Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ტყის კოდექსიმუხლი 13

საქართველოს ტყის კოდექსი

მუხლი 13. ტყის სტატუსის შეწყვეტა, ტყის სტატუსის დაბრუნება

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

2.ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამინისტროს/საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც შეიცავს სამინისტროს დასკვნას პროექტის განხორციელებისა და ტყის სტატუსის შეწყვეტის მიზანშეწონილობასთან, აგრეთვე შესაბამის საკომპენსაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით.

3.სამინისტრო ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობას, რომელიც შეიცავს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დასკვნას, საქართველოს მთავრობას წარუდგენს ამავე მუხლის მე-7 ნაწილის: ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში; ბ) „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ განსახორციელებელი საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ექვემდებარება.

4.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობას, რომელიც შეიცავს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დასკვნას, საქართველოს მთავრობას წარუდგენს ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ განსახორციელებელი საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას არ ექვემდებარება.

5.დაინტერესებული პირი ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ განცხადებას წარუდგენს, შესაბამისად, სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ან მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს. ეს განცხადება უნდა შეიცავდეს პროექტის განხორციელების ალტერნატივების შესწავლის შედეგების შესახებ ინფორმაციას, გარდა სამუშაოების არსებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე განხორციელების   შემთხვევისა. თუ განსახორციელებელი საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ექვემდებარება, დაინტერესებულმა პირმა ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ განცხადება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის ეტაპზე უნდა წარადგინოს.

6.ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ინტერესთა ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე. თუ ტყის სტატუსის შეწყვეტის ინტერესი აღემატება ტყის შენარჩუნების ინტერესს, საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ტყის მართვის ორგანოს/კერძო მესაკუთრის სასარგებლოდ საკომპენსაციო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ.

7.ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ტყის სტატუსის შეწყვეტის უპირატესი ინტერესი შეიძლება იყოს: ა) საქართველოს სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების ინტერესები; ბ) ამ კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზანი, თუ მისი განხორციელება შეუძლებელია განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში ან/და განსახორციელებელი განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზანი არ მოიცავს ტყის სტატუსის შეწყვეტას მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი გამონამუშევრის განთავსების ტერიტორიის (სანაყაროს) მოსაწყობად; გ) საკურორტო და სარეკრეაციო მიზნებისთვის საინვესტიციო წინადადების არსებობა. მისი არსებობის შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს ტყის სტატუსის შეწყვეტის მიზნით შერჩეული ტერიტორიის არანაკლებ 75% ფართობზე არსებული მერქნიანი მცენარეების შენარჩუნება. ტყის სტატუსის ამ საფუძვლით შეწყვეტის პირობები და დამატებითი საინვესტიციო ვალდებულებები განისაზღვრება „ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ“ დებულებით.

8.სამინისტრო პროექტის განხორციელებისა და ტყის სტატუსის შეწყვეტის მიზანშეწონილობასთან, აგრეთვე შესაბამის საკომპენსაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით დასკვნას ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. თუ საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ექვემდებარება, ეს დასკვნა მზადდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის ფარგლებში. ამ მუხლის მე-7 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ განსახორციელებელი საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას არ ექვემდებარება, აღნიშნული დასკვნა მზადდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. ამ კოდექსის ამოქმედებამდე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად გაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული დასკვნა მზადდება აგრეთვე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ტყის სტატუსის შეწყვეტაზე უარის თქმის საფუძველია.

9.ტერიტორიას, რომელსაც, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მინიჭებული აქვს დაცული ტერიტორიის სტატუსი, ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული მიზნით ტყის სტატუსი შეიძლება შეუწყდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით, შესაბამისი დაცული ტერიტორიის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში.

10.ტერიტორიისთვის ტყის სტატუსის შეწყვეტის შემდეგ, თუ აღარ არსებობს ამ მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული ტყის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, ტერიტორიას უბრუნდება ტყის სტატუსი.

11.ამ მუხლის მე-10 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში ტერიტორიისთვის ტყის სტატუსის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა ტყის სტატუსის დაბრუნების შესახებ სამინისტროს/საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც შემუშავდება ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სამინისტროს/საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ინიციატივით ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის მოთხოვნითაც შეუწყდა ტერიტორიას ტყის სტატუსი. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.

რედაქციების შედარება

1. ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. 2. ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამინისტროს/საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც შეიცავს სამინისტროს დასკვნას პროექტის განხორციელებისა და ტყის სტატუსის შეწყვეტის მიზანშეწონილობასთან, აგრეთვე შესაბამის საკომპენსაციოგანხორციელების ღონისძიებებთანმიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. 3. სამინისტრო ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობას, რომელიც შეიცავს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დასკვნას, საქართველოს მთავრობას წარუდგენს ამავე მუხლის მე-7 ნაწილის: ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში; ბ) „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ განსახორციელებელი საქმიანობაშუამდგომლობის გარემოზეშემუშავების ზემოქმედებისუფლებამოსილება შეფასებასშეიძლება ექვემდებარება.ჰქონდეს 4.აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობას, რომელიც შეიცავს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დასკვნას, საქართველოს მთავრობას წარუდგენს ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ“ ანსამინისტროს, „გ“რისთვისაც ქვეპუნქტითსავალდებულოა განსაზღვრულარსებობდეს შემთხვევაში,სამინისტროს თუდასკვნა განსახორციელებელიპროექტის საქმიანობაგანხორციელების გარემოზემიზანშეწონილობასთან ზემოქმედებისდაკავშირებით. შეფასებას3. არტყის ექვემდებარება.სტატუსის 5.შეწყვეტით დაინტერესებული პირი ტყისგანცხადებით სტატუსისმიმართავს შეწყვეტისსამინისტროს/ავტონომიური შესახებრესპუბლიკის განცხადებასმთავრობას/მუნიციპალიტეტის წარუდგენს,აღმასრულებელ შესაბამისად,ორგანოს სამინისტროს,ან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ან მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს.სამინისტროს. ეს განცხადება უნდა შეიცავდეს პროექტის განხორციელების ალტერნატივების შესწავლის შედეგების შესახებ ინფორმაციას, გარდა სამუშაოების არსებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზეიმ განხორციელების   შემთხვევისა.შემთხვევისა, თუროდესაც განსახორციელებელიშესაბამისი საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ექვემდებარება, დაინტერესებულმა პირმა ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ განცხადება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულიექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის ეტაპზე უნდა წარადგინოს.შეფასებას. 6.4. ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ინტერესთა ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე. თუ ტყის სტატუსის შეწყვეტის ინტერესი აღემატება ტყის შენარჩუნების ინტერესს, საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ტყის მართვის ორგანოს/კერძო მესაკუთრის სასარგებლოდ საკომპენსაციო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ. 7.5. ამ მუხლის მე-6მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ტყის სტატუსის შეწყვეტის უპირატესი ინტერესი შეიძლება იყოს: ა) საქართველოს სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების ინტერესები; ბ) ამ კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზანი, თუ მისი განხორციელება შეუძლებელია განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში ან/და განსახორციელებელი განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზანი არ მოიცავს ტყის სტატუსის შეწყვეტას მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი გამონამუშევრის განთავსების ტერიტორიის (სანაყაროს) მოსაწყობად; გ) საკურორტო და სარეკრეაციო მიზნებისთვის საინვესტიციო წინადადების არსებობა. მისი არსებობის შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს ტყის სტატუსის შეწყვეტის მიზნით შერჩეული ტერიტორიის არანაკლებ 75% ფართობზე არსებული მერქნიანი მცენარეების შენარჩუნება. ტყის სტატუსის ამ საფუძვლით შეწყვეტის პირობები და დამატებითი საინვესტიციო ვალდებულებები განისაზღვრება „ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ“ დებულებით. 8. სამინისტრო პროექტის განხორციელებისა და ტყის სტატუსის შეწყვეტის მიზანშეწონილობასთან, აგრეთვე შესაბამის საკომპენსაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით დასკვნას ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. თუ საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ექვემდებარება, ეს დასკვნა მზადდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის ფარგლებში. ამ მუხლის მე-7 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ განსახორციელებელი საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას არ ექვემდებარება, აღნიშნული დასკვნა მზადდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. ამ კოდექსის ამოქმედებამდე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად გაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული დასკვნა მზადდება აგრეთვე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ტყის სტატუსის შეწყვეტაზე უარის თქმის საფუძველია. 9.6. ტერიტორიას, რომელსაც, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მინიჭებული აქვს დაცული ტერიტორიის სტატუსი, ამ მუხლის მე-7 ნაწილითმუხლით გათვალისწინებული მიზნით ტყის სტატუსი შეიძლება შეუწყდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით, შესაბამისი დაცული ტერიტორიის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში. 10.7. ტერიტორიისთვის ტყის სტატუსის შეწყვეტის შემდეგ, თუ აღარ არსებობს ამ მუხლის მე-7მე-5 ნაწილით განსაზღვრული ტყის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, ტერიტორიას უბრუნდება ტყის სტატუსი. 11.8. ამ მუხლის მე-10მე-7 ნაწილით განსაზღვრულგათვალისწინებულ შემთხვევაში ტერიტორიისთვის ტყის სტატუსის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა ტყის სტატუსის დაბრუნების შესახებ სამინისტროს/საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის/მუნიციპალიტეტისრესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც შემუშავდება ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სამინისტროს/საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსრესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის ინიციატივით ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის მოთხოვნითაც შეუწყდა ტერიტორიას ტყის სტატუსი. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 24 დეკ. 2021
წინა მუხლი 12შემდეგი მუხლი 14

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №8

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2021-12-24
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 68

მიუთითებენ მასზე

მუხლი 14

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 12ტყის სტატუსის მინიჭება
  • 96კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები
  • 18სამინისტროს კომპეტენცია

სახელმწიფო ქონების შესახებ

  • 46ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 13გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შინაარსი

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 15¹ტყის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილების რეგისტრაცია. ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრებისა და მათში ცვლილების რეგისტრაცია

სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ

  • 8ხე-ტყის დამზადება

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ

  • 9ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ

  • 8ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტა

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 14დაცული ტერიტორიების შექმნა, განვითარება და გაუქმება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 64სახელმწიფო ტყის მიწაზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა ან დაზიანება

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

  • 17ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15¹1764144689136814129618813
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ტყის კოდექ…სახელმწიფო ქონების შეს…გარემოსდაცვითი შეფასებ…საჯარო რეესტრის შესახე…სატყეო მეურნეობის მართ…მაღალმთიანი რეგიონების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026