რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 95. რეაბილიტაციის რეჟიმის კონვერსია

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.რეაბილიტაციის რეჟიმი გაკოტრების რეჟიმით იცვლება, თუ რეაბილიტაციის გეგმა ამ კანონით დადგენილი წესით არ დამტკიცდა. ამ შემთხვევაში სასამართლო ამ კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად ნიშნავს გაკოტრების მმართველს.

2.რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი უფლებამოსილია რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებამდე ნებისმიერ დროს სასამართლოს წარუდგინოს კონვერსიის შესახებ განცხადება, თუ მიიჩნევს, რომ რეაბილიტაციის მიზნის მიღწევის გონივრული ალბათობა აღარ არსებობს.

3.მართვაში მყოფი მოვალის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენისთვის სავალდებულოა რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობა.

4.თუ სასამართლო ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად წარდგენილ განცხადებას დასაბუთებულად მიიჩნევს, ის მას დააკმაყოფილებს. სასამართლო უფლებამოსილია აღნიშნული საკითხის გადაწყვეტამდე მხარეებს მოუსმინოს.

5.რეაბილიტაციის რეჟიმის კონვერსიის შემთხვევაში რეაბილიტაციის რეჟიმის ფარგლებში დამტკიცებული კრედიტორთა რეესტრი, აგრეთვე რეაბილიტაციის მმართველის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება გაკოტრების რეჟიმის მიზნებისთვის ძალას ინარჩუნებს.

6.კონვერსიის შესახებ განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
207207¹33⁴33⁷363⁴⁸31037¹⁰411107966313795
მითითებამნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს სისხლის სა…ფინანსური გირავნობის, …დაზღვევის შესახებპენიტენციური კოდექსიკომერციული ბანკების სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა