Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასააღსრულებო წარმოებათა შესახებმუხლი 78

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 78. სეკვესტრი

რედაქცია №133 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:სააღსრულებო წარმოების წამოწყება და წარმართვაუძრავი ქონებიდან გამოსახლება და გადაცემაუძრავი ქონების აუქციონიმოძრავი ქონების გამოთხოვაკერძო აღმასრულებლის მეშვეობით აღსრულებამოძრავი ქონების აუქციონი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.იძულებითი აღსრულების ყველა ეტაპზე, კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე და ამ კანონით დადგენილი წესით, აღსრულებას დაქვემდებარებული მოვალის კუთვნილი ქონება იძულებით სამართავად შეიძლება გადაეცეს სასამართლოს მიერ დანიშნულ მმართველს, ხოლო თუ საქმე აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია − აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დანიშნულ მმართველს, ან თვით მესაკუთრეს.

2.იძულებითი მართვის მიზანია ვალდებულების შეძლებისდაგვარად მცირე დროში შესრულება მოვალის საკუთრებაში არსებული ქონების სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებით მიღებული შემოსავლების ხარჯზე, რითაც, მოვალის ინტერესებიდან გამომდინარე, თავიდან იქნება აცილებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია.

3.თუ იძულებითი მართვით მოსალოდნელია აღსასრულებელი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში და მოვალის საკუთრებაში არსებული სარეალიზაციო ქონების საბაზრო ღირებულება არანაკლებ ათჯერ აღემატება აღსასრულებელი მოთხოვნის ოდენობას, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მოვალის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესით, კრედიტორის თანხმობის მიუხედავად, მიიღოს გადაწყვეტილება იძულებითი მართვის არაუმეტეს 3 თვის ვადით გამოყენების შესახებ. ამ ვადის გაგრძელება შეიძლება მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს 1 თვით.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, თუ საქმე კერძო აღმასრულებლის წარმოებაშია, მოვალე უფლებამოსილია კერძო აღმასრულებელს მოსთხოვოს იძულებითი მართვის გამოყენება. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია გამოიყენოს იძულებითი მართვა კერძო აღმასრულებლის წარმოებაში არსებულ საქმეზე სააუქციონო მომსახურების გაწევის სტადიაზე, იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე. კერძო აღმასრულებლის წარმოებაში არსებულ საქმეზე იძულებით მართვას აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს ამ თავით დადგენილი წესით.

5.ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონების იძულებითი მართვა არ ხორციელდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვალე თანახმაა, რომ ეს ქონება გამოყენებულ იქნეს იძულებით სამართავად, თუ იძულებითი მართვის შედეგად შესაძლებელია ვალდებულების შესრულება.

6.იძულებითი მართვის შედეგად ამოღებული თანხები (მიმდინარე ხარჯების გამოკლებით) შეტანილი უნდა იქნეს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, რის შესახებაც მმართველი აცნობებს აღმასრულებელს.

7.მმართველი და აღმასრულებელი ვალდებული არიან, აცნობონ სასამართლოს, ხოლო თუ იძულებითი მართვის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ − აღსრულების ეროვნულ ბიუროს, კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში სასამართლო/აღსრულების ეროვნული ბიურო იღებს გადაწყვეტილებას იძულებითი მართვის შეწყვეტის შესახებ.

8.ამ მუხლის თანახმად სასამართლოს/აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დანიშნული იძულებითი მართვის დროს გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 310-ე მუხლის ნორმები.

9.იძულებითი მართვის გამოყენება დაუშვებელია, თუ მოვალე ამის წინააღმდეგია, ან თუ ის არ უზრუნველყოფს იმ პირობების შექმნას, რომლებიც აუცილებელია იძულებითი მართვის ნორმალურ პირობებში განსახორციელებლად.

10.იძულებითი მართვის გამოყენების შემთხვევაში იძულებითი აღსრულების სხვა ღონისძიებები ჩერდება იძულებითი მართვის პერიოდით. ამ პერიოდში მოქმედებს ქონების მიმართ იძულებითი მართვის გამოყენებამდე დაწესებული შეზღუდვები.

11.იძულებითი მართვა წყდება და აღსრულება ზოგადი წესის შესაბამისად გრძელდება, თუ: ა) იძულებითი მართვის შედეგად არ დაიფარა ვალდებულება და, იმავდროულად, არ არსებობს იძულებითი მართვის ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი; ბ) დაირღვა იძულებითი მართვის პირობები (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლებელია დარღვევის მცირე დროში, იძულებითი მართვის შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტამდე აღმოფხვრა); გ) იძულებითი მართვის პერიოდში გამოვლინდა სხვა გარემოება, რომელიც სამართლებრივი ან ფაქტობრივი თვალსაზრისით გამორიცხავს იძულებითი მართვის გამოყენებას.

12.იძულებითი მართვის გამოყენება დაუშვებელია, თუ იძულებითი მართვის განხორციელების პროცესში რაიმე ფორმით იზღუდება მესამე პირის ინტერესები. ამ შემთხვევაში იძულებითი მართვის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მესამე პირის წინასწარი თანხმობით. მესამე პირის ინტერესების შეზღუდვის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე იძულებითი მართვა წყდება. საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2013 წლის 25 დეკემბრის კანონი №1865 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №72 · ძალაშია 17 იან. 2014-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 22 დეკ. 2010

    78-ე მუხლის მე-3 პუნქტში იძულებითი მართვით ამოღებული თანხის მიმღები სადეპოზიტო ანგარიში ახლა აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშია.

  2. 1 იან. 2010· გამოქვეყნდა 28 ივლ. 2008

    78-ე მუხლი სეკვესტრის ნაცვლად იძულებით მართვას აწესრიგებს: პირველ პუნქტში განისაზღვრა მართვაზე გადაცემის საფუძველი, მე-2 პუნქტში გამონაკლისი ქონება (45-ე მუხლი), მე-3–მე-5 პუნქტებში თანხების დეპოზიტზე შეტანა, მართვის შეწყვეტა და 310-ე მუხლის გამოყენება.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 77²შემდეგი მუხლი 79

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ალიმენტის აღსრულება11 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ვენჩურული სესხის კონსულტაცია4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • არარეგისტრირებადი მოძრავი ქონებიდან გადახდევინება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ვალის იძულებითი ამოღება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №133

  • 2 ცვლილება · ბოლო 22 დეკ. 2010
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 8 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 45საქართველოს სამოქა… 310

მიუთითებენ მასზე

მუხლი 63²

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 31მოვალის ინტერესების დაცვა იძულებითი აღსრულებისას
  • 36აღსრულების შეჩერება და მისი ვადები
  • 69იძულებითი აუქციონის პირობები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 310ნივთის იძულებითი მართვა (სეკვესტრი)
  • 372კრედიტორის დაკმაყოფილება მესამე პირის მიერ
  • 292მესაკუთრის უფლება კრედიტორის დაკმაყოფილებისას

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 169აღსრულების უზრუნველყოფის საშუალება
  • 167ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნებაყოფლობით შესრულების ვადა

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 5კრედიტორთა მოთხოვნები
  • 73მართვაში მყოფი მოვალე
  • 87უზრუნველყოფილი კრედიტორის დაცვა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 242ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1691674563²3136693103722922425738778
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს ზოგადი ადმ…რეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №133 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026