რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 117. უცხოური საწარმოს გაკოტრება

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილივახტანგ ბარამაშვილიმორის გიგაური

1.ამ მუხლის მიზნებისთვის არარეგისტრირებული საწარმო არის უცხო ქვეყნის მეწარმე იურიდიული პირი, რომელიც არ არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული პირი ან მისი ფილიალი. არარეგისტრირებული საწარმოს რეგისტრაციის პროცედურების მიმართ გამოიყენება იმ ქვეყნის კანონმდებლობა, სადაც ეს მეწარმე იურიდიული პირია რეგისტრირებული.

2.არარეგისტრირებული საწარმოს გაკოტრება შეიძლება განახორციელოს საქართველოს სასამართლომ ამ კანონის საფუძველზე. საქართველოს სასამართლოს იურისდიქციის განსაზღვრის მიზნებისთვის არარეგისტრირებული საწარმო საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოდ მიიჩნევა, თუ მისი მთავარი ინტერესების ცენტრი საქართველოშია ან ის ფლობს ქონებას საქართველოში. არარეგისტრირებული საწარმოს გაკოტრების წარმოების მიზნებისთვის აღნიშნული საწარმოს საქმიანობის ძირითადი ადგილი ან ქონების მისამართი ამ საწარმოს რეგისტრირებულ მისამართად მიიჩნევა.

3.თუ არარეგისტრირებული საწარმოს რეგისტრაციის ქვეყანაში მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება მიმდინარეობს, უცხო ქვეყანაში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ გადაწყვეტილების ცნობა არ გამორიცხავს ამ მუხლის შესაბამისად საქართველოში განცალკევებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნას.

4.განცალკევებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შეიძლება გაიხსნას არარეგისტრირებული საწარმოს ან კრედიტორის განცხადების საფუძველზე. ამასთანავე, თუ მოვალეს საქართველოში რეგისტრირებული ფილიალი ან მისამართი არ აქვს, კრედიტორის განცხადების საფუძველზე ტერიტორიული (ადგილობრივი) გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შეიძლება გაიხსნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორს ტერიტორიული (ადგილობრივი) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი აქვს, კერძოდ, თუ სავარაუდოა, რომ უცხო ქვეყანაში მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესით მისი მდგომარეობა გაუარესდება. განსაკუთრებული ინტერესის ქონის დასაბუთების ვალდებულება განმცხადებელ კრედიტორს ეკისრება.

5.არარეგისტრირებული საწარმო, ამ კანონის შესაბამისად, შეიძლება გაკოტრდეს იმ შემთხვევაში, როდესაც, ამ კანონით დადგენილი პირობების მიხედვით, მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

6.უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული საწარმო, რომელიც საქართველოში ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას, შეიძლება გაკოტრდეს, როგორც არარეგისტრირებული საწარმო, ამ კანონის საფუძველზე, იმ შემთხვევაშიც, თუ აღნიშნული საწარმოს რეგისტრაციის ქვეყანაში მისი ლიკვიდაცია განხორციელდა, იგი შესაბამისი რეესტრიდან ამოღებულ იქნა ან მან არსებობა სხვაგვარად შეწყვიტა.

7.არარეგისტრირებული საწარმოს მიმართ ამ თავის დებულებების გამოყენება არ ზღუდავს გაკოტრების რეჟიმის შესახებ ამ კანონის სხვა დებულებების გამოყენებას.

8.სასამართლო ან/და გაკოტრების მმართველი უფლებამოსილია არარეგისტრირებული საწარმოს მართვის მიზნით მის მიმართ განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც შეიძლება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული საწარმოს მიმართ განხორციელდეს. თავი XIII პროცესის ხარჯები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

მორის გიგაური

მორის გიგაური

ადვოკატი | მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20¹322831522279221167715117
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…მეწარმეთა შესახებ,,მეწარმეთა და არასამე…საქართველოს საგადასახა…რეაბილიტაციისა და კრედ…შრომითი მიგრაციის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა