ფაქტორინგის შესახებ

მუხლი 19. ფაქტორინგის განხორციელების პირობები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 6 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილიდავით მაისურაძეანა შავარდენიძე

1.ფაქტორინგის ხელშეკრულებაში (მათ შორის, ფაქტორინგის ხელშეკრულების მხარეთა მიერ წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) გაფორმებულ/შეთანხმებულ დამატებით პირობებსა და ამ ხელშეკრულების დანართებში, რომლებიც მისი შემადგენელი და განუყოფელი ნაწილია) მითითებული უნდა იყოს: ა)  ფაქტორინგის მხარეების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, შესაბამისი სუბიექტების დასახელებები, საიდენტიფიკაციო ნომრები, იურიდიული მისამართები, აგრეთვე წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირების თაობაზე ინფორმაცია; ბ) ფაქტორინგის სახე; გ) იმ დებიტორული დავალიანების სამართლებრივი საფუძვლები და მასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია, რომელიც ფაქტორინგის ხელშეკრულების საგანია, მათ შორის, გადაცემული დებიტორული დავალიანების მოცულობა, მისი გამოთვლისა და ამ დავალიანების უფლებამოსილი მხარის მიმართ გადახდის წესი და პირობები; დ) ფაქტორის კუთვნილი სარგებლის თანხა, მისი გამოთვლისა და გადახდის წესი; ე) ძირითადი ხელშეკრულებისა და ფაქტორინგის ხელშეკრულების დადების თარიღები, აგრეთვე ფაქტორინგის ხელშეკრულების მოქმედების ვადა; ვ) ფაქტორინგის ხელშეკრულების თითოეული მხარისა და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერა; ზ) მოთხოვნის უზრუნველყოფის შემთხვევაში − უზრუნველყოფის თითოეული საგნის შესახებ ინფორმაცია.

2.ფაქტორინგის ხელშეკრულებას დანართის სახით, წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) უნდა დაერთოს სულ მცირე შემდეგი დოკუმენტები/ინფორმაცია: ა) ძირითადი ხელშეკრულება; ბ) მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული თანხის შესახებ ინფორმაცია; დ) მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული გადახდის თარიღის შესახებ ინფორმაცია; ე) რევერსიული ფაქტორინგის შემთხვევაში − აგრეთვე კრედიტორის წერილობითი თანხმობა.

3.ფაქტორინგის რეესტრში ფაქტორინგის რეგისტრაციის თარიღად ითვლება დებიტორული დავალიანების გაყიდვის თარიღი.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20⁴4061132719810121082231819
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო რეესტრის შესახე…ფაქტორინგის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…ელექტრონული კომერციის …მომხმარებლის უფლებების…ელექტრონული კომუნიკაცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა