამქირავებლის/ობიექტის მფლობელის მიერ ინფორმაციის წარდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში; ვ) დამქირავებელი უფლებამოსილია, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში განაცხადის წარუდგენლობის ან/და არასწორად წარდგენის შემთხვევაში, დააზუსტოს/წარადგინოს განაცხადი არაუგვიანეს 2020 წლის 28 დეკემბრისა; ზ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაკორექტირებულ ნუსხას სამსახური არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის დასაქმების სააგენტოს; თ) კომპენსაცია დასაქმების სააგენტოს მიერ გაიცემა სამსახურიდან ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.

11.ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირი ვალდებულია, სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირდეს განმცხადებლად და შეავსოს ელექტრონული განაცხადის ფორმა 2020 წლის 1 აგვისტომდე. ასევე, დასაქმების სააგენტოს მიერ შეტყობინების საფუძველზე, სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირებულ პირებს მიეცეთ არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაციის განახლების  საშუალება  2020 წლის 1 აგვისტომდე.

12.ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები, დასაქმების სააგენტოს ელექტრონულ პორტალზე შევსებული განაცხადით, ადასტურებენ, რომ თანახმა არიან, მათ მიერ შევსებულ განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამაში ჩართვის მიზნით.

13.განაცხადში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე და არასწორი ინფორმაციის წარდგენით სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.

14.დასაქმების სააგენტო არ არის უფლებამოსილი, უზრუნველყოს წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორისა და ვალიდურობის დადასტურება .

15.ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად იქმნება უწყებათაშორისი კომისია და სამუშაო ჯგუფი, რომელთა პერსონალური შემადგენლობა და საქმიანობის წესი მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.  უწყებათაშორისი კომისია ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და წარუდგენს  მას საბოლოო ანგარიშს.

16.კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განაცხადების ატვირთვიდან არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში დასაქმების სააგენტო სამუშაო ჯგუფთან ერთად განიხილავს განაცხადებს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარუდგენს უწყებათაშორის კომისიას.

17.ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის შემადგენლობაში შედიან სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების წარმომადგენლები მინისტრის მოადგილეების ან/და დეპარტამენტების უფროსების დონეზე, ასევე დასაქმების სააგენტოსა და მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირები.

18.ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებზე კომპენსაცია გაიცემა განმცხადებლის მიერ განაცხადის წარდგენიდან 10 სამუშო დღის ვადაში, ხოლო ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებზე კომპენსაცია გაიცემა  კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან  არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

19.დასაქმების სააგენტო უფლებამოსილია, გააფორმოს მემორანდუმი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან, ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების დადგენის მიზნით.

20.ამ პროგრამაში ჩართული ადმინისტრაციული ორგანოები, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით, უზრუნველყოფენ მათ ხელთ არსებული ინფორმაციის/მონაცემების ურთიერთგაცვლას, ამავე პროგრამით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.

21.სამსახური უფლებამოსილია, ცალკეულ შემთხვევაში, ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ა 2 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებზე კომპენსაციის გაცემის ადმინისტრირება განახორციელოს ამ მუხლით განსაზღვრული პირობებისგან განსხვავებული წესით. კერძოდ, თუ ამ პროგრამის №1.1 დანართით გათვალისწინებული განაცხადის წარდგენისათვის დადგენილ ვადაში №1.1 დანართის წარუდგენლობის მიზეზად ფიქსირდება დამქირავებელი მეწარმე ფიზიკური პირის გარდაცვალება ან/და იურიდიული პირის ლიკვიდაცია, სამსახური უფლებამოსილია, განიხილოს დაქირავებული ფიზიკური პირის განცხადება და ამ ფიზიკური პირის შესახებ  შესაბამისი ინფორმაცია  წარუდგინოს დასაქმების სააგენტოს, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.

22.ამ პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაცია არ ექვემდებარება ყადაღას („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად) და  საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს (საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე საინკასო დავალებას/ყადაღას), რისთვისაც დასაქმების სააგენტო უფლებამოსილია, უზრუნველყოს კომპეტენტური/უფლებამოსილი ორგანოსთვის/ პირისათვის სოციალური დახმარების მიმღებ პირთა შესახებ მონაცემის/ინფორმაციის მიწოდება/წვდომა.

23.პროგრამით განსაზღვრული კომპენსაციის გაცემის საბოლოო ვადა არის 2021 წლის 30 ნოემბერი. ვადების ამოწურვის შემდეგ კომპენსაციის მიმღები პირის მიერ წარდგენილი განცხადება, ასევე დამსაქმებლის მიერ წარდგენილი დაზუსტებული ინფორმაცია განხილვას არ ექვემდებარება. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 მაისის დადგენილება №311 – ვებგვერდი, 18.05.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 მაისის დადგენილება №314 – ვებგვერდი, 19.05.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 ივნისის დადგენილება №372 – ვებგვერდი, 16.06.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ივნისის დადგენილება №388 – ვებგვერდი, 26.06.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის დადგენილება №429 – ვებგვერდი, 10.07.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის დადგენილება №466 – ვებგვერდი, 24.07.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №505 – ვებგვერდი, 14.08.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №522 – ვებგვერდი, 21.08.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 დეკემბრის დადგენილება №720 – ვებგვერდი, 02.12.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №759 – ვებგვერდი, 18.12.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №829 – ვებგვერდი, 31.12.2020წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 თებერვლის დადგენილება №56 – ვებგვერდი, 05.02.2021წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №489 – ვებგვერდი, 06.10.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №18 · ძალაშია 6 ოქტ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 2 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 4 (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 6 ოქტ. 2021 · №18

  • 15 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

  • 2 (დანართი 1)კომპენსაციის მიღების უფლება და მისი ოდენობა
  • 4 (დანართი 1)გაცემული კომპენსაციის ლეგალიზაცია

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 11² (დანართი 1)დაქირავებულ პირთა რეესტრი
  • 39⁴ (დანართი 1)დაქირავებულის მიერ პირადი სარგებლობისათვის გამოყენებული დამქირავებლის ავტომობილის აღრიცხვისა და საგადასახადო ორგანოსათვის ასეთი ავტომობილის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი
  • 39¹ (დანართი 1)გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების მიზნით დაქირავებულ პირზე ცნობის გაცემის წესი

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 19დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებელი თანხის გადახდის ვადები და პროცედურები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 12დაქირავებით მუშაობა
  • 101ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები

სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

  • 16შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის დანიშვნა
  • 38კომპენსაციის ოდენობა გარკვეული პირებისათვის

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1233სამუშაოს მიმცემი ორგანიზაციის ადმინისტრაციის მოვალეობა ალიმენტის გადახდისას
  • 573ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
163812335731210111² (…39⁴ (…39¹ (…192 (და…4 (და…3 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…ახალი კორონავირუსით (S…დეპოზიტების დაზღვევის …საქართველოს საგადასახა…სახელმწიფო კომპენსაციი…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 6 ოქტ. 2021 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026