ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 77. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის წლიური ანგარიში

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს თავის მიერ წინა კალენდარულ წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში კომისიის მიერ დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადაში.

2.გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ წარუდგენს სამინისტროს, რომელიც ამ ანგარიშის გათვალისწინებით ამზადებს ქვეყანაში მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობისა და ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე საპროგნოზო მოთხოვნის შესახებ წლიურ ანგარიშს.

3.კომისია უფლებამოსილია გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის წლიური ანგარიშის საფუძველზე გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან/და შესაბამის შემთხვევაში სხვა ენერგეტიკულ საწარმოს მოსთხოვოს კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს: ა) გამჭვირვალობა, ობიექტურობა და არადისკრიმინაციულობა; ბ) გამანაწილებელი სისტემის სათანადოდ ოპერირება და მართვა; გ) გამანაწილებელ ქსელში დანაკარგების შემცირება; დ) გამანაწილებელ ქსელში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება; ე) ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების გაუმჯობესება. თავი XVIII. გამანაწილებელი სისტემის ოპერირება და მართვა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს თავის მიერ წინა კალენდარულ წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში კომისიის მიერ დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადაში. 2. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ წარუდგენს სამინისტროს, რომელიც ამ ანგარიშის გათვალისწინებით ამზადებს ქვეყანაში მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობისა და ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე საპროგნოზო მოთხოვნის შესახებ წლიურ ანგარიშს. 3. კომისია უფლებამოსილია გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის წლიური ანგარიშის საფუძველზე გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან/და შესაბამის შემთხვევაში სხვა ენერგეტიკულ საწარმოს მოსთხოვოს კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს: ა) გამჭვირვალობა, ობიექტურობა და არადისკრიმინაციულობა; ბ) გამანაწილებელი სისტემის სათანადოდ ოპერირება და მართვა; გ) გამანაწილებელ ქსელში დანაკარგების შემცირება; დ) გამანაწილებელ ქსელში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება; ე) ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების გაუმჯობესება. თავი XVIII. გამანაწილებელი სისტემის ოპერირება და მართვა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13263714287416547480222377
მნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ენერგოეფექტურობის შესა…მაუწყებლობის შესახებგანახლებადი წყაროებიდა…საქონლის ადგილწარმოშობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა