რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 90. რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სასამართლო უფლებამოსილია კრედიტორის ან მოვალის განცხადების საფუძველზე განიხილოს და გამოიკვლიოს რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საკითხი.

2.შესაბამის განცხადებაში დასაბუთებული უნდა იყოს ვარაუდი იმის შესახებ, რომ რეაბილიტაციის მმართველმა/რეაბილიტაციის ზედამხედველმა საქმის წარმოების ფარგლებში: ა) მოვალის ფული ან სხვა ქონება არამართლზომიერად გამოიყენა, პირად მფლობელობაში დაიტოვა ან არამართლზომიერად განკარგა; ბ) ფიდუციური მოვალეობა დაარღვია; გ) უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება ჩაიდინა.

3.თუ სასამართლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობას დადასტურებულად მიიჩნევს, იგი უფლებამოსილია რეაბილიტაციის მმართველს/რეაბილიტაციის ზედამხედველს დააკისროს: ა) მოვალის ფულის ან სხვა ქონების დაბრუნება ან მასთან დაკავშირებული სხვაგვარი პასუხისმგებლობა; ბ) პროცენტის გადახდა; გ) მოვალის სასარგებლოდ საკომპენსაციო თანხის გადახდა (ზიანის ანაზღაურება) ფიდუციური მოვალეობის დარღვევის ან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო.

4.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას სასამართლო შესაბამის საგამოძიებო ორგანოს მიმართავს და სათანადო მასალებს უგზავნის. აღნიშნული საფუძვლით პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის აუცილებელია იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით დადასტურება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
207¹2077818791305⁵1300289289742590
მითითებამნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს სისხლის სა…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სამოქალაქო…იპოთეკით დაცული ობლიგა…კონკურენციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა