Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებმუხლი 33

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

მუხლი 33. მომხმარებლისა და პროვაიდერის ვალდებულებები არაავტორიზებულ გადახდის ოპერაციასთან დაკავშირებით

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:გადახდის სისტემებიგადახდის მომსახურება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.თუ დაცულია ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების დებულებები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გადამხდელს აუნაზღაუროს არაავტორიზებული გადახდის ოპერაციის თანხა ამ მუხლის შესაბამისად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს იმ დღის მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე, როდესაც აღნიშნულის შესახებ პროვაიდერისთვის ცნობილი გახდა ან მან მიიღო შეტყობინება. საგადახდო ანგარიშის არსებობის შემთხვევაში გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია აღადგინოს დადებეტებული საგადახდო ანგარიში იმ მდგომარეობაში, რომელშიც ის იქნებოდა არაავტორიზებული ოპერაცია რომ არ შესრულებულიყო.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საგადახდო ანგარიშზე დაკრედიტებულ თანხაზე სადეპოზიტო სარგებლის თარიღი უნდა იყოს არაუგვიანეს ანგარიშის დადებეტების თარიღისა.

3.პროვაიდერს არ ეკისრება გადამხდელისთვის ანაზღაურების ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, თუ მას აქვს მომხმარებლის მიერ თაღლითური ქმედების განხორციელების ან ამ კანონის 30-ე მუხლით განსაზღვრული ერთი ან ერთზე მეტი ვალდებულების განზრახვით ან უხეში გაუფრთხილებლობით დარღვევის შესახებ საფუძვლიანი ეჭვი.

4.თუ გადახდის ოპერაცია ინიციირებულია გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის საშუალებით, ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გადამხდელს აუნაზღაუროს არაავტორიზებული გადახდის ოპერაციის თანხა დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს იმ დღის მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე, როდესაც აღნიშნულის შესახებ ანგარიშის მომსახურე პროვაიდერისთვის ცნობილი გახდა ან მან მიიღო შეტყობინება. ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია აღადგინოს დადებეტებული საგადახდო ანგარიში იმ მდგომარეობაში, რომელშიც ის იქნებოდა არაავტორიზებული ოპერაცია რომ არ შესრულებულიყო, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

5.თუ არაავტორიზებული გადახდის ოპერაციისთვის პასუხისმგებელია გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი, ის ვალდებულია ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, ამ უკანასკნელის მოთხოვნის საფუძველზე, დაუყოვნებლივ აუნაზღაუროს გადამხდელისთვის ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ანაზღაურებული თანხა, აგრეთვე ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს, ამ კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერის წინაშე ეკისრება მტკიცების ტვირთი.

6.გადამხდელი პასუხისმგებელია მოპარული ან დაკარგული საგადახდო ინსტრუმენტით ან მისი უკანონო მითვისებით ან უკანონო გამოყენებით გამოწვეული, არაავტორიზებული ოპერაციის შედეგად წარმოშობილი ზიანისთვის არაუმეტეს 100 ლარისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესრულებულია შემდეგი პირობებიდან ერთ-ერთი: ა) საგადახდო ინსტრუმენტის მოპარვის, დაკარგვის, უკანონო მითვისების მომხმარებლის მიერ აღმოჩენა შეუძლებელი იყო ოპერაციის განხორციელებამდე; ბ) დაკარგვა გამოწვეული იყო საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მისი აგენტის ან/და აუთსორსინგული კომპანიის მოქმედებით ან უმოქმედობით.

7.თუ მომხმარებელი პასუხისმგებელია ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად არაუმეტეს 100 ლარისა, ანგარიშის აღდგენა უნდა მოხდეს იმავე პუნქტის შესაბამისად პროვაიდერის მიერ განსაზღვრული ოდენობის თანხის გამოკლებით.

8.გადამხდელი სრულად აგებს პასუხს არაავტორიზებული გადახდის ოპერაციასთან დაკავშირებული იმ ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია მისი თაღლითური ქმედებით, აგრეთვე მის მიერ ამ კანონის 30-ე მუხლით განსაზღვრული ერთი ან ერთზე მეტი ვალდებულების განზრახვით ან უხეში გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობით. ამ შემთხვევაში არ მოქმედებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა.

9.თუ გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ ითხოვს მომხმარებლის ძლიერ ავთენტიფიკაციას, გადამხდელს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, მათ შორის, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მან განახორციელა თაღლითური ქმედება. თუ მიმღები ან მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ უზრუნველყოფს მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის მიღებას, ის ვალდებულია გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს აუნაზღაუროს შესაბამისი თანხა.

10.ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად პროვაიდერისთვის შეტყობინების შემდეგ, გადამხდელს არ ეკისრება პასუხისმგებლობა მოპარული ან დაკარგული საგადახდო ინსტრუმენტით ან მისი უკანონო მითვისებით ან უკანონო გამოყენებით დამდგარი ნებისმიერი ზიანისთვის, თუ ეს ზიანი გამოწვეული არ არის გადამხდელის თაღლითური ქმედებით.

11.თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ უზრუნველყოფს ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეტყობინების ნებისმიერ დროს მიღებას, გადამხდელი არ არის პასუხისმგებელი მოპარული ან დაკარგული საგადახდო ინსტრუმენტით ან მისი უკანონო მითვისებით ან უკანონო გამოყენებით დამდგარი ნებისმიერი ზიანისთვის, თუკი ეს ზიანი გამოწვეული არ არის გადამხდელის თაღლითური ქმედებით. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 23 სექ. 2022

    33-ე მუხლის პირველი–მე-5 პუნქტები ახლებურად ჩამოყალიბდა: ანაზღაურება ხდება დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღის ბოლოსა და გადამხდელის პასუხისმგებლობის წესები შეიცვალა თაღლითობის ეჭვზე დაფუძნებული გამონაკლისით. დაემატა მე-6–მე-11 პუნქტები.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 32შემდეგი მუხლი 33¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საგადახდო მომსახურების ხელშეკრულება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საგადახდო სერვისის პროვაიდერის სამართალისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №21

  • 1 ცვლილება · ბოლო 23 სექ. 2022
  • ციტირებულია 5 მუხლი
  • 3 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 30მუხლი 32

მიუთითებენ მასზე

მუხლი 21მუხლი 32მუხლი 33¹მუხლი 33²მუხლი 33³

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 31²პასუხისმგებლობა გადახდის ინიციირების მომსახურებისას საგადახდო დავალების შეუსრულებლობისთვის, არასწორად ან დაგვიანებით შესრულებისთვის
  • 32შეტყობინება არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული გადახდის ოპერაციის შესახებ
  • 31პასუხისმგებლობა გადამხდელის მიერ ინიციირებული საგადახდო დავალების შეუსრულებლობისთვის, არასწორად ან დაგვიანებით შესრულებისთვის

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 7¹საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან გახსნილი საგადახდო ანგარიშის მიმართ მოთხოვნები
  • 54საბანკო დაწესებულების ვალდებულება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით
  • 240მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 19დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებელი თანხის გადახდის ვადები და პროცედურები

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 18განმცხადებლის პასუხისმგებლობა

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 18მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 18 (დანართი 1)გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 684გამგზავნის მითითებათა საფუძველზე წარმოშობილი ხარჯების ანაზღაურების უფლება

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 21¹წინასწარი ანგარიშსწორების პირობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7¹5424018 (დ…32302133¹33²33³31²3119181833
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგადახდო სისტემისა და…საქართველოს საგადასახა…დეპოზიტების დაზღვევის …რეაბილიტაციისა და კრედ…მომხმარებლის უფლებების…გადასახადების ადმინისტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026