1.სასმელი წყლის მრიცხველის დაყენების, მოხსნის, მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის, წყალმომარაგების შეწყვეტის, აღდგენის ან სხვა ფაქტის (გარემოების) დაფიქსირების მიზნით, მიმწოდებელის წარმომადგენლები ვალდებულნი არიან ადგილზე შეადგინონ შესაბამისი აქტი. ამასთან, აქტის შედგენა სავალდებულო არ არის მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადაუხდელობის შედეგად სასმელი წყლის მომარაგების შეწყვეტის და, შესაბამისად, აღდგენის შემთხვევებში.
1 1 . ამ წესების შესაბამისად აქტი შესაძლებელია შედგეს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.
2.აქტს მიმწოდებლის მიერ უნდა მიენიჭოს ნომერი და მისი აღრიცხვა უნდა განხორციელდეს შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში.
3.აქტში უნდა აღინიშნოს:
ა) გარემოება, რომლის დაფიქსირების მიზნითაც დგება აქტი;
ბ) აქტის შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები მომხმარებლის შესახებ; საქმის გადასაწყვეტად სხვა საჭირო ცნობები;
გ) აქტს ხელს აწერენ მისი შემდგენი და მომხმარებელი (თუ ეს წესები ან/და მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მომხმარებლის დასწრების პირობას); ასევე, თუ არიან მოწმეები, აქტს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც;
დ) აქტს სათანადო ჩანაწერის საფუძველზე შეიძლება დაერთოს დარღვევის ან სხვა ფაქტის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულებები;
ე) იმ შემთხვევაში, თუ პირი უარს იტყვის აქტის ხელმოწერაზე, კეთდება სათანადო ჩანაწერი. პირს, რომელმაც უარი თქვა აქტის ხელმოწერაზე, უფლება აქვს აქტს დაურთოს ახსნა-განმარტება და შენიშვნები, აგრეთვე, ჩამოაყალიბოს აქტის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივი.
3 1 . თუ ტექნიკურად შეუძლებელია ელექტრონული ფორმით შედგენილ აქტზე, მომხმარებლის ან/და მოწმეების მიერ ხელის მოწერა ან ამ აქტზე არ ხდება მომხმარებლის ან/და მოწმეების მიერ ახსნა განმარტების მიბმა, აღნიშნულ პირებს უფლება აქვთ აქტის შედგენიდან ერთი კვირის ვადაში მიაწოდონ აქტის შემდგენს მათი პოზიცია მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, რაც ჩაითვლება ელექტრონული ფორმით შედგენილი აქტის დანართად.
4.მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში აქტში დამატებით აღინიშნება:
ა) დარღვევის არსი, თარიღი და ადგილი;
ბ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა არსებობის შემთხვევაში – მათი ვინაობა და მისამართი;
გ) ახსნა-განმარტება (ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში);
დ) მომხმარებლის კუთვნილი სასმელი წყლის დანადგარების ან/და ხელსაწყოების გამტარუნარიანობის შესახებ (აუცილებლობის შემთხვევაში);
ე) მოხდა თუ არა დარღვევის ადგილზე გამოსწორება;
5.სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) შემოწმების აქტში დამატებით აღინიშნება:
ა) სასმელი წყლის მრიცხველის ტიპი და ნომერი და ჩვენება შემოწმების მომენტში;
ბ) ბრჯენების ნომრები და მდგომარეობა;
გ) გამოყენებული სასმელი წყლის მრიცხველის დასახელება და საქარხნო ნომრები, დამოწმების ვადა და სიზუსტის კლასი.
6.სასმელი წყლის მრიცხველის დაყენების ან მოხსნის შემთხვევაში აქტში დამატებით აღინიშნება:
ა) შესაბამისი სასმელი წყლის მრიცხველის (მრიცხველების) ტექნიკური მახასიათებლები, ნომერი და ჩვენება;
ბ) ბრჯენის ნომერი;
გ) განმარტება, თუ რა გარემოებათა გამო მოიხსნა ან/და დაყენდა სასმელი წყლის მრიცხველი;
დ) ლაბორატორიის დასახელება, სადაც მოხდება შემოწმების ჩატარება (სასმელი წყლის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში).
7.თუ სხვადასხვა გარემოებათა გამო საჭიროა მომხმარებელთან არსებული სასმელი წყლის მრიცხველის მოხსნა, იგი უნდა ჩაიდოს ცალკე პაკეტში და დაილუქოს. საჭიროების შემთხვევაში სასმელი წყლის მრიცხველი შესამოწმებლად მიმწოდებელის მიერ გადაიგზავნება აქტთან ერთად, დაინტერესებულ პირის მოთხოვნით შესაბამის ლაბორატორიაში.
8.იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ესწრება სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის ან/და უკანონო მოხმარების შესახებ აქტის შედგენას ან უარს იტყვის ამ აქტის ხელმოწერაზე, ან არ გააჩნია ელექტრონული ფოსტის მისამართი, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონულად შედგენილი აქტის გაგზავნა, შედგენილი აქტი მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს დაზღვეული წერილით.
9.მიღებული და მოხმარებული სასმელი წყლის ორი ან მეტი მრიცხველის საშუალებით აღრიცხვის შემთხვევაში აქტი უნდა შედგეს სასმელი წყლით მომარაგების შესაბამის მომარაგების წყაროზე არსებული სასმელი წყლის მრიცხველზე.
10.აქტის შედგენის პროცესს შეიძლება დაესწრონ ადმინისტრაციული ორგანოს ან დაწესებულების წარმომადგენლები, რაც უნდა დადასტურდეს მათ მიერ აქტზე ხელის მოწერით.
11.აქტი უნდა შედგეს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მომხმარებელს, მეორე – მიმწოდებელს; ხოლო სასმელი წყლის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში აქტი უნდა შედგეს სამ ეგზემპლარად – ასეთ შემთხვევაში მესამე ეგზემპლარი გაიგზავნება ლაბორატორიაში სასმელი წყლის მრიცხველთან ერთად.
12.დაუშვებელია აქტის საფუძველზე რაიმე სახის მოქმედების განხორციელება, თუ ეს აქტი შედგენილია ამ წესებით გათვალისწინებული პირობების ან/და პროცედურების დარღვევით.
13.მიმწოდებელი ვალდებულია მის მიერ შედგენილი აქტი და ტექნიკურად გაუმართაობის მიზეზით მოხსნილი სასმელი წყლის მრიცხველი შეინახოს შესაბამისი აქტის შედგენის თარიღიდან არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მრიცხველი გაუმართაობის გამოსწორების შემდეგ დამონტაჟებულ იქნა იმავე მომხმარებელთან).
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №18 - ვებგვერდი, 09.08.2018 წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სასმელი წყლის მრიცხველის დაყენების, მოხსნის, მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის, წყალმომარაგების შეწყვეტის, აღდგენის ან სხვა ფაქტის (გარემოების) დაფიქსირების მიზნით, მიმწოდებელის წარმომადგენლები ვალდებულნი არიან ადგილზე შეადგინონ შესაბამისი აქტი. ამასთან, აქტის შედგენა სავალდებულო არ არის მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადაუხდელობის შედეგად სასმელი წყლის მომარაგების შეწყვეტის და, შესაბამისად, აღდგენის შემთხვევებში.1 1 . ამ წესების შესაბამისად აქტი შესაძლებელია შედგეს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.2. აქტს მიმწოდებლის მიერ უნდა მიენიჭოს ნომერი და მისი აღრიცხვა უნდა განხორციელდეს შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში.3. აქტში უნდა აღინიშნოს:ა) გარემოება, რომლის დაფიქსირების მიზნითაც დგება აქტი;ბ) აქტის შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები მომხმარებლის შესახებ; საქმის გადასაწყვეტად სხვა საჭირო ცნობები;გ) აქტს ხელს აწერენ მისი შემდგენი და მომხმარებელი (თუ ეს წესები ან/და მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მომხმარებლის დასწრების პირობას); ასევე, თუ არიან მოწმეები, აქტს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც;დ) აქტს სათანადო ჩანაწერის საფუძველზე შეიძლება დაერთოს დარღვევის ან სხვა ფაქტის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულებები;ე) იმ შემთხვევაში, თუ პირი უარს იტყვის აქტის ხელმოწერაზე, კეთდება სათანადო ჩანაწერი. პირს, რომელმაც უარი თქვა აქტის ხელმოწერაზე, უფლება აქვს აქტს დაურთოს ახსნა-განმარტება და შენიშვნები, აგრეთვე, ჩამოაყალიბოს აქტის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივი.3 1 . თუ ტექნიკურად შეუძლებელია ელექტრონული ფორმით შედგენილ აქტზე, მომხმარებლის ან/და მოწმეების მიერ ხელის მოწერა ან ამ აქტზე არ ხდება მომხმარებლის ან/და მოწმეების მიერ ახსნა განმარტების მიბმა, აღნიშნულ პირებს უფლება აქვთ აქტის შედგენიდან ერთი კვირის ვადაში მიაწოდონ აქტის შემდგენს მათი პოზიცია მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, რაც ჩაითვლება ელექტრონული ფორმით შედგენილი აქტის დანართად.4. მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში აქტში დამატებით აღინიშნება:ა) დარღვევის არსი, თარიღი და ადგილი;ბ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა არსებობის შემთხვევაში – მათი ვინაობა და მისამართი;გ) ახსნა-განმარტება (ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში);დ) მომხმარებლის კუთვნილი სასმელი წყლის დანადგარების ან/და ხელსაწყოების გამტარუნარიანობის შესახებ (აუცილებლობის შემთხვევაში);ე) მოხდა თუ არა დარღვევის ადგილზე გამოსწორება;5. სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) შემოწმების აქტში დამატებით აღინიშნება:ა) სასმელი წყლის მრიცხველის ტიპი და ნომერი და ჩვენება შემოწმების მომენტში;ბ) ბრჯენების ნომრები და მდგომარეობა;გ) გამოყენებული სასმელი წყლის მრიცხველის დასახელება და საქარხნო ნომრები, დამოწმების ვადა და სიზუსტის კლასი.6. სასმელი წყლის მრიცხველის დაყენების ან მოხსნის შემთხვევაში აქტში დამატებით აღინიშნება:ა) შესაბამისი სასმელი წყლის მრიცხველის (მრიცხველების) ტექნიკური მახასიათებლები, ნომერი და ჩვენება;ბ) ბრჯენის ნომერი;გ) განმარტება, თუ რა გარემოებათა გამო მოიხსნა ან/და დაყენდა სასმელი წყლის მრიცხველი;დ) ლაბორატორიის დასახელება, სადაც მოხდება შემოწმების ჩატარება (სასმელი წყლის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში).7. თუ სხვადასხვა გარემოებათა გამო საჭიროა მომხმარებელთან არსებული სასმელი წყლის მრიცხველის მოხსნა, იგი უნდა ჩაიდოს ცალკე პაკეტში და დაილუქოს. საჭიროების შემთხვევაში სასმელი წყლის მრიცხველი შესამოწმებლად მიმწოდებელის მიერ გადაიგზავნება აქტთან ერთად, დაინტერესებულ პირის მოთხოვნით შესაბამის ლაბორატორიაში.8. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ესწრება სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის ან/და უკანონო მოხმარების შესახებ აქტის შედგენას ან უარს იტყვის ამ აქტის ხელმოწერაზე, ან არ გააჩნია ელექტრონული ფოსტის მისამართი, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონულად შედგენილი აქტის გაგზავნა, შედგენილი აქტი მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს დაზღვეული წერილით.9. მიღებული და მოხმარებული სასმელი წყლის ორი ან მეტი მრიცხველის საშუალებით აღრიცხვის შემთხვევაში აქტი უნდა შედგეს სასმელი წყლით მომარაგების შესაბამის მომარაგების წყაროზე არსებული სასმელი წყლის მრიცხველზე.10. აქტის შედგენის პროცესს შეიძლება დაესწრონ ადმინისტრაციული ორგანოს ან დაწესებულების წარმომადგენლები, რაც უნდა დადასტურდეს მათ მიერ აქტზე ხელის მოწერით.11. აქტი უნდა შედგეს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მომხმარებელს, მეორე – მიმწოდებელს; ხოლო სასმელი წყლის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში აქტი უნდა შედგეს სამ ეგზემპლარად – ასეთ შემთხვევაში მესამე ეგზემპლარი გაიგზავნება ლაბორატორიაში სასმელი წყლის მრიცხველთან ერთად.12. დაუშვებელია აქტის საფუძველზე რაიმე სახის მოქმედების განხორციელება, თუ ეს აქტი შედგენილია ამ წესებით გათვალისწინებული პირობების ან/და პროცედურების დარღვევით.13. მიმწოდებელი ვალდებულია მის მიერ შედგენილი აქტი და ტექნიკურად გაუმართაობის მიზეზით მოხსნილი სასმელი წყლის მრიცხველი შეინახოს შესაბამისი აქტის შედგენის თარიღიდან არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მრიცხველი გაუმართაობის გამოსწორების შემდეგ დამონტაჟებულ იქნა იმავე მომხმარებელთან).საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №18 - ვებგვერდი, 09.08.2018 წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №19 · ძალაშია 1 იან. 2019-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.