1.რეაბილიტაციის მმართველს მოვალის კრედიტორების მიმართ აკისრია ფიდუციური მოვალეობა, რაც გულისხმობს მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედების მოვალეობას. რეაბილიტაციის მმართველს რეაბილიტაციის მიზნების მისაღწევად და ვალდებულებების შესასრულებლად აქვს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისთვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილება და ყველა შესაბამისი ვალდებულება.
2.
