საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

მუხლი 13 (დანართი 1). ანგარიშის წარდგენა

რედაქცია №118 კონსოლიდირებული · 18 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.დადგენილი ფორმითა და ვადებში მიმწოდებელი უზრუნველყოფს განმახორციელებელთან სრულყოფილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენას ელექტრონული სახით და/ან განმახორციელებლის მოთხოვნის შესაბამისად − ნაბეჭდი სახით, ამავე მუხლში მოყვანილი პირობებით.

2.საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხა მოიცავს შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას: ა) შემთხვევათა რეესტრი (დადგენილი ფორმის შესაბამისად) – გაწეული სამედიცინო მომსახურების თვიური ჯამური ანგარიში, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს: ა.ა) მოსარგებლის სახელს, გვარს, პირად ნომერსა და დაბადების თარიღს; ა.ბ) დიაგნოზსა და განხორციელებულ ჩარევებს, დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად; ა.გ) თითოეული პროგრამული შემთხვევის/მკურნალობის ეპიზოდის ხარჯის ჯამურ ოდენობას; ბ) ფორმა №IV-100/ა-ს (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად); გ) განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს (შემდგომში – ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი დეტალურად, თითოეული პროგრამული შემთხვევის/ მკურნალობის ეპიზოდის მიხედვით).

3.საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარება ხდება ორმხრივად ხელმოწერილი ელექტრონული და/ან მატერიალური სახის რეესტრის საფუძველზე. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №165 – ვებგვერდი, 28.06.2013წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 იანვრის დადგენილება №51 - ვებგვერდი, 27.01.2017წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 22 მაისის დადგენილება №185 – ვებგვერდი, 23.05.2023წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №342 – ვებგვერდი, 31.08.2023წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
22261018052 (დ…58738 (და…14 (დ…24 (დ…920 (დ…13 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაყოველთაო ჯანდაცვაზე …ბუღალტრული აღრიცხვის,ა…საქართველოს საგადასახა…სახელმწიფო შესყიდვების…უძრავ ნივთებზე უფლებათ…,,მეწარმეთა და არასამე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №118 · ბოლოს შემოწმდა