რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 46. კრედიტორის მიერ შეტანილი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების რეგისტრაცია

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების კრედიტორის მიერ  შეტანის შემთხვევაში სასამართლოს კანცელარია უზრუნველყოფს ამ განცხადების რეგისტრაციას და კრედიტორს გადასცემს გზავნილს (აღნიშნული განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების ასლებს) მოვალისთვის ჩასაბარებლად.

2.კრედიტორი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სასამართლო გზავნილის მიღებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს მოვალისთვის მისი ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა წესით ჩაბარება ან ელექტრონული ფოსტით გაგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი სასამართლო გზავნილი ჩაბარებულად ითვლება მოვალის მიერ აღნიშნული გზავნილის მიღების ელექტრონული საშუალებით დადასტურების შემთხვევაში .

3.კრედიტორი ვალდებულია მოვალისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოს წარუდგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის ამოწურვამდე.

4.მოვალე ვალდებულია სასამართლო გზავნილის მიღებიდან 7 დღის ვადაში სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი თვალსაზრისი თავისი გადახდისუუნარობის ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის შესახებ და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე. თავი IV გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობა და მისი შედეგები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
80678184445192794417² (…784751435146
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…რეაბილიტაციისა და კრედ…იურიდიული დახმარების შ…მეწარმეთა შესახებსაქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა