გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ
მუხლი 66. შესაბამისი პერიოდი
1.ქმედება შეიძლება საცილო გახდეს, თუ იგი განხორციელდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე 1 წლის განმავლობაში, ხოლო თუ შეცილების მოწინააღმდეგე მხარე მოვალესთან დაკავშირებული პირია − 2 წლის განმავლობაში.
2.ქმედება, რომელიც მოვალემ კრედიტორისთვის ზიანის მისაყენებლად განახორციელა, შეიძლება საცილო გახდეს, თუ იგი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე 3 წლის განმავლობაში განხორციელდა.
3.ქმედება განხორციელებულად მიიჩნევა მისი ობიექტური სამართლებრივი შედეგის დადგომისას. ისეთი ქმედებების განხორციელების მომენტად, რომლებიც ნაწილ-ნაწილ ხორციელდება, მიიჩნევა ბოლო ქმედების განხორციელების ობიექტური სამართლებრივი შედეგის დადგომის მომენტი.
