მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

მუხლი 40. განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესრულების საჯაროობის უზრუნველყოფა

რედაქცია №57კონსოლიდირებული · 2 მარ. 2020

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში დაგეგმილი მშენებლობისას, ნებართვის მაძიებელი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის უზრუნველყოფს შესაბამის ობიექტზე (შენობა-ნაგებობაზე), თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსებას, რომელზეც უნდა იყოს აღნიშნული მოსალოდნელი მშენებლობის მონაცემები, კერძოდ: ა) შენობა-ნაგებობის მისამართი; ბ) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება; გ) მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო და განაცხადის განხილვის ვადები; დ) შენობა-ნაგებობის სავარაუდო სართულიანობა ან/და გაბარიტები.

2.ნებართვის მაძიებელმა, მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე განცხადების შეტანიდან სამ დღეში, არსებულ დაფაზე უნდა განათავსოს სამშენებლოდ დამტკიცებული მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებში ასახული ინფორმაცია, კერძოდ: ა) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება; ბ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნომერი და თარიღი, რომლითაც დადგინდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) შენობა-ნაგებობის სართულიანობა ან/და გაბარიტები.

3.ნებართვის მფლობელმა დადგენილი წესით ნებართვის გაცემის შემდეგ ათი დღის ვადაში არსებულ დაფაზე უნდა განათავსოს მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების ამსახველი ინფორმაცია, კერძოდ: ა) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება; ბ) მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო, ნებართვის ნომერი და მოქმედების ვადა; გ) მშენებლობის დაწყებისა და დამთავრების ვადები; დ) შენობის სართულიანობა ან/და გაბარიტები; ე) დამკვეთის სურვილით ობიექტის არქიტექტურული სახე.

3¹.ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ნებართვის მფლობელმა  დადგენილი წესით ნებართვის გაცემის შემდეგ ათი დღის ვადაში, არსებული საინფორმაციო დაფის გვერდით უნდა განათავსოს სხვა საინფორმაციო დაფა, რომელიც უნდა მოიცავდეს სამშენებლო ობიექტზე კ-3 კოეფიციენტის ათვისების გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების ამსახველ ინფორმაციას, კერძოდ: ა) კ-3 კოეფიციენტის ფართობს; ბ) გამწვანების პროექტის შეთანხმების თარიღს; გ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების  სახეობას (მათ შორის, დახასიათება − ხნოვანება, სიმაღლე); დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს; ე) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ პირს; ვ) გაშენებული მწვანე ნარგავების  მოვლის ხანგრძლივობას; ზ) შეთანხმებულ გამწვანების პროექტს, რომელიც უნდა იყოს ვიზუალურად გამოსახული მაკეტი ან/და ფოტომონტაჟი.

3².ამ მუხლის 3 1 პუნქტით განსაზღვრული საინფორმაციო დაფის მინიმალური გაბარიტია A2 ზომის ფორმატი.

3³.ამ მუხლის 3 1 პუნქტით განსაზღვრული საინფორმაციო დაფა განთავსებული უნდა იყოს სამშენებლო სამუშაოთა წარმოების მთელი პერიოდის განმავლობაში და მოიხსნას შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ.

4.იმ შემთხვევაში, როდესაც მშენებლობის ნებართვის მაძიებელი მშენებლობის ნებართვას იღებს ამ დადგენილების შესაბამისად სამი სტადიით, იგი ვალდებულია საინფორმაციო დაფაზე დამატებით განათავსოს არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე განცხადების შეტანისა და არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

5.სამშენებლო დოკუმენტში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ცვლის საინფორმაციო დაფაზე განთავსებული ინფორმაციის არსს, უნდა განთავსდეს საინფორმაციო დაფაზე.

6.საინფორმაციო დაფის გაბარიტები და მასზე ინფორმაციის განთავსების პირობები, საჯაროობისა და თვალსაჩინოების უზრუნველყოფის მიზნით შეიძლება დააზუსტონ მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანოებმა მინიმალური გაბარიტის ჯერადობის მიხედვით. საინფორმაციო დაფის მინიმალური გაბარიტია A2 ზომის ფორმატი.

6¹.მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით, საინფორმაციო დაფა შესაძლებელია მოიცავდეს მხოლოდ სავალდებულო მონაცემებს: ა) შენობა-ნაგებობის მისამართსა და ფუნქციას; ბ) დამკვეთის ვინაობას და საკონტაქტო ინფორმაციას; გ) მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს დასახელებას, მისამართსა და, არსებობის შემთხვევაში, ვებგვერდის მისამართს, სადაც შესაძლებელია ობიექტის მშენებლობის თაობაზე ინფორმაციის გაცნობა.

7.საინფორმაციო დაფა უნდა არსებობდეს სამშენებლო სამუშაოთა წარმოების მთელ პერიოდში და მოიხსნას შენობა - ნაგებობის მშენებლობის დასრულების ან/ და ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ.

8.საინფორმაციო დაფაზე უნდა განთავსდეს მხოლოდ ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია და დაუშვებელია მისი სარეკლამო მიზნებისათვის გამოყენება. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №315 – ვებგვერდი, 15.08.2011წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 18.01.2012წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №79 – ვებგვერდი, 16.02.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №54 · ძალაშია 29 მარ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 16 თებ. 2018
  2. 40-ე მუხლის მე-7 პუნქტში საინფორმაციო დაფის მოხსნის მომენტი ახლა მშენებლობის დასრულებას ან/და ექსპლუატაციაში მიღებას უკავშირდება.

  3. 40-ე მუხლს დაემატა 6¹ პუნქტი, რომლის მიხედვით გამცემი ორგანო შეიძლება დაფაზე მხოლოდ სავალდებულო მონაცემებს ითვალისწინებდეს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
414829141021101042526381¹ (დ…21 (დ…5 (და…40
მითითებამნიშვნელობით ახლოსმშენებლობის ნებართვის …განსაკუთრებული მნიშვნე…საქართველოს სივრცის და…ტერიტორიების გამოყენებ…სამხედრო და ორმაგი დან…კულტურული მემკვიდრეობი…