შრომის ინსპექციის შესახებ

მუხლი 7. შრომის ინსპექციის სამსახურის სტრუქტურა

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 5 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

ლიანა ზაგაშვილივახტანგ ბარამაშვილისულხან კაპანაძე

1.შრომის ინსპექციის სამსახურს ხელმძღვანელობს მთავარი შრომის ინსპექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2.მთავარ შრომის ინსპექტორს ჰყავს არანაკლებ 2 მოადგილე, რომელთაგან ერთ-ერთი არის პირველი მოადგილე.

3.მთავარი შრომის ინსპექტორის პირველ მოადგილესა და მოადგილეს/ მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი შრომის ინსპექტორი. მთავარი შრომის ინსპექტორის პირველი მოადგილის საკურატორო სფეროში შედის შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა, გარდა შრომის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული შრომითი ნორმებისა, რომელთა ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა მთავარი შრომის ინსპექტორის სხვა მოადგილის/მოადგილეების საკურატორო სფეროში შედის.

4.მთავარი შრომის ინსპექტორისა და მისი მოადგილეების თანამდებობებზე დასანიშნად კანდიდატები შეირჩევიან „საჯარო სამართლის იურიდიული პირის  შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გამარტივებული კონკურსის წესით.

5.მთავარი შრომის ინსპექტორის არყოფნის, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მთავარი შრომის ინსპექტორის უფლებამოსილებას ახორციელებს მთავარი შრომის ინსპექტორის პირველი მოადგილე, ხოლო მთავარი შრომის ინსპექტორის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში − მთავარი შრომის ინსპექტორის მოადგილე.

6.შრომის ინსპექციის სამსახურის სტრუქტურა და ადმინისტრაციული მოწყობის წესი განისაზღვრება შრომის ინსპექციის სამსახურის დებულებით. ამ დებულებას ამტკიცებს მინისტრი.

7.შრომის ინსპექციის სამსახურის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს მინისტრი, რომელიც ზედამხედველობს შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობას, აგრეთვე მის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას. მინისტრი უფლებამოსილია შრომის ინსპექციის სამსახურის სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად შეაჩეროს ან გააუქმოს მთავარი შრომის ინსპექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 დეკ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
135765010257228131177
მნიშვნელობით ახლოსშრომის ინსპექციის შესა…პენიტენციური კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…პოლიციის შესახებაფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა