Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკარეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებმუხლი 73

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 73. მართვაში მყოფი მოვალე

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 27 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.მართვაში მყოფ მოვალეზე ვრცელდება რეაბილიტაციის მმართველისთვის ამ კანონით დადგენილი წესები, გარდა ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

2.მართვაში მყოფ მოვალეს აქვს რეაბილიტაციის მმართველისთვის ამ კანონით განსაზღვრული ყველა უფლება და მოვალეობა, გარდა: ა) იმ უფლებებისა და მოვალეობებისა, რომლებიც აქვს რეაბილიტაციის ზედამხედველს; ბ) მოვალის ყოფილი ან მოქმედი დირექტორის ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი სხვა პირების ქმედებებისა და მათ მიერ დადებული გარიგებების შეცილების უფლებისა.

3.მართვაში მყოფი მოვალე ვალდებულია რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობის გარეშე არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რომლის განხორციელებაზე რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობის აუცილებლობა ამ კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული.

4.რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებამდე მოვალეს ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლების მიღმა ვალდებულების აღება/ხელშეკრულების დადება შეუძლია მხოლოდ რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობით. რეაბილიტაციის ზედამხედველის უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

5.ხმის უფლების მქონე კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის 10 პროცენტის მფლობელი კრედიტორის, კრედიტორთა კომიტეტის ან რეაბილიტაციის ზედამხედველის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში სასამართლო განიხილავს შუამდგომლობას ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას მართვაში მყოფი მოვალის ნაცვლად რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ: ა) ამ კანონის VIII თავით გათვალისწინებული შეცილების საფუძველი; ბ) რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნამდე ან მისი გახსნის შემდეგ მოვალის მიერ არაკეთილსინდისიერების, არაკომპეტენტურობის გამოვლენა, აუცილებელი ზრუნვის მოვალეობის პრინციპის დარღვევა, მმართველობითი საქმიანობის მნიშვნელოვანი დარღვევებით წარმართვა; გ) მოვალის მიერ მართვის მიტოვება.

6.კრედიტორთა კრება უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, კრედიტორთა კრებაზე დამსწრე ხმის უფლების მქონე კრედიტორების არანაკლებ 2/3-ის უმრავლესობით შეცვალოს მართვაში მყოფი მოვალე რეაბილიტაციის მმართველით. სასამართლო უფლებამოსილია, არ დაეთანხმოს კრედიტორთა კრების ამ გადაწყვეტილებას და მოვალე მართვაში დატოვოს. ამის შესახებ მას გამოაქვს განჩინება. სასამართლო უფლებამოსილია აღნიშნული საკითხის გადაწყვეტამდე მოუსმინოს მოვალესა და რეაბილიტაციის ზედამხედველს.

7.მართვაში მყოფი მოვალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის გარდაცვალების შემთხვევაში ან ისეთი გარემოების არსებობისას, რომლის გამოც ეს პირი თავის მოვალეობებს ვერ ასრულებს, მოსამართლე რეაბილიტაციის მმართველად დაუყოვნებლივ ნიშნავს რეაბილიტაციის ზედამხედველს.

8.მართვაში მყოფი მოვალისგან ინფორმაციის მიღების უფლება აქვთ რეაბილიტაციის ზედამხედველს, კრედიტორებსა და პარტნიორებს. მართვაში მყოფი მოვალისთვის ინფორმაციის მოთხოვნის მიზანია ამ კანონით გათვალისწინებული შეცილების საფუძვლების, აქტივების არასათანადოდ განკარგვის ან გადამალვის შესაძლო შემთხვევების გამოვლენა, აგრეთვე მმართველის დანიშვნის საფუძვლისა და შესაძლებლობის განხილვა.

9.დაუშვებელია სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას მოვალის მიერ ამ კანონის შესაბამისად მიწოდებული იმ ინფორმაციის მის წინააღმდეგ მტკიცებულების სახით გამოყენება, რომელიც რეაბილიტაციის ზედამხედველის, კრედიტორის ან/და პარტნიორის მიერ შეკრებილი საბუღალტრო ან/და სხვა დოკუმენტაციიდან დამოუკიდებლად ხელმისაწვდომი არ იყო.

წინა მუხლი 72შემდეგი მუხლი 74

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2024-06-27 · №4

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 71

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 75რეაბილიტაციის მმართველი
  • 70რეაბილიტაციის რეჟიმში მოვალის მმართველობა
  • 74რეაბილიტაციის ზედამხედველი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 207¹მოვალის მართვისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველისთვის/რეაბილიტაციის ზედამხედველისთვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების დარღვევა
  • 207გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარუდგენლობა გადახდისუუნარობისას

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 82მოვალე მმართველის როლში
  • 78სეკვესტრი
  • 79მმართველი

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 25რეფინანსირების ბანკის მოვალის ფინანსური სირთულეები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 294იპოთეკით დატვირთული ნივთის მოვლის მოვალეობა

სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ

  • 8მენეჯერული ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის ფარგლები

მეწარმეთა შესახებ

  • 50ზრუნვის მოვალეობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
207¹207827879294871757074502573
მითითებამნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს სისხლის სა…სააღსრულებო წარმოებათა…იპოთეკით დაცული ობლიგა…საქართველოს სამოქალაქო…სახელმწიფო შიდა ფინანს…

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო