აკვაკულტურის შესახებ

მუხლი 23. აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების უფლება

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აკვაკულტურის სუბიექტს უფლება აქვს, აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლამდე არაუადრეს 6 თვისა და არაუგვიანეს 3 თვისა მოითხოვოს აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის არაუმეტეს 20 წლით გაგრძელება.

2.აკვაკულტურის სუბიექტის განაცხადის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობების არსებობისას აკვაკულტურის ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ.

3.პირს − აკვაკულტურის სუბიექტს შეიძლება აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარი ეთქვას, თუ: ა) მან განაცხადის წარდგენამდე 3 წლის განმავლობაში დაარღვია სანებართვო პირობები ან/და დარღვევა დადგენილ ვადაში არ აღმოფხვრა; ბ) მას შეუწყდა აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო იჯარის უფლება ან იგი არ ასრულებს იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს; გ) აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება არ შეესაბამება სივრცის დაგეგმარების გეგმას; დ) აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება არ შეესაბამება გარემოს დაცვის ინტერესებს ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. აკვაკულტურის სუბიექტს უფლება აქვს, აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლამდე არაუადრეს 6 თვისა და არაუგვიანეს 3 თვისა მოითხოვოს აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის არაუმეტეს 20 წლით გაგრძელება. 2. აკვაკულტურის სუბიექტის განაცხადის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობების არსებობისას აკვაკულტურის ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ. 3. პირს − აკვაკულტურის სუბიექტს შეიძლება აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარი ეთქვას, თუ: ა) მან განაცხადის წარდგენამდე 3 წლის განმავლობაში დაარღვია სანებართვო პირობები ან/და დარღვევა დადგენილ ვადაში არ აღმოფხვრა; ბ) მას შეუწყდა აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო იჯარის უფლება ან იგი არ ასრულებს იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს; გ) აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება არ შეესაბამება სივრცის დაგეგმარების გეგმას; დ) აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება არ შეესაბამება გარემოს დაცვის ინტერესებს ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 1 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26¹³322586²5⁶14234272482023
მნიშვნელობით ახლოსაკვაკულტურის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…განსაკუთრებული მნიშვნე…სამხედრო და ორმაგი დან…ლიცენზიებისა და ნებართ…წყლის რესურსების მართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა