„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 16. ქვითრის მომზადება და მიწოდება

რედაქცია №14 კონსოლიდირებული · 31 ივლ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ქვითრის მომზადებასა და მომხმარებლისთვის მის მიწოდებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი, ამ წესების მე-15 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით. მიმწოდებელი უფლებამოსილია, ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულოს მესამე პირთან, მათ შორის, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორთან შესაბამისი ხელშეკრულების დადების საფუძველზე.

1¹.იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არ წარმოადგენს კომისიის მიერ განსაზღვრულ ადმინისტრირების ერთიანი სისტემის ადმინისტრატორს (შემდგომში – ადმინისტრატორი), იგი ვალდებულია, უზრუნველყოს ადმინისტრატორთან შესაბამისი მომსახურების თაობაზე ხელშეკრულების დადება კომისიის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.

2.მომხმარებელი უფლებამოსილია, მიწოდების ხელშეკრულების დადების დროს მოითხოვოს ქვითრის მიღება მატერიალური, ელექტრონული ან მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით; აგრეთვე, მიწოდების ხელშეკრულების დადების ან, კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტის შესაბამისად, უნივერსალური მიწოდების ან საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულებაზე ავტომატურად მიერთების შემდგომ, ნებისმიერ დროს, მოითხოვოს ქვითრის მიღება ამ მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი სახითა და საშუალებით.

3.მიმწოდებელი ვალდებულია, აღრიცხვის ერთი კვანძისთვის მოამზადოს ერთი ქვითარი. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, დასაშვებია ერთზე მეტი აღრიცხვის კვანძისთვის ერთი ქვითრის მომზადება.

4.მატერიალური ფორმით მომზადებული ქვითრის მიწოდება ხორციელდება  მომხმარებლის მიერ მიწოდების ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე ან მიწოდების მისამართზე, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად. ელექტრონული ქვითრის მიწოდება ხორციელდება მომხმარებლის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, ხოლო მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ქვითრის მიწოდება – მომხმარებლის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე.

5.თუ მომხმარებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არ იქნა მოთხოვნილი ქვითრის მიწოდება და მიმწოდებლისათვის ცნობილია მომხმარებლის ტელეფონის ნომერი, მიმწოდებელი უზრუნველყოფს ქვითრის მიწოდებას მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით. თუ მიმწოდებლისათვის ცნობილი არ არის მომხმარებლის ტელეფონის ნომერი, მომხმარებელს ქვითარი უნდა მიეწოდოს მატერიალური ფორმით, მიწოდების მისამართზე.

6.მიმწოდებელი უფლებამოსილია, კომისიის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით უნივერსალური მიწოდების ან საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულებაზე ავტომატურად მიერთებულ მომხმარებლებს ქვითარი გაუგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით, მითითებულ ტელეფონის ნომრებზე, ხოლო თუ ტელეფონის ნომერი არ არის ცნობილი – მატერიალური ფორმით, მიწოდების მისამართზე.

7.მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტის ან მისი მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, მომხმარებელთან საბოლოო ანგარიშსწორების მიზნით, საბოლოო დარიცხვის პერიოდისთვის მომზადებული ქვითრის მიწოდება უზრუნველყოს მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტიდან ან მისი მოქმედების ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 6 კვირის განმავლობაში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.06.2021 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
61530610310510441779816
მნიშვნელობით ახლოსელექტროენერგიის საცალო…ენერგეტიკისა და წყალმო…ელექტრონული კომერციის …ბუნებრივი გაზის მიწოდე…სასმელი წყლის მიწოდები…საქართველოს შინაგან სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №14 · ბოლოს შემოწმდა