Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებმუხლი 31

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

მუხლი 31. პასუხისმგებლობა გადამხდელის მიერ ინიციირებული საგადახდო დავალების შეუსრულებლობისთვის, არასწორად ან დაგვიანებით შესრულებისთვის

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:დირექტორთა დავებისარეკლამო სამართალი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ამ კანონის მე-19 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 30 2 მუხლის მე-2 პუნქტისა და 32-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დებულებების დაცვით, გადამხდელის პროვაიდერი პასუხისმგებელია გადამხდელის წინაშე უშუალოდ გადამხდელის მიერ ინიციირებული საგადახდო დავალების სწორად შესრულებისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას შეუძლია დაუსაბუთოს გადამხდელს, საჭიროების შემთხვევაში − მიმღების პროვაიდერს, რომ მიმღების პროვაიდერს მიღებული აქვს გადახდის ოპერაციის თანხა ამავე კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. თუ გადამხდელის პროვაიდერმა დაასაბუთა მის მიერ გადამხდელის საგადახდო დავალების შესრულების სისწორე, მიმღების პროვაიდერი პასუხისმგებელია მიმღების მიმართ გადახდის ოპერაციის განხორციელების სისწორისთვის.

2.თუ გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს პასუხისმგებლობა ეკისრება ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ის ვალდებულია გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე გადამხდელს აუნაზღაუროს შეუსრულებელი ან არასწორად შესრულებული გადახდის ოპერაციის თანხა, ხოლო, საგადახდო ანგარიშის არსებობის შემთხვევაში, გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია აღადგინოს დადებეტებული საგადახდო ანგარიში იმ მდგომარეობაში, რომელშიც ის იქნებოდა არასწორად შესრულებული გადახდის ოპერაცია რომ არ განხორციელებულიყო. დაკრედიტებულ თანხაზე სარგებლის თარიღი უნდა იყოს არაუგვიანეს თანხის დადებეტების თარიღისა.

3.თუ მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერს პასუხისმგებლობა ეკისრება ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ის ვალდებულია მიმღებისთვის გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე ხელმისაწვდომი გახადოს გადახდის ოპერაციის თანხა, ხოლო, საგადახდო ანგარიშის არსებობის შემთხვევაში, მიმღების საგადახდო ანგარიში დააკრედიტოს შესაბამისი თანხის ოდენობით. დაკრედიტებულ თანხაზე სარგებლის თარიღი უნდა იყოს არაუგვიანეს იმ თარიღისა, რომელშიც ოპერაცია უნდა შესრულებულიყო ამ კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად განხორციელების შემთხვევაში.

4.თუ გადახდის ოპერაცია გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიზეზით დაგვიანებით შესრულდა, მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გადამხდელის სახელით მოქმედი გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოს, რომ მიმღებისთვის დაგვიანებით ჩარიცხულ თანხაზე სარგებლის თარიღი იყოს არაუგვიანეს იმ თარიღისა, რომელშიც ოპერაცია უნდა შესრულებულიყო ამ კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად სწორად განხორციელების შემთხვევაში.

5.თუ გადამხდელის მიერ ინიციირებული გადახდის ოპერაცია არ შესრულდა ან შესრულდა არასწორად, გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ამ მუხლის შესაბამისად პასუხისმგებელი, გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები გადახდის ოპერაციის მოკვლევის მიზნით და შედეგი აცნობოს გადამხდელს. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია აღნიშნული ქმედებები გადამხდელისთვის განახორციელოს უსასყიდლოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახდის ოპერაციის შესრულებაში მონაწილეობს უცხოური საგადახდო ან შეტყობინებების გაცვლის სისტემა და ამავდროულად ოპერაციის შეუსრულებლობა ან არასწორად შესრულება გამოწვეული იყო მომხმარებლის მიზეზით. ამ შემთხვევაში დაკისრებული საკომისიო უნდა იყოს გონივრული.

6.საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია თავის მომხმარებელს აუნაზღაუროს ის ხარჯი, რომლისთვისაც პასუხისმგებლობა პროვაიდერს ეკისრება, აგრეთვე მიუღებელი სადეპოზიტო სარგებელი, რომელიც წარმოეშვა ამ მომხმარებელს თავის საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან უშუალოდ გადახდის ოპერაციის შეუსრულებლობის, არასწორად ან დაგვიანებით შესრულების შედეგად.

7.საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია თავის მომხმარებელს მოსთხოვოს ამ მუხლით გათვალისწინებულ გადახდის ოპერაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია. მოთხოვნის საფუძველზე გადამხდელი და მიმღები ვალდებული არიან თავიანთ პროვაიდერს/პროვაიდერებს მიაწოდონ აღნიშნული ინფორმაცია. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 23 სექ. 2022

    მე-7 პუნქტის ძველი ტექსტი (გადამხდელის პროვაიდერის პასუხისმგებლობა, თანხისა და საკომისიოს დაბრუნება, რეგრესის უფლება და ზიანის ანაზღაურების დათქმა) შეიცვალა ახალი წესით: პროვაიდერს აქვს უფლება მომხმარებელს მოსთხოვოს გადახდის ოპერაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ხოლო გადამხდელი და მიმღები ვალდებულნი არიან მიაწოდონ იგი.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 30²შემდეგი მუხლი 31¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დავები შეცდომაში შემყვანი რეკლამის გამო1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დირექტორის პასუხისმგებლობის სარჩელები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №21

  • 1 ცვლილება · ბოლო 23 სექ. 2022
  • ციტირებულია 8 მუხლი
  • 3 რედაქცია
  • 4 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 19მუხლი 26მუხლი 30²მუხლი 32

მიუთითებენ მასზე

მუხლი 25მუხლი 30მუხლი 30¹მუხლი 30²მუხლი 32მუხლი 33¹მუხლი 33²მუხლი 33³

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 31²პასუხისმგებლობა გადახდის ინიციირების მომსახურებისას საგადახდო დავალების შეუსრულებლობისთვის, არასწორად ან დაგვიანებით შესრულებისთვის
  • 31¹პასუხისმგებლობა მიმღების მიერ ან მისი საშუალებით ინიციირებული საგადახდო დავალების შეუსრულებლობისთვის, არასწორად ან დაგვიანებით შესრულებისთვის
  • 33მომხმარებლისა და პროვაიდერის ვალდებულებები არაავტორიზებულ გადახდის ოპერაციასთან დაკავშირებით

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 675გამგზავნის პასუხისმგებლობა
  • 686ცნება. შინაარსი
  • 981ზიანის ანაზღაურების ვალდებულება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 7¹საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან გახსნილი საგადახდო ანგარიშის მიმართ მოთხოვნები
  • 240მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა

საზღვაო კოდექსი

  • 156

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 79გადამზიდველის პასუხისმგებლობა მისი მიზეზით საფოსტო გზავნილების მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან დაგვიანებით გადაზიდვის შემთხვევაში

რეგულირების საფასურის შესახებ

  • 7რეგულირების საფასურის გადამხდელთა პასუხისმგებლობა

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 18განმცხადებლის პასუხისმგებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6757¹30²321926253030¹33¹33²33³31²31¹3331
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგადახდო სისტემისა და…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026