Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააკვაკულტურის შესახებმუხლი 8

აკვაკულტურის შესახებ

მუხლი 8. აკვაკულტურის ნებართვის გაცემის ზოგადი წესი

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹34567

1.აკვაკულტურის ნებართვას გასცემს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოს  ეროვნული  სააგენტო  (შემდგომ −  სააგენტო)  ამ  კანონითა  და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2.აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა დაინტერესებული პირის − ნებართვის მაძიებლის წერილობითი განაცხადის (დასაბუთებული მოთხოვნის) საფუძველზე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ინფორმაციისა და დოკუმენტების წარდგენისა და სანებართვო პირობების შესრულების შემთხვევაში.

2¹.თუ აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის მაძიებლის განაცხადით გათვალისწინებულია წელიწადში 40 ტონაზე მეტი წარმადობის აკვაკულტურის მეურნეობის მოწყობა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციასთან/დოკუმენტებთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია და იმავე მუხლის შესაბამისად უნდა შეფასდეს აკვაკულტურის საქმიანობის გარემოზე ზემოქმედება.

3.აკვაკულტურის ნებართვის მაძიებლის განაცხადი მისი სააგენტოსთვის წარდგენიდან 3 დღის ვადაში ეგზავნება ყველა დაინტერესებულ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლებიც უფლებამოსილი არიან მიიღონ გადაწყვეტილება ნებართვის მაძიებლის მიერ ამ განაცხადში მითითებულ პირობებსა და შესაბამის ქონებაზე სხვა უფლებების (მათ შორის, იჯარის უფლების) მოპოვებასთან დაკავშირებით.

4.აკვაკულტურის ნებართვის მაძიებლის განაცხადში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე, დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მოსაზრებების წარდგენიდან 1 თვის ვადაში სააგენტო ამ განაცხადს წინასწარ შეისწავლის და დაინტერესებულ მხარეებთან გამართული კონსულტაციების საფუძველზე განმცხადებელს წარუდგენს იმ პირობებსა და მოთხოვნებს, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც სააგენტო გასცემს აკვაკულტურის ნებართვას. ერთსა და იმავე წყლის ობიექტთან/მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ერთზე მეტი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში პირველი განაცხადის განხილვის დასრულებამდე სხვა განაცხადების განხილვა გადაიდება. პირველი განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სხვა განაცხადები რიგითობის მიხედვით განიხილება.

5.საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვის გაცემამდე, აგრეთვე აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემამდე, როდესაც ნებართვის მაძიებლის განაცხადით გათვალისწინებულია წელიწადში 40 ტონაზე მეტი წარმადობის აკვაკულტურის მეურნეობის მოწყობა, ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილ განაცხადსა და დაინტერესებულ პირთა მოსაზრებებს (მათი არსებობის შემთხვევაში) განიხილავს აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭო.

6.აკვაკულტურის ნებართვის გაცემის ან აკვაკულტურის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საერთო ვადა 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. თუ, შესაბამისი გარემოებიდან გამომდინარე, აკვაკულტურის ნებართვის ამ ვადაში გაცემა შეუძლებელია, ვადა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გრძელდება.

7.ამ კანონით განსაზღვრული საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვა და ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №796 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 4 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 4 ივლ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 7შემდეგი მუხლი 9

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №6

  • 1 ცვლილება · ბოლო 4 ივლ. 2025
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 3 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 21

მიუთითებენ მასზე

ლიცენზიებისა და ნე… 24ლიცენზიებისა და ნე… 25

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აკვაკულტურის შესახებ

  • 7აკვაკულტურის ნებართვა
  • 22აკვაკულტურის ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემა
  • 10აკვაკულტურის ნებართვის მფლობელის სხვა ვალდებულებები

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 25ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია
  • 26ნებართვის გაცემის ზოგადი წესი

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

  • 26¹⁰ნებართვის გაცემის წესი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 86²აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების წესების დარღვევა

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 24ნებართვის გაცემის დამატებითი წესი
  • 23ნებართვის გაცემის ზოგადი წესი

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 39მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ

  • 6განცხადების

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 14ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26¹⁰242325242686²6392172210148
მითითებამნიშვნელობით ახლოსლიცენზიებისა და ნებართ…აკვაკულტურის შესახებსაქართველოს „წითელი ნუ…საქართველოს ადმინისტრა…სამეწარმეო საქმიანობის…განსაკუთრებული მნიშვნე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026