რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 89. რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის ქმედების გასაჩივრება

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სალომე კობერიძე

1.რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფი მოვალის კრედიტორი ან პარტნიორი უფლებამოსილია სარჩელის შეტანით გაასაჩივროს ხელმძღვანელობის უფლებამოსილების ფარგლებში რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის მიერ განხორციელებული ქმედება, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი: ა) რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი ახორციელებს ისეთ ქმედებას ან მან განახორციელა ისეთი ქმედება, რომელიც არსებით ზიანს აყენებს მოსარჩელის ინტერესს დამოუკიდებლად ან/და სხვა პარტნიორების ან კრედიტორების საერთო ინტერესებთან ერთად; ბ) რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი მას ისეთი ქმედების განხორციელებას სთავაზობს, რომელიც არსებით ზიანს მიაყენებს მოსარჩელის ინტერესს დამოუკიდებლად ან/და სხვა პარტნიორების ან კრედიტორების საერთო ინტერესებთან ერთად; გ) რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი თავის უფლებამოსილებებს არაკეთილსინდისიერად ახორციელებს.

2.სასამართლო უფლებამოსილია  მოსარჩელის მოთხოვნა დააკმაყოფილოს და რეაბილიტაციის მმართველს/რეაბილიტაციის ზედამხედველს დაავალოს კონკრეტული მოქმედების განხორციელება ან მისი განხორციელებისგან თავის შეკავება.

3.დაუშვებელია, სასამართლომ მიიღოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, თუ ეს რეაბილიტაციის გეგმის შესრულებას ხელს შეუშლის ან შეუძლებელს გახდის.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
207¹20724187812982927490922229289
მნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს სისხლის სა…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სამოქალაქო…მეწარმეთა შესახებსაქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა