„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 19. ქვითრის შესწორება

რედაქცია №14 კონსოლიდირებული · 31 ივლ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ინიციატივით ან/და მომხმარებლის მოთხოვნით, შეიტანოს შესწორება ქვითარში, თუ მასში არასწორად არის მითითებული ამ წესების მე-17 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია.

2.ქვითრის შესწორება უნდა მოხდეს მიმწოდებლის მიერ შეცდომის აღმოჩენიდან ან/და მომხმარებლის მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში.

3.მომხმარებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს ქვითარში მომსახურების საფასურის არასწორად მითითების გამო ზედმეტად გადახდილი თანხის ასახვა თავის ანგარიშზე, დადებითი ბალანსის სახით, ან მისი დაბრუნება საბანკო ანგარიშზე. მიმწოდებელი ვალდებულია, ზედმეტად გადახდილი თანხა ასახოს შესწორებულ ქვითარში ან უზრუნველყოს თანხის დაბრუნება მომხმარებლის მოთხოვნიდან ათი დღის ვადაში.

4.თუ ქვითრის შესწორების შედეგად მომხმარებლის მიერ გადასახდელი მომსახურების საფასურის ოდენობა გაიზარდა, შესწორებულ საფასურსა და გადახდილ მომსახურების საფასურს შორის სხვაობის გადახდის ვადა აითვლება შესწორებული ქვითრის მომზადების დღიდან, ამ წესების მე-18 მუხლის მე-2 და მე-6-მე-8 პუნქტების შესაბამისად.

5.შესწორებულ ქვითარზე ვრცელდება ამ წესების მე-17 მუხლის მოთხოვნები.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1319413218171661107181519
მნიშვნელობით ახლოსელექტროენერგიის საცალო…საქართველოს საკანონმდე…პერსონალურ მონაცემთა დ…არბიტრაჟის შესახებმომხმარებლის უფლებების…საგადახდო სისტემისა და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №14 · ბოლოს შემოწმდა