იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

მუხლი 25. რეფინანსირების ბანკის მოვალის ფინანსური სირთულეები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 16 დეკ. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონის მე -18−24- ე მუხლების დებულებები იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევების , მართვისა და გადახდისუუნარობის შესახებ , აგრეთვე მასთან დაკავშირებით სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელების თაობაზე შესაბამისად ვრცელდება აგრეთვე რეფინანსირების პროგრამასა და რეფინანსირების ბანკის მოვალეზე .

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად რეფინანსირების პროგრამის განცალკევების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოვალის პროგრამის ადმინისტრატორად დანიშნოს რეფინანსირების ბანკი .

3.რეფინანსირების ბანკი , რომელიც ამ მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად ასრულებს პროგრამის ადმინისტრატორის ფუნქციებს , უფლებამოსილია დაისაკუთროს მოვალის კუთვნილი უზრუნველყოფის აქტივები , რომელთა წმინდა მიმდინარე ღირებულება რეფინანსირების ინსტრუმენტის ( ინსტრუმენტების ) საფუძველზე ვადამოსული გადასახდელების ოდენობას არ აღემატება , და დაარეგისტრიროს ისინი იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში . უზრუნველყოფის აქტივების დასაკუთრებით უზრუნველყოფის აქტივების წმინდა მიმდინარე ღირებულების ფარგლებში წყდება რეფინანსირების ბანკის მიმართ არსებული , რეფინანსირების ინსტრუმენტიდან ( ინსტრუმენტებიდან ) გამომდინარე ვადამოსული გადახდის ვალდებულებები . რეფინანსირების ბანკის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებას მოვალის თანხმობა არ სჭირდება . თავი VII იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის რეგულირება და ზედამხედველობა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3015266731738125242459205325
მითითებამნიშვნელობით ახლოსიპოთეკით დაცული ობლიგა…რეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს ეროვნული ბ…საქართველოს სამოქალაქო…საგადახდო სისტემისა და…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა