სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 82. მოვალე მმართველის როლში

რედაქცია №134 კონსოლიდირებული · 10 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო მეურნეობის ანდა საბაღე მიწის ნაკვეთის სეკვესტრის დროს მმართველად ინიშნება მოვალე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოსალოდნელი არ არის მის მიერ მმართველობის წესიერად წარმართვა.

2.სასამართლო/აღსრულების ეროვნული ბიურო მმართველად დანიშნულ მოვალეს უნიშნავს ზედამხედველს და ადგენს მის კუთვნილ ანაზღაურებას. თუ მოვალე არღვევს როგორც თავის, ისე მმართველის მოვალეობებს, ზედამხედველი ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სასამართლოს/აღსრულების ეროვნულ ბიუროს. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ზედამხედველად შეიძლება დანიშნოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელი. ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის ოდენობის განსაზღვრის წესი მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

3.მოვალე, როგორც მმართველი, არ იღებს ანაზღაურებას. საჭიროების შემთხვევაში სასამართლო/აღსრულების ეროვნული ბიურო ზედამხედველის მოსმენის შემდეგ ადგენს, თუ რა რაოდენობით შეიძლება მოიხმაროს მოვალემ მიწის ნაკვეთის შემოსავალი და მისი ამონაგები თავისი და ოჯახის წევრების აუცილებელი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. საქართველოს 2013 წლის 25 დეკემბრის კანონი №1865 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. თავი XIV 1 გადახდევინებული თანხების განაწილება კრედიტორთა შორის საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო მეურნეობის ანდა საბაღე მიწის ნაკვეთის სეკვესტრის დროს მმართველად ინიშნება მოვალე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოსალოდნელი არ არის მის მიერ მმართველობის წესიერად წარმართვა. 2. სასამართლო/აღსრულების ეროვნული ბიურო მმართველად დანიშნულ მოვალეს უნიშნავს ზედამხედველს და ადგენს მის კუთვნილ ანაზღაურებას. თუ მოვალე არღვევს როგორც თავის, ისე მმართველის მოვალეობებს, ზედამხედველი ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სასამართლოს/აღსრულების ეროვნულ ბიუროს. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ზედამხედველად შეიძლება დანიშნოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელი. ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის ოდენობის განსაზღვრის წესი მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 3. მოვალე, როგორც მმართველი, არ იღებს ანაზღაურებას. საჭიროების შემთხვევაში სასამართლო/აღსრულების ეროვნული ბიურო ზედამხედველის მოსმენის შემდეგ ადგენს, თუ რა რაოდენობით შეიძლება მოიხმაროს მოვალემ მიწის ნაკვეთის შემოსავალი და მისი ამონაგები თავისი და ოჯახის წევრების აუცილებელი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. საქართველოს 2013 წლის 25 დეკემბრის კანონი №1865 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. თავი XIV 1 გადახდევინებული თანხების განაწილება კრედიტორთა შორის საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №72 · ძალაშია 17 იან. 2014-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3979834231013001305¹831573100905682
მითითებამნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…რეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს სამოქალაქო…სანოტარო მოქმედებათა შ…ნარჩენების მართვის კოდ…კანონი საქართველოს საბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №134 · ბოლოს შემოწმდა