Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკარეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებმუხლი 78

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 78. მოვალის საქმიანობის ანგარიში

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 27 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 45 დღის ვადაში რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი ამზადებს მოვალის საქმიანობის ანგარიშს, რისთვისაც რეაბილიტაციის მმართველად/რეაბილიტაციის ზედამხედველად დანიშვნიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა წერილობით მიმართავს შესაბამის პირებს და მათგან  საჭირო ინფორმაციის 10 სამუშაო დღის ვადაში წარდგენას მოითხოვს.

2.რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენა მოითხოვოს იმ პირისგან, რომელიც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანამდე 1 წლის განმავლობაში იყო: ა) მოვალის რეგისტრირებული დირექტორი ან ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა; ბ) მოვალის პარტნიორი: გ) მოვალის დასაქმებული; დ) მოვალის აუდიტორი ან მისთვის სხვა სახის პროფესიული მომსახურების გამწევი პირი.

3.მართვაში მყოფი მოვალე ვალდებულია რეაბილიტაციის ზედამხედველთან კოორდინაციითა და თანამშრომლობით, თავად მოამზადოს მოვალის საქმიანობის ანგარიში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 30 დღის ვადაში.

4.მოვალის საქმიანობის ანგარიში უნდა შეიცავდეს: ა) განცხადებას, რომლითაც რეაბილიტაციის მმართველი/მართვაში მყოფი მოვალე ადასტურებს, რომ წარდგენილი ინფორმაცია, რამდენადაც ეს მისთვის ცნობილია, არის ზუსტი და სრული; ბ) განცხადებას იმის შესახებ, რომ მოვალის საქმიანობის ანგარიში მომზადებულია რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თარიღის მდგომარეობით; გ) ინფორმაციას მოვალის ყველა აქტივის შესახებ (მითითებული უნდა იყოს მათი საბალანსო და შეფასებითი სარეალიზაციო ღირებულებები), მათ შორის, უზრუნველყოფის ღონისძიებით (სამომავლო ქონებაზე არსებული გირავნობის ჩათვლით) დატვირთული და დაუტვირთავი აქტივების მახასიათებლებს; დ) ინფორმაციას მოვალის ყველა ვალდებულების შესახებ, მათ შორის: დ.ა) დასაქმებულთა მიმართ არსებული ვალდებულებების ოდენობას; დ.ბ) უზრუნველყოფილი ვალების ოდენობას; დ.გ) არაუზრუნველყოფილი ვალების ოდენობას, გარდა დასაქმებულთა მიმართ არსებული ვალდებულებებისა; ე) იმ დეფიციტის ან ნამეტი აქტივის შეფასებით ოდენობას, რომელიც პრეფერენციული მოთხოვნების დაკმაყოფილებას უკავშირდება; ვ) იმ დეფიციტის შეფასებით ოდენობას, რომელიც არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების დაფარვას უკავშირდება, ან ნამეტი აქტივის შეფასებით ღირებულებას/თანხის ოდენობას, რომელიც არაუზრუნველყოფილი ვალების დაფარვის შემდეგ დარჩება; ზ) იმ მთლიანი აქტივის შეფასებით ოდენობას, რომელიც ხელმისაწვდომია უზრუნველყოფილი ვალების დაფარვისთვის, ან ნამეტი აქტივის შეფასებით ოდენობას, რომელიც უზრუნველყოფილი ვალების დაფარვის შემდეგ დარჩება; თ) მოვალის კრედიტორებთან დაკავშირებულ შემდეგ ინფორმაციას: თ.ა) ინფორმაციას განვადების, იჯარა-გამოსყიდვის, მოძრავი ნივთის ლიზინგის ან პირობითი ნასყიდობის ხელშეკრულების იმ კრედიტორების შესახებ, რომლებსაც პირობადებულ საკუთრებაზე შეთანხმების ან კანონის საფუძველზე შენარჩუნებული აქვთ შესაბამის ქონებაზე საკუთრება, და ამ ქონების მახასიათებლებს; თ.ბ) ინფორმაციას იმ მომხმარებლების შესახებ, რომლებსაც საქონლის ან მომსახურების შესაძენად მოვალისთვის წინასწარ აქვთ გადახდილი თანხები. მიეთითება ამ თანხების ჯამური ოდენობა; თ.გ) ინფორმაციას ყველა სხვა ცნობილი კრედიტორის შესახებ; თ.დ) თითოეული კრედიტორის მიმართ ვალის ოდენობას; თ.ე) თითოეული კრედიტორის მიმართ გამოყენებული ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების მახასიათებლებს; თ.ვ) თითოეული უზრუნველყოფის წარმოშობის თარიღს; თ.ზ) თითოეული უზრუნველყოფის საგნის ღირებულებასა და ოდენობას; თ.თ) კრედიტორული ვალდებულებების ჯამს; ი) მოვალის თითოეული პარტნიორის სახელსა და მისამართს და მისი წილობრივი მონაწილეობის დეტალურ აღწერილობას.

5.ამ მუხლით გათვალისწინებული მოვალის საქმიანობის ანგარიშის მომზადებისთვის გაწეული ხარჯი, რომელსაც რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი გონივრულ ხარჯად მიიჩნევს, რეაბილიტაციის ხარჯების ნაწილია. ხარჯების გაწევის საკითხზე რეაბილიტაციის მმართველის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

6.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ მოვალის საქმიანობის ანგარიშისთვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობა რეაბილიტაციის მმართველს/მართვაში მყოფ მოვალეს არ ათავისუფლებს აღნიშნული ანგარიშის მომზადების ვალდებულებისგან. რეაბილიტაციის მმართველი/მართვაში მყოფი მოვალე ვალდებულია თავად მოამზადოს მოვალის საქმიანობის ანგარიში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის თარიღის მდგომარეობით. ამ ანგარიშში რეაბილიტაციის მმართველმა/მართვაში მყოფმა მოვალემ უნდა მიუთითოს შესაბამისი პირის მიერ მოვალის საქმიანობის ანგარიშისთვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შესახებ.

7.თუ მართვაში მყოფი მოვალის შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირი მოთხოვნილ ინფორმაციას არ წარადგენს, რეაბილიტაციის ზედამხედველმა ამის შესახებ სასამართლოს უნდა აცნობოს. ამ დროს რეაბილიტაციის ზედამხედველი უფლებამოსილია მოითხოვოს მოვალის მართვისგან ჩამოცილება და რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნა.

8.რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი უფლებამოსილია სასამართლოს წარუდგინოს განცხადება ყველა კრედიტორისთვის ან მათი ნაწილისთვის მოვალის საქმიანობის ანგარიშის სრულად ან ნაწილობრივ გაუმჟღავნებლობის მოთხოვნით, თუ, განმცხადებლის მოსაზრებით, მისი გამჟღავნებით ზიანი მიადგება რეაბილიტაციის პროცესს, ხელი შეეშლება რეაბილიტაციის მიზნის მიღწევას ან გაუმართლებელი ზიანი მიადგება მოვალეს.

9.თუ სასამართლო რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის შესაბამის განცხადებას დასაბუთებულად მიიჩნევს, ის გამოიტანს განჩინებას მოვალის საქმიანობის ანგარიშის ყველა კრედიტორისთვის ან მათი ნაწილისთვის სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის შესახებ.

წინა მუხლი 77შემდეგი მუხლი 79

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2024-06-27 · №4

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 46

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 81რეაბილიტაციის გეგმის პროექტი
  • 71საჯაროობა რეაბილიტაციის რეჟიმში
  • 44გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის მოთხოვნით

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 207¹მოვალის მართვისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველისთვის/რეაბილიტაციის ზედამხედველისთვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების დარღვევა
  • 207გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარუდგენლობა გადახდისუუნარობისას

მეწარმეთა შესახებ

  • 51ზრუნვის მოვალეობა განსაკუთრებულ ვითარებაში

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 31მოვალის ინტერესების დაცვა იძულებითი აღსრულებისას
  • 18⁴მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების განწილვადება
  • 18კრედიტორისა და მოვალის უფლებამოსილებანი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1508³მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ვალდებულებები გარდამავალ პერიოდში
  • 1508¹ქმედუუნაროდ ცნობილი პირის სტატუსი

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 25რეფინანსირების ბანკის მოვალის ფინანსური სირთულეები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
207¹2073118⁴181508³1508¹46817144512578
მითითებამნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს სისხლის სა…მეწარმეთა შესახებსააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სამოქალაქო…იპოთეკით დაცული ობლიგა…

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო