Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 110

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 110. ბოლო ალტერნატივის მიწოდება

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213141516171819

1.ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელს შეარჩევს საქართველოს მთავრობა ღია სატენდერო პროცედურაზე დაყრდნობით. ამასთანავე, დასაშვებია საჯარო ვალდებულების სახით უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ან ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის განსაზღვრა ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლად.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტენდერის პირობებს ამტკიცებს და ტენდერს აცხადებს საქართველოს მთავრობა. სატენდერო პირობები სხვა მოთხოვნებთან ერთად უნდა მოიცავდეს ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის შესარჩევ კრიტერიუმებს, სახელშეკრულებო პირობებს, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის ავტორიზაციის ვადას, აგრეთვე მითითებებს ბოლო ალტერნატივის მიწოდების წესზე, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ფასის განსაზღვრისა და მისი ცვლილების მეთოდზე.

3.თუ ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის შერჩევის მიზნით გამოცხადებული ტენდერი არ შედგა (მათ შორის, პრეტენდენტის არარსებობის გამო), საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლად ტენდერის ჩატარების გარეშე დაასახელოს სამინისტროს მიერ წარდგენილი ენერგეტიკული საწარმო.

4.ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის ავტორიზაცია ხდება არაუმეტეს 5 წლის ვადით.

5.თუ ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის მიერ საბაზრო საქმიანობის გეგმურად ან არაგეგმურად შეწყვეტის ან ვალდებულებების უხეშად დარღვევის გამო საბოლოო მომხმარებელი კარგავს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიღების საშუალებას, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი უზრუნველყოფს ასეთი საბოლოო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდებას მომხმარებლის მიერ სპეციალური მოთხოვნის წარდგენის გარეშე.

6.თუ მიმწოდებელს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ შეუძლია ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდება საბოლოო მომხმარებლისთვის, იგი ვალდებულია საბოლოო მომხმარებელს, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელს, კომისიასა და შესაბამის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებს დროულად აცნობოს მიწოდების შეწყვეტის თარიღი მიწოდების შეწყვეტამდე 30 დღით ადრე მაინც ან, თუ მიმწოდებელს არ შეეძლო წინასწარ სცოდნოდა აღნიშნულის შესახებ, – არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა მიწოდების შეუძლებლობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს, რომელიც დარჩება მიმწოდებლის გარეშე, ელექტროენერგიას ან ბუნებრივ გაზს ავტომატურად მიაწვდის ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი.

7.კომისია საბოლოო მომხმარებლებს, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელსა და შესაბამის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებს ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მიმწოდებლის შესახებ აცნობებს შესაბამისი ინფორმაციის კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებით. კომისიამ ინფორმაცია ვებგვერდზე უნდა გამოაქვეყნოს არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდების შეუძლებლობის გამომწვევი გარემოებები.

8.გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორები ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელს ამ მუხლის მე-6 ან მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წარუდგენენ იმ მომხმარებლების შესახებ ინფორმაციას, რომლებმაც უნდა მიიღონ ბოლო ალტერნატივის მიწოდება.

9.ელექტროენერგიის/ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის საბაზრო საქმიანობის შეწყვეტის პროცედურა განისაზღვრება შესაბამისი სექტორის ბაზრის წესებით.

10.ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელმა საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდება შეიძლება განახორციელოს არაუმეტეს 3 კალენდარული თვის განმავლობაში. თუ საბოლოო მომხმარებელი აღნიშნულ ვადაში ვერ დადებს მიწოდების ხელშეკრულებას ახალ მიმწოდებელთან, შესაბამისი სისტემის ოპერატორი შეწყვეტს მის მომარაგებას ელექტროენერგიით ან ბუნებრივი გაზით.

11.კომისია ამტკიცებს ბოლო ალტერნატივის მიწოდების წესებს.

12.ბოლო ალტერნატივის მიწოდების ტარიფს გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით ადგენს კომისია მის მიერ დამტკიცებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით.

13.კომისიამ უნდა უზრუნველყოს, რომ ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ფასი ასახავდეს გაწეულ ხარჯებს, მათ შორის, მიწოდების ფაქტობრივ ხარჯს, აუცილებელი ინვესტიციებისა და მათთან დაკავშირებული ამონაგების ჩათვლით, იმპორტისა და მიწოდების ხარჯებს.

14.ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ტარიფს ადგენს კომისია მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად და უზრუნველყოფს, რომ აღნიშნული ტარიფი იყოს უფრო მაღალი, ვიდრე მომხმარებელთა იმავე კატეგორიისთვის ჩვეულებრივ პირობებში მიწოდებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის საშუალო საბაზრო ფასი.

15.ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელმა ბოლო ალტერნატივის მიწოდების საქმიანობასთან დაკავშირებით უნდა უზრუნველყოს ამ კანონის შესაბამისად განცალკევება და ფინანსური აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების განცალკევებულად წარმოება.

16.ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელსა და საბოლოო მომხმარებელს შორის მიწოდების ხელშეკრულება მიმწოდებლის შეცვლის წესების ან/და სხვა კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად დადებულად ითვლება მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდების დაწყების დღიდან, მიუხედავად იმისა, არსებობდა თუ არა მომხმარებლის შესაბამისი მოთხოვნა.

17.ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება მიწოდების ფასისა და მაქსიმალური ვადის შესახებ ბოლო ალტერნატივის მიწოდების დაწყების დადასტურებიდან 8 დღის განმავლობაში.

18.ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი უფლებამოსილია შესაბამისი სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა მომხმარებლის შეუსრულებელი ვალდებულებების გამო.

19.ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი სულ მცირე წელიწადში ერთხელ, კომისიის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში ამზადებს და კომისიას წარუდგენს საქმიანობის ანგარიშს. ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის. კარი XI. საბოლოო მომხმარებელი თავი XXVIII. საბოლოო მომხმარებლის სტატუსი და დაცვა

წინა მუხლი 109შემდეგი მუხლი 111

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №15

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 166საბოლოო მომხმარებლის მიერ მიმწოდებლის არჩევა
  • 111საბოლოო მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები
  • 101მიწოდების საქმიანობა

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 5პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებები

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 16¹გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 22გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

  • 6—

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 14საინფორმაციო უზრუნველყოფა და ტრენინგები

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 63ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელსა და ბოლო მომხმარებელს შორის დავის განხილვის წესი

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 10ინვესტორისთვის ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების უფლებების მინიჭების პროცედურა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 228²ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიანტი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 5საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის  შესახებ დასკვნები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10228²63616¹221416611110155110
მნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ენერგოეფექტურობის შესა…სახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო შესყიდვების…ლატარიების, აზარტული დ…განახლებადი წყაროებიდა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026