მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

მუხლი 19. შენობა

რედაქცია №57კონსოლიდირებული · 2 მარ. 2020

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

- ნაგებობების კლასები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის 1. ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა - ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად: ა) I კლასი – შენობა - ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს; ბ) II კლასი – შენობა - ნაგებობები რისკის დაბალი ფაქტორით; გ) III კლასი – შენობა - ნაგებობები რისკის საშუალო ფაქტორით; დ) IV კლასი – შენობა - ნაგებობები რისკის მაღალი ფაქტორით; ე) V კლასი – შენობა - ნაგებობები რისკის მომეტებული ფაქტორით ( განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა - ნაგებობები) .

2.შენობა - ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხორციელდება ასაშენებელი ან სადემონტაჟო შენობა - ნაგებობის პარამეტრების მიხედვით, რეკონსტრუქციისას, იმ შემთხვევაში, როდესაც შენობა - ნაგებობის კლასი იზრდება, კლასი განისაზღვრება შენობა - ნაგებობის საბოლოო ( სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული) პარამეტრების მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ რეკონსტრუქციისას შენობა - ნაგებობის კლასი მცირდება, მაშინ შენობა - ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხორციელდება არსებული სარეკონსტრუქციო შენობა - ნაგებობის პარამეტრების მიხედვით.

3.თუ ერთ კონკრეტულ შენობა - ნაგებობას აქვს სხვადასხვა კლასის განმსაზღვრელი მახასიათებლები, მაშინ შენობა - ნაგებობის კლასს განსაზღვრავს მისი ყველაზე მაღალი მახასიათებელი.

4.შენობა - ნაგებობების კლასების მახასიათებლების განსაზღვრის მიზანია დადგინდეს შენობა - ნაგებობის კლასი. კლასი მიეკუთვნება შენობა - ნაგებობას და არა მის რომელიმე ნაწილს.

5.თუ შენობა - ნაგებობების კლასის დასადგენად ამ დადგენილებით განსაზღვრული მახასიათებლები არ არის საკმარისი, შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს შენობა - ნაგებობების კლასების სხვა დამატებითი მახასიათებლები, რითაც შესაძლებელი იქნება კონკრეტული შენობა - ნაგებობისათვის შესაბამისი კლასის მინიჭება.

6.ამ მუხლის მიზნებისათვის შენობა - ნაგებობის სიმაღლე განისაზღვრება საძირკვლის ყველაზე დაბალი ნიშნულიდან: შენობის შემთხვევაში – შენობის საანგარიშო ზედაპირ( ებ) ის ყველაზე მაღალ ნიშნულამდე, ხოლო ნაგებობის შემთხვევაში – ნაგებობის ყველაზე მაღალ ნიშნულამდე. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 18.01.2012წ. თავი IV სამშენებლო საქმიანობის სუბიექტები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №54 · ძალაშია 29 მარ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 19-ე მუხლის პირველ პუნქტში შენობა-ნაგებობათა 5 კლასად დაყოფა ახლა ნებართვის გაცემასა და ექსპლუატაციაში მიღებას უკავშირდება, ხოლო მე-3 პუნქტის ფორმულირება შეიცვალა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35⁵15⁶961399415 (დ…3 (და…29512119 (დ…19
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სივრცის და…განსაკუთრებული მნიშვნე…სანებართვო დოკუმენტაცი…სამშენებლო პროდუქტების…ტერიტორიების გამოყენებ…საჯარო რეესტრის შესახე…