საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

მუხლი 31². პასუხისმგებლობა გადახდის ინიციირების მომსახურებისას საგადახდო დავალების შეუსრულებლობისთვის, არასწორად ან დაგვიანებით შესრულებისთვის

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის მე-19 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 30 2 მუხლის მე-2 პუნქტისა და 32-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დებულებების დაცვით, თუ საგადახდო დავალება გადამხდელის მიერ ინიციირებულია გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის საშუალებით, ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე გადამხდელს აუნაზღაუროს შეუსრულებელი ან არასწორად შესრულებული გადახდის ოპერაციის თანხა. პროვაიდერი ვალდებულია აღადგინოს მომხმარებლის დადებეტებული საგადახდო ანგარიში (მიუღებელი სადეპოზიტო სარგებლის ჩათვლით) იმ მდგომარეობაში, რომელშიც ის იქნებოდა არასწორად შესრულებული გადახდის ოპერაცია რომ არ განხორციელებულიყო.

2.გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ საგადახდო დავალება გადამხდელის ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ მიღებულ იქნა ამ კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად. მას აგრეთვე ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ მისი ზეგავლენის სფეროში ინიციირებული გადახდის ოპერაცია ავთენტიფიცირებული და სწორად ჩაწერილი იყო და რომ მის საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ გაუმართაობას ან სხვა დეფექტს გავლენა არ მოუხდენია ოპერაციის შეუსრულებლობაზე, არასწორად ან დაგვიანებით შესრულებაზე.

3.თუ გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი პასუხისმგებელია გადახდის ოპერაციის შეუსრულებლობისთვის, არასწორად ან დაგვიანებით შესრულებისთვის, ის ვალდებულია ამ კანონის 33 3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, ამ უკანასკნელის მოთხოვნის საფუძველზე, დაუყოვნებლივ აუნაზღაუროს გადამხდელისთვის ანაზღაურებული თანხა, აგრეთვე ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 12 ივნ. 2012 – 1 იან. 2025 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 23 სექ. 2022

    დაემატა 31² მუხლი გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის მეშვეობით ინიციირებულ ოპერაციებზე ანაზღაურების, მტკიცების ტვირთისა და რეგრესის წესებით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით ბასილაია

დავით ბასილაია

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7¹5428333³192430²3233¹33²3131¹33181631²
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგადახდო სისტემისა და…საქართველოს საგადასახა…რეაბილიტაციისა და კრედ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა