Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაწყლის რესურსების მართვის შესახებმუხლი 17

წყლის რესურსების მართვის შესახებ

მუხლი 17. სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 სექ. 2027
თემები:წყლის რესურსებიდაბინძურების კონტროლიბუნებრივი რესურსები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.ზედაპირული წყლის ობიექტზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის VII თავისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის შესაბამისად, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2.ზედაპირული წყლის ობიექტზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვას გასცემს: ა) სამინისტრო; ბ) მუნიციპალიტეტი (ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსებზე).

3.ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვის მისაღებად წარსადგენ განცხადებას, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, თან უნდა ერთოდეს: ა) საქმიანობის მოკლე ტექნიკური (ტექნოლოგიური) დახასიათება; ბ) წყალსარგებლობის პარამეტრები; გ) წყალსარგებლობის სისტემის სქემატური გეგმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა, წყლის აღების წერტილების კოორდინატებისა და წყალსადინარების (ბუნებრივ ან ხელოვნურ კალაპოტებში რელიეფის დახრილობის მიხედვით გამდინარე წყლის ნაკადი (მდინარე, ნაკადული, ღელე, ხევი, არხი)) მოხაზულობის დატანით; ე) წყალსარგებლობისთვის გამიზნული წყლის ობიექტის ჰიდროლოგიური და ხარისხობრივი(ფიზიკურ-ქიმიური და ბიოლოგიური) დახასიათება.

4.ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვის მისაღებად, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, წარდგენილი უნდა იქნეს ჩამდინარე წყალთან ერთად ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების (შემდგომ − ზდჩ-ის ნორმები) პროექტი, რომელიც უნდა მოიცავდეს: ა) წყალსარგებლობისთვის გამიზნული წყლის ობიექტის ჰიდროლოგიურ და ხარისხობრივ(ჰიდროქიმიურ და ჰიდრობიოლოგიურ) დახასიათებას; ბ) მოკლე ცნობებს წყალმოსარგებლის თაობაზე (საწარმოს სიმძლავრე, ტექნოლოგიური პროცესების, გამოყენებული ნედლეულისა და გამოშვებული პროდუქციის დახასიათება, მუშაობის რეჟიმი და ა.შ.); გ) საწარმოში წყლის გამოყენების დახასიათებას, ჩამდინარე წყლის წყაროების აღწერას ჩაშვების წერტილის GPS კოორდინატების (UTM WGS 1984 კოორდინატთა სისტემაში) მითითებით, მათ რაოდენობრივ და ხარისხობრივ მახასიათებლებს; დ) გამწმენდ ნაგებობათა სიმძლავრეს და გაწმენდის პარამეტრებს; ე) ზდჩ-ის ნორმების გაანგარიშებას; ვ) ჩამდინარე წყლის ავარიული ჩაშვების თავიდან აცილებისთვის საჭირო ღონისძიებებს; ზ) ზდჩ-ის ნორმების დაცვის კონტროლს (წყლის გამოყენებისა და ჩაშვების აღრიცხვის ხერხებს, ჩამდინარე წყლის ხარისხის საკონტროლო პარამეტრებს და სინჯების აღების პერიოდულობას); თ) ზდჩ-ის ნორმების დაცვისთვის აუცილებელ ღონისძიებათა გეგმას.

5.ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებული ნებართვის მისაღებად, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, წარდგენილი უნდა იქნეს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია.

6.ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებულ ნებართვას მუნიციპალიტეტი გასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წყალაღებაც და წყალჩაშვებაც ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსს უკავშირდება (გარდა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობისა და ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობისა). სხვა შემთხვევაში, ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებულ ნებართვას გასცემს სამინისტრო.

7.სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა გაიცემა 45 კალენდარული დღის ვადაში. წყლის რესურსების სარგებლობაში გადაცემისას მოსახლეობის სასმელი ან/და საყოფაცხოვრებო საჭიროებების დაკმაყოფილების პრიორიტეტის გათვალისწინებით, ნებართვის გაცემისას სამინისტრო ამოწმებს, მუნიციპალიტეტის მიერ ხომ არ იგეგმება წყალსარგებლობით დაინტერესებული პირის განცხადებაში მითითებული ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება მოსახლეობის სასმელი ან/და საყოფაცხოვრებო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და ასეთის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულ გარემოებას გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში იღებს.

8.ზედაპირული წყლის ობიექტზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა გაიცემა შესაბამისი, მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმისა და მდინარის გარემოსდაცვითი ხარჯის გათვალისწინებით, მდინარეების გარემოსდაცვითი ხარჯის შეფასების მეთოდოლოგიის მიხედვით, რომელიც მინისტრის ბრძანებით მტკიცდება.

9.„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში ზედაპირული წყლის ობიექტზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა გაიცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებით.

10.სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვების გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება „ზედაპირული წყლის ობიექტებზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2027 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 2 ივლ. 2026
წინა მუხლი 16შემდეგი მუხლი 18

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • წყალთსარგებლობის ლიცენზიასერვისის გვერდი
  • წყლის გაშუქების ნებართვასერვისის გვერდი
  • წყლის ხარისხის სტანდარტებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №4

8
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2026-07-02
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

გარემოსდაცვითი შეფ… 7გარემოსდაცვითი შეფ… 11მუხლი 16მუხლი 37მუხლი 42სამრეწველო ემისიებ… 13სამრეწველო ემისიებ… 19სამრეწველო ემისიებ… 30

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 18სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები
  • 16სპეციალური წყალსარგებლობა ზედაპირული წყლის ობიექტზე
  • 20სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის მოქმედების ვადა

წყლის შესახებ

  • 33სპეციალური წყალსარგებლობა
  • 53სპეციალური წყალსარგებლობის ძირითადი მიზნები და პირობები
  • 30წყალსარგებლობის ობიექტი

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 13ლიცენზიების გაცემა

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 17¹სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის პირდაპირი წესი
  • 18სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის წესით გაცემის წესი
  • 24ნებართვის სახეები

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

  • 26¹⁰ნებართვის გაცემის წესი

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 22ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
17¹33533071113131930163742182017
მითითებამნიშვნელობით ახლოსწყლის რესურსების მართვ…გარემოსდაცვითი შეფასებ…სამრეწველო ემისიების შ…წყლის შესახებენერგეტიკისა და წყალმო…ლიცენზიებისა და ნებართ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026