1.ბოლო ალტერნატივის მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტულ ფორმას, ამ წესების მე-8 მუხლით გათვალისწინებული სტანდარტული პირობების შესაბამისად, შეიმუშავებს ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი და ამტკიცებს კომისია. ბოლო ალტერნატივის მიწოდების ხელშეკრულება უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
2.ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი ვალდებულია, ბოლო ალტერნატივის მიწოდების დაწყებიდან არაუგვიანეს 8 დღის ვადაში, მომხმარებელს გაუგზავნოს ხელმოწერილი მიწოდების ხელშეკრულება, მატერიალური ფორმით.
3.ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის მიწოდების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ბოლო ალტერნატივის მიწოდების დაწყების დღიდან.

