მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშებისა და გატარებაში მონაწილე გამანაწილებელი ქსელისა და წყალმომარაგების სისტემის მოწყობილობის მოვლა-პატრონობის წესი

მუხლი 4. გატარების საფასურის გაანგარიშება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 2 ნოე. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ელექტროენერგიის გატარების საფასურის გაანგარიშების წესი: ა) ელექტროენერგიის ქსელის მფლობელის მიერ გაწეული ელექტროენერგიის გატარების საფასური იანგარიშება შემდეგი ფორმულით: R =  P * W, სადაც: R – ელექტროენერგიის ქსელის მფლობელისთვის საანგარიშო პერიოდისთვის ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის გადასახდელი გატარების საფასური (ლარი, დღგ-ის გარეშე); P – ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული გატარების საფასური (ლარი/კვტ.სთ); W – ელექტროენერგიის ქსელის მფლობელის მიერ საანგარიშო პერიოდისთვის ფაქტობრივად გატარებული ელექტროენერგიის  რაოდენობა (კვტ.სთ); ბ) ელექტროენერგიის გატარების საფასურის გაანგარიშება ხდება გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულებაზე დაყრდნობით საანგარიშო პერიოდისთვის, შემდეგი ფორმულით: P = (A * K *n/12) / (S), სადაც: P – ელექტროენერგიის გატარების ფასი საანგარიშო პერიოდისთვის (ლარი/კვტ.სთ); A – ელექტროენერგიის გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულება (ლარი); K – მისაღები შემოსავლის ნორმა ელექტროენერგიის გატარებაში მონაწილე აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულებასთან მიმართებაში, რომელიც მოიცავს: ·  ცვეთას (წრფივი დარიცხვის მეთოდით) – 3%; ·   აქტივების ბაზაზე ამონაგებს – 5%; ·   საოპერაციო დანახარჯებს – 2%. n –  საანგარიშო პერიოდი (თვე); S – საანგარიშო პერიოდისთვის, ელექტროენერგიის ქსელით სარგებლობის სრული რაოდენობა (კვტ.სთ), რომელიც წარმოადგენს საანგარიშო პერიოდზე, ქსელის მფლობელის ელექტრული ქსელის მიღების წერტილში აღრიცხულ ელექტროენერგიას (კვტ.სთ); ხოლო, თუ აღნიშნული ქსელი ემსახურება მხოლოდ გატარებას – ქსელის მფლობელის მიერ საანგარიშო პერიოდისთვის ფაქტობრივად გატარებულ ელექტროენერგიას (კვტ.სთ). გ) ელექტროენერგიის გატარებაში მონაწილე აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულების განსაზღვრაში მონაწილეობს მხოლოდ ქსელის მფლობელის მფლობელობაში არსებული ელექტრული ქსელის (ან ქსელის ფრაგმენტის) შემადგენელი ელემენტები: გ.ა) ელექტროგადამცემი ხაზი ან/და; გ.ბ) სატრანსფორმატორო პუნქტი ან/და; გ.გ) გამანაწილებელი, დაცვისა და საკომუტაციო მოწყობილობები და; გ.დ) აღრიცხვის კვანძი (არსებობის შემთხვევაში).

2.ბუნებრივი გაზის გატარების საფასურის გაანგარიშების წესი: ა) ბუნებრივი გაზის ქსელის მფლობელის მიერ  გაწეული გატარების საფასური იანგარიშება შემდეგი ფორმულით: R = P * W, სადაც: R – ბუნებრივი გაზის ქსელის მფლობელისთვის საანგარიშო პერიოდისთვის გატარებისთვის გადასახდელი გატარების საფასური (ლარი, დღგ-ის გარეშე); P  –  ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული გატარების საფასური  (ლარი/მ 3 ); W – ბუნებრივი გაზის ქსელის მფლობელის მიერ საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად გატარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა (მ 3 ); ბ) ბუნებრივი გაზის გატარების საფასურის გაანგარიშება ხდება ბუნებრივი გაზის გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულებაზე დაყრდნობით საანგარიშო პერიოდისთვის, შემდეგი ფორმულით: P = (A * K*n/12) / (S), სადაც: P – ბუნებრივი გაზის გატარების საფასური საანგარიშო პერიოდისთვის (ლარი/მ 3 ); A – ბუნებრივი გაზის გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულება (ლარი); K – მისაღები შემოსავლის ნორმა ბუნებრივი გაზის გატარებაში მონაწილე აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულებასთან მიმართებაში, რომელიც მოიცავს: ·   ცვეთას (წრფივი დარიცხვის მეთოდით) – 3%; ·   აქტივების ბაზაზე ამონაგებს – 5%; ·   საოპერაციო დანახარჯებს – 2%. n – საანგარიშო პერიოდი (თვე); S – საანგარიშო პერიოდისთვის, ბუნებრივი გაზის ქსელით სარგებლობის სრული მოცულობა  (მ 3 ), რომელიც წარმოადგენს საანგარიშო პერიოდზე, ქსელის მფლობელის ბუნებრივი გაზის ქსელის მიღების წერტილში აღრიცხულ ბუნებრივ გაზს (მ 3 ); ხოლო, თუ აღნიშნული ქსელი ემსახურება მხოლოდ გატარებას – ქსელის მფლობელის მიერ საანგარიშო პერიოდისთვის ფაქტობრივად გატარებულ ბუნებრივ გაზს (მ 3 ); გ) ბუნებრივი გაზის გატარებაში მონაწილე აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულების განსაზღვრაში მონაწილეობს მხოლოდ ბუნებრივი გაზის ქსელის შემადგენელი ნაწილები: გ.ა) ბუნებრივი გაზის მილსადენი და; გ.ბ) გაზის მარეგულირებელი სადგური ან/და; გ.გ) გაზის მარეგულირებელი პუნქტი ან/და; გ.დ) ჩამკეტი არმატურა და; გ.ე) აღრიცხვის კვანძი (არსებობის შემთხვევაში).

3.სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესი: ა) სასმელი წყლის ქსელის მფლობელის მიერ გაწეული გატარების საფასური იანგარიშება შემდეგი ფორმულით: R =  P * W, სადაც: R – სასმელი წყლის ქსელის მფლობელისთვის საანგარიშო პერიოდისთვის გატარებისთვის გადასახდელი გატარების საფასური (დღგ-ის გარეშე, ლარი); P - ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული გატარების საფასური  (ლარი/მ 3 ); W – სასმელი წყლის ქსელის მფლობელის მიერ საანგარიშო პერიოდისთვის ფაქტობრივად გატარებული სასმელი წყლის რაოდენობა (მ 3 ); ბ) სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშება ხდება გატარებაში მონაწილე აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულებაზე დაყრდნობით საანგარიშო პერიოდისთვის, შემდეგი ფორმულით: P = (A * K*n/12) / (S), სადაც: P – სასმელი წყლის გატარების საფასური საანგარიშო პერიოდისთვის (ლარი/მ 3 ); A – სასმელი წყლის გატარებაში მონაწილე აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულება (ლარი); K – მისაღები შემოსავლის ნორმა გატარებაში მონაწილე აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულებასთან მიმართებაში, რომელიც მოიცავს: ·   ცვეთას (წრფივი დარიცხვის მეთოდით) – 3%; ·   აქტივების ბაზაზე ამონაგებს – 5%; ·   საოპერაციო დანახარჯებს – 2%. n – საანგარიშო პერიოდი (თვე); S – საანგარიშო პერიოდისთვის, სასმელი წყლის ქსელით სარგებლობის სრული მოცულობა  (მ 3 ), რომელიც წარმოადგენს საანგარიშო პერიოდზე, ქსელის მფლობელის სასმელი წყლის ქსელის მიღების წერტილში აღრიცხულ სასმელ წყალს (მ 3 ); ხოლო, თუ აღნიშნული ქსელი, ემსახურება მხოლოდ სასმელი წყლის გატარებას – ქსელის მფლობელის მიერ საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად გატარებულ სასმელ წყალს (მ 3 ); გ) სასმელი წყლის გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულების განსაზღვრაში მონაწილეობს მხოლოდ სასმელი წყლის ქსელის შემადგენელი ნაწილები: გ.ა) სასმელი წყლის მილსადენი და; გ.ბ) აღრიცხვის კვანძი (არსებობის შემთხვევაში).

4.გატარების საფასურის გაანგარიშების ფორმულაში, გამოყენებული-მონაწილე აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულება უნდა ეფუძნებოდეს აუდიტორულ ანგარიშს, ამ ანგარიშში მოცემულ გატარებაში მონაწილე ქსელის, აქტივების ნარჩენ აღდგენით ღირებულებას. თავის მხრივ, აღნიშნული აქტივების ნარჩენი აღდგენითი ღირებულებით შეფასების აუდიტორული ანგარიში უნდა მოიცავდეს, მხოლოდ იმ აქტივებს, რომლებიც დადასტურებული იქნება აქტივების ინვენტარიზაციის აქტით. ამასთან, გატარების საფასურის გაანგარიშების ფორმულაში გამოყენებული-მონაწილე აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულება ყოველწლიური ცვეთისა და ინვესტიციის გათვალისწინებით დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის მიერ უნდა დადასტურდეს 5 წელიწადში ერთხელ. ცვეთის გაანგარიშებისას გამოყენებული უნდა იქნეს წრფივი დარიცხვის მეთოდი.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული აქტივების ნარჩენი აღდგენითი ღირებულებით შეფასების ანგარიში, აქტივების ინვენტარიზაციის აქტი და აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულების დამადასტურებელი ანგარიში შედგენილი უნდა იყოს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან იმ აუდიტორული ფირმის მიერ, რომელსაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მინიჭებული აქვს პირველი, მეორე ან მესამე კატეგორია.

6.ქსელის მფლობელის მიერ ანაზღაურდება ქსელის მფლობელის მიღებისა და გაცემის წერტილში მიღებული სხვაობა (საკუთარ მოხმარებისა და ქსელური დანაკარგის შედეგად მიღებული სხვაობა). ამ პუნქტის საფუძველზე დარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ ქსელის მფლობელის მიღებისა და გაცემის წერტილებში განთავსებული მრიცხველების ჩვენების საფუძველზე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 2 ნოემბრის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 08.11.2023 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშებისა და გატარებაში მონაწილე გამანაწილებელი ქსელისა და წყალმომარაგების სისტემის მოწყობილობის მოვლა-პატრონობის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2235111¹³…6158595715175314
მნიშვნელობით ახლოსმესამე პირების მფლობელ…ენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს შინაგან სა…ელექტროენერგიის საცალო…საქართველოს სარკინიგზო…გადასახადების ადმინისტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა