Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასააღსრულებო წარმოებათა შესახებმუხლი 79

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 79. მმართველი

რედაქცია №133 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:პრობლემური აქტივების მონიტორინგი და მართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მმართველს ნიშნავს იძულებითი მართვის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები. მმართველი არ შეიძლება იყოს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს წევრი ან ამ გადაწყვეტილების მიმღების ახლო ნათესავი.

2.იძულებითი მართვის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ამ გადაწყვეტილების მიღებისას კრედიტორისა და მოვალის მოსმენის შემდეგ მმართველს აძლევს საჭირო მითითებებს, ადგენს მმართველის კუთვნილ ანაზღაურებას და თვალყურს ადევნებს მის მიერ საქმის წარმოებას. მას შეუძლია გაათავისუფლოს მმართველი მნიშვნელოვანი მიზეზების გამო.

3.აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ იძულებითი მართვის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მმართველად ინიშნება აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელი. მმართველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის ოდენობის განსაზღვრის წესი მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. თუ იძულებითი მართვის განხორციელების პროცესში აუცილებელია სპეციალური ცოდნის მქონე სპეციალისტის მონაწილეობა, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია იძულებითი მართვით მიღებული შემოსავლების ნაწილი გამოიყენოს იძულებითი მართვის განხორციელების პროცესში ამ პირის მონაწილეობის დასაფინანსებლად ან მმართველად დანიშნოს ეს პირი.

4.მმართველად კრედიტორის დანიშვნისთვის საჭიროა მისი თანხმობა. სასამართლო/აღსრულების ეროვნული ბიურო მმართველად დანიშნულ კრედიტორს იძულებითი მართვის განხორციელების პროცესში უნიშნავს ზედამხედველს და ადგენს მის კუთვნილ ანაზღაურებას. თუ კრედიტორი არღვევს როგორც თავის, ისე მმართველის მოვალეობებს, ზედამხედველი ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სასამართლოს/აღსრულების ეროვნულ ბიუროს. ზედამხედველად შეიძლება დაინიშნოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელი. ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის ოდენობის განსაზღვრის წესი მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2013 წლის 25 დეკემბრის კანონი №1865 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №72 · ძალაშია 17 იან. 2014-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 22 დეკ. 2010

    79-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულია, ხოლო მე-2 პუნქტში შეზღუდვა ეხება აღმასრულებელს, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს წევრს და მათგან რომელიმეს ახლო ნათესავს, კრედიტორის გარეშე.

  2. 1 იან. 2010· გამოქვეყნდა 28 ივლ. 2008

    79-ე მუხლის მე-2 პუნქტში მმართველად დანიშვნის შეზღუდვის ადრესატად „სასამართლო აღმასრულებლის“ ნაცვლად დასახელდა „აღმასრულებელი“.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 78შემდეგი მუხლი 80

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სეკვესტრი — ქონების იძულებითი მართვა კრედიტორის სასარგებლოდსერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №133

  • 2 ცვლილება · ბოლო 22 დეკ. 2010
  • 8 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 78სეკვესტრი
  • 82მოვალე მმართველის როლში
  • 4აღსრულების ეროვნული ბიურო

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 310ნივთის იძულებითი მართვა (სეკვესტრი)

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 50მმართველის დანიშვნა
  • 99გაკოტრების მმართველის დანიშვნა
  • 100გაკოტრების მმართველის უფლებები და მოვალეობები

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 37სპეციალური მმართველი

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 83სამკვიდროს მმართველის დანიშვნა

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 46¹კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების სპეციალური ღონისძიებები

პენიტენციური კოდექსი

  • 7სამსახურის მართვა

დაზღვევის შესახებ

  • 33¹მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7882446¹33¹31037835099100779
მნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სამოქალაქო…რეაბილიტაციისა და კრედ…კომერციული ბანკების სა…სანოტარო მოქმედებათა შ…ელექტრონული კომუნიკაცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №133 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026