აკვაკულტურის შესახებ

მუხლი 24. აკვაკულტურის ნებართვის გაუქმება

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აკვაკულტურის ნებართვა უქმდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი  წესით.  თუ  აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი სანებართვო პირობებით დადგენილ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 წლისა, არ დაიწყებს აკვაკულტურის საქმიანობას, აკვაკულტურის ნებართვა უქმდება.

2.აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი ვალდებულია აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლიდან ან აკვაკულტურის ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 6 თვისა უზრუნველყოს გაშვებული წყლის ორგანიზმისა და წყალსატევში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციის/სხვა მოწყობილობის წყლის ობიექტიდან ამოღება და აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების ადგილსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში აკვაკულტურის ნებართვის გამცემი უფლებამოსილია თავად უზრუნველყოს წყალსატევში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციის/სხვა მოწყობილობის დემონტაჟის განხორციელება და მისი განხორციელების ხარჯების ანაზღაურება აკვაკულტურის ნებართვის მფლობელს დააკისროს.

4.აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულად აანაზღაუროს გარემოსთვის მიყენებული ზიანი. თავი VII. აკვაკულტურის სუბიექტის უფლებების დაცვა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. აკვაკულტურის ნებართვა უქმდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი  წესით.  თუ  აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი სანებართვო პირობებით დადგენილ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 წლისა, არ დაიწყებს აკვაკულტურის საქმიანობას, აკვაკულტურის ნებართვა უქმდება. 2. აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი ვალდებულია აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლიდან ან აკვაკულტურის ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 6 თვისა უზრუნველყოს გაშვებული წყლის ორგანიზმისა და წყალსატევში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციის/სხვა მოწყობილობის წყლის ობიექტიდან ამოღება და აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების ადგილსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში აკვაკულტურის ნებართვის გამცემი უფლებამოსილია თავად უზრუნველყოს წყალსატევში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციის/სხვა მოწყობილობის დემონტაჟის განხორციელება და მისი განხორციელების ხარჯების ანაზღაურება აკვაკულტურის ნებართვის მფლობელს დააკისროს. 4. აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულად აანაზღაუროს გარემოსთვის მიყენებული ზიანი. თავი VII. აკვაკულტურის სუბიექტის უფლებების დაცვა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 1 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26¹⁹8542534¹86²5⁸1692372124
მნიშვნელობით ახლოსაკვაკულტურის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…კერძო დაცვითი საქმიანო…საავტომობილო ტრანსპორტ…სამრეწველო ემისიების შ…ლიცენზიებისა და ნებართ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა