„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 17. ქვითრის ფორმა და შინაარსი

რედაქცია №14 კონსოლიდირებული · 31 ივლ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ქვითრის ფორმა მტკიცდება კომისიის გადაწყვეტილებით.

2.ქვითარი უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას: ა) მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს; ბ)  აბონენტის ნომერს; ბ 1 ) (ამოღებულია - 31.12.2021, №79); გ) ქვითრის ნომერს; დ) დარიცხვის პერიოდის საწყისი დღის თარიღს; ე) დარიცხვის პერიოდის ბოლო დღის თარიღს; ვ) მომსახურების საფასურს, რომელშიც განცალკევებულად უნდა აღინიშნოს: ვ.ა) მიწოდების ფასი/კომისიის მიერ დადგენილი ტარიფი, ხოლო თუ მიწოდების ხელშეკრულება ან ეს წესები იმავდროულად ითვალისწინებს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის შესყიდვას, მისი შესასყიდი ფასი; ვ.ბ) სისტემის ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯები, მათ შორის, ქსელთან მიერთების საფასური ან/და მიწოდების აღდგენის საფასური, კომისიის მიერ დამტკიცებული ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესებით განსაზღვრულ შემთხვევებში; ვ.გ) აღრიცხვის კვანძის მონტაჟისა და მისი შემოწმების ხარჯები, კომისიის მიერ დამტკიცებული ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესებით განსაზღვრულ შემთხვევებში; ვ.დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები; ვ.ე) სოციალური შეღავათი ან სუბსიდია, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ვ.ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გადასახდელები, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ზ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის კომპონენტების მოკლე აღწერას; თ) მომსახურების საფასურის გადახდის ვადას; ი)  ქვითარში ასახული თანხის მითითებულ ვადაში გადაუხდელობის შედეგებს; კ) ქვითრის მომზადების თარიღს; ლ) მრიცხველის ჩვენებას ბოლო ორი დარიცხვის პერიოდისთვის; მ) ამ წესების მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადახდის საშუალებების შესახებ ინფორმაციას; ნ) მითითებას ბმულზე, სადაც ხელმისაწვდომია  ამ წესების მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები; ნ 1 ) ამ წესების მე-12 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას განახლებადი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული და მიწოდებული ელექტროენერგიის წილის ან რაოდენობის შესახებ; ო) მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობას (კილოვატსაათი), ხოლო მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის შემთხვევაში, ასევე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობას (კილოვატსაათი) და ანგარიშსწორების მექანიზმს (ნეტო აღრიცხვა ან ნეტო დარიცხვა); ო​ 1 ) იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურს ფლობს/სარგებლობს ჯგუფის ფარგლებში – მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის ჯამურ მოცულობას, ამ მომხმარებელზე გადანაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას და მისი განაწილების პირობებს; პ) წინა წლის იმავე პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობას, ხოლო მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის შემთხვევაში ასევე წინა წლის იმავე პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობას; ჟ) ელექტროენერგიის მოხმარების, ხოლო მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის შემთხვევაში ასევე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის ისტორიულ მონაცემებს ბოლო 12 თვის განმავლობაში, დიაგრამის სახით; რ) ამ წესების მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას, შესაბამისი კატეგორიის მომხმარებელთან დაკავშირებით; ს) მითითებას წყაროზე, სადაც „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, გამოქვეყნებულია ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული ექსპერტების რეესტრი; ტ) ქოლცენტრის ნომერს, მიმწოდებლის ვებგვერდის მისამართსა და სხვა საკონტაქტო ინფორმაციას; უ) ინფორმაციას პრეტენზიის ან/და დავის წარმოშობის შემთხვევაში მიმწოდებლისთვის ან/და კომისიისათვის მიმართვის უფლების თაობაზე, შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით; ფ) ინფორმაციას კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველისა და მისთვის მიმართვის უფლების თაობაზე.

3.შესაბამის შემთხვევებში ქვითარში აგრეთვე უნდა მიეთითოს: ა) ამ წესების 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული დადებითი ბალანსი, ხოლო იმავე მუხლის მე-5 პუნქტით, ასევე 45​ 1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა; ბ) კომისიის მიერ დამტკიცებული მომსახურების ხარისხის წესებისა და კომისიის მიერ დამტკიცებული ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების შესაბამისად მიმწოდებლის ან სისტემის ოპერატორის მიერ მომხმარებელზე დარიცხული მომსახურების ხარისხის კომპენსაცია; გ) მიმწოდებლის მოთხოვნა დეპოზიტის წარდგენის შესახებ ან/და მომხმარებლის მიერ მიმწოდებლისთვის წარდგენილი დეპოზიტის ოდენობა; დ) მიწოდების ხელშეკრულების შესაბამისად დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა; ე) მომხმარებლის მიერ წინსწრებით გადახდილი და ამ წესების მე-18 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებლის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე დადებითი ბალანსის სახით ასახული თანხა; ვ) ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესატყვისი თანხა.

4.მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიწოდებულ ქვითარში უნდა მიეთითოს, სულ მცირე, ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“-„ვ“, „თ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია და ქოლცენტრის ნომერი. მოკლე ტექსტური შეტყობინება უნდა შეიცავდეს ბმულს, რომელზეც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ამ მუხლის მე-2 და, შესაბამის შემთხვევებში, მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სრული ინფორმაცია ქვითრის მომზადებიდან არანაკლებ 3 წლის განმავლობაში.

5.იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს მიმწოდებლის წინაშე გააჩნია შეუსრულებელი ვალდებულება, რომლის წარმოშობიდან მიმდინარე დარიცხვის პერიოდამდე გასულია სამ წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ამ ვალდებულების ეტაპობრივი შესრულების თაობაზე, მიმწოდებელი ვალდებულია, ამ ვალდებულების შესატყვისი თანხა ქვითარში მიუთითოს განცალკევებულად. დაუშვებელია, მომხმარებლის მიერ გადახდილი, მათ შორის, წინასწარ გადახდილი მომსახურების საფასური, მომხმარებლის პირდაპირი მითითების გარეშე, მიმართულ იქნეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად.

6.მომხმარებლის სხვა მიწოდების მისამართზე გადასვლის ან/და მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელი უფლებამოსილია, საბოლოო ანგარიშსწორების შედეგად წარმოქმნილი მომსახურების საფასურის გადახდა მოსთხოვოს მომხმარებელს ან წესების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადახდაზე პასუხისმგებელ პირს ან ასახოს სხვა მიწოდების მისამარ­თზე მომზადებულ ქვითარში, სადაც უწევს მომსახურებას ამავე მომხმარებელს. ამ პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასური სხვა მიწოდების მისამართზე მომზადებულ ქვითარში უნდა აისახოს განცალკევებულად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.06.2021 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №79 - ვებგვერდი, 31.12.2021 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 28 აპრილის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 29.04.2022 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 31 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 04.02.2025 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 31 ივლისის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 04.08.2025 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3¹17263¹1075² (…13 (დ…16461941917
მნიშვნელობით ახლოსელექტროენერგიის საცალო…გადასახადების ადმინისტ…სასმელი წყლის მიწოდები…ბუნებრივი გაზის მიწოდე…საყოველთაო ჯანდაცვაზე …მესამე პირების მფლობელ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №14 · ბოლოს შემოწმდა