რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 92. რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის თანამდებობიდან გათავისუფლება

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სასამართლო უფლებამოსილია ამ კანონის 89-ე და 90-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი თანამდებობიდან გაათავისუფლოს.

2.კრედიტორთა კრება უფლებამოსილია რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის ამ კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად დანიშვნიდან არაუგვიანეს 30 დღისა  კრედიტორთა კრებაზე დამსწრე ხმის უფლების მქონე  კრედიტორების 2/3-ის უმრავლესობით აირჩიოს ახალი რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი. ახალი რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის არჩევისთანავე სასამართლოს მიერ დანიშნულ რეაბილიტაციის მმართველს/რეაბილიტაციის ზედამხედველს უფლებამოსილება უწყდება.

3.ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება მართვაში მყოფ მოვალეზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9207207¹7933⁴130132¹311190999189744492
მითითებამნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…სააღსრულებო წარმოებათა…მაუწყებლობის შესახებსაქართველოს სისხლის სა…საინვესტიციო ფონდების …დაზღვევის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა