„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 32. ბოლო ალტერნატივის მიწოდების პირობები

რედაქცია №14 კონსოლიდირებული · 31 ივლ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თუ მიმწოდებლის მიერ საბაზრო საქმიანობის გეგმურად ან არაგეგმურად შეწყვეტის ან ვალდებულებების უხეშად დარღვევის, მათ შორის, ამ წესებით დადგენილი პირობების დარღვევით მიწოდების შეწყვეტის გამო მომხმარებელმა დაკარგა ელექტროენერგიის მიღების საშუალება, ამ მომხმარებლისთვის მიწოდებას, სპეციალური მოთხოვნის წარდგენის გარეშე, უზრუნველყოფს ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი.

2.ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი : ა) ახორციელებს ბოლო ალტერნატივის მიწოდებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომხმარებლებისთვის კანონის საფუძველზე, ამ წესების II თავის მოთხოვნების დაცვითა და ამ თავის დებულებების გათვალისწინებით; ბ) ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას: ბ.ა) ბოლო ალტერნატივის მიწოდების წესებისა და პირობების შესახებ; ბ.ბ) არსებული თავისუფალი მიმწოდებლებისა და მიმწოდებლის შეცვლის პროცედურის თაობაზე.

3.ბოლო ალტერნატივის მიწოდების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

4.თუ ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი იმავდროულად არის თავისუფალი მიმწოდებელი, იგი ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ თავისუფალი მიმწოდებლის მომსახურების განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირებს არ გააჩნდეთ წვდომა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომხმარებლების მონაცემებზე.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6322410611010336333478932
მნიშვნელობით ახლოსელექტროენერგიის საცალო…ენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…მომხმარებლის უფლებების…ელექტრონული კომერციის …ელექტრონული კომუნიკაცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №14 · ბოლოს შემოწმდა