აკვაკულტურის შესახებ

მუხლი 7. აკვაკულტურის ნებართვა

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აკვაკულტურის საქმიანობა ხორციელდება აკვაკულტურის ნებართვის საფუძველზე.

2.ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართოს წერილობითი განაცხადით (დასაბუთებული მოთხოვნით), რათა სახელმწიფო ან ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის ობიექტი, აგრეთვე მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისთვის გამოიყენოს, და მოითხოვოს აკვაკულტურის ნებართვის გაცემა.

3.აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა 20 წლამდე ვადით. ამ ნებართვის მოქმედების ვადა შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არაუმეტეს 20 წლით გაგრძელდეს.

4.აკვაკულტურის ნებართვა ამ ნებართვის მფლობელს ანიჭებს უფლებას, აკვაკულტურის საქმიანობა აღნიშნული ნებართვით განსაზღვრულ აკვაკულტურის საქმიანობის არეალში განახორციელოს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. აკვაკულტურის საქმიანობა ხორციელდება აკვაკულტურის ნებართვის საფუძველზე. 2. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართოს წერილობითი განაცხადით (დასაბუთებული მოთხოვნით), რათა სახელმწიფო ან ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის ობიექტი, აგრეთვე მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისთვის გამოიყენოს, და მოითხოვოს აკვაკულტურის ნებართვის გაცემა. 3. აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა 20 წლამდე ვადით. ამ ნებართვის მოქმედების ვადა შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არაუმეტეს 20 წლით გაგრძელდეს. 4. აკვაკულტურის ნებართვა ამ ნებართვის მფლობელს ანიჭებს უფლებას, აკვაკულტურის საქმიანობა აღნიშნული ნებართვით განსაზღვრულ აკვაკულტურის საქმიანობის არეალში განახორციელოს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 1 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26¹⁰253286²5³5⁶148232420177
მნიშვნელობით ახლოსაკვაკულტურის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…წყლის რესურსების მართვ…ლიცენზიებისა და ნებართ…საავტომობილო ტრანსპორტ…საქართველოს „წითელი ნუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა