რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 18. განმცხადებლის პასუხისმგებლობა

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თუ სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ გამოვლინდა, რომ მოვალე თავიდანვე არ ყოფილა გადახდისუუნარო ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი პირი, სასამართლო განმცხადებელს დააკისრებს პროცესის ხარჯებს, გარდა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის მომსახურების ხარჯისა,  რომლის ანაზღაურება მოვალეს დაეკისრება.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის მოთხოვნით განმცხადებელს დააკისროს შესაბამისი განცხადების შეტანით მოვალისთვის ან/და კრედიტორისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, თუ გამოვლინდა ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) განცხადება შეტანილ იქნა განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდების ან ინფორმაციის დამალვის შედეგად; ბ) მოვალის მიერ განცხადების შეტანის მიზანია კრედიტორისთვის მის მიმართ ინდივიდუალური ქმედებების განხორციელებაში ხელის შეშლა; გ) განცხადების შეტანის მიზანია მორატორიუმის ბოროტად გამოყენება ან კრედიტორის, მოვალის ან მესამე პირის უფლებების სხვაგვარად დარღვევა.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ზიანის ოდენობას განსაზღვრავს გადახდისუუნარობის საქმის განმხილველი სასამართლო.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20533⁴26898139240731²313348434618
მნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს სამოქალაქო…საგადახდო სისტემისა და…დაზღვევის შესახებსაზღვაო კოდექსისაქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა