რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 77. კრედიტორთა კომიტეტის წევრების პასუხისმგებლობა

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

დავით ელისაბედაშვილი

1.კრედიტორთა კომიტეტის წევრები უნდა მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად, იმ რწმენით, რომ მათი გადაწყვეტილებები და რჩევები საუკეთესოა რეაბილიტაციის გეგმის კრედიტორთა ინტერესების შესაბამისად შესრულებისთვის.

2.კრედიტორთა კომიტეტის წევრები ანგარიშვალდებული არიან კრედიტორების წინაშე.

3.კრედიტორთა კომიტეტის წევრები პასუხისმგებელი არიან მხოლოდ იმ ქმედებებისთვის/გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც მათ განახორციელეს/მიიღეს მოვალისთვის ან კრედიტორებისთვის ზიანის განზრახ მიყენების მიზნით ან საკუთარი, კერძო ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის პირადი მიზნებისთვის გამოსაყენებლად.

4.კრედიტორთა კომიტეტის წევრი ვალდებულია არ გაახმაუროს მის მიერ მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია მოვალის, რეაბილიტაციის ზედამხედველის, რეაბილიტაციის მმართველის შესახებ და არ გამოიყენოს ის საკუთარი ინტერესებისთვის ან მასთან დაკავშირებული პირის კერძო ინტერესებისთვის. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში როგორც კრედიტორს, ისე მოვალეს უფლება აქვს, კრედიტორთა კომიტეტის აღნიშნულ წევრს მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1063161874621484765355077
მითითებამნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…არასაბანკო სადეპოზიტო …ფასიანი ქაღალდების ბაზ…საქართველოს სამოქალაქო…სააღსრულებო წარმოებათა…მიკროსაფინანსო ორგანიზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა